სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ეფექტური ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
ლევან იოსელიანის შეფასებით, ქალთა შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება, მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობა და შრომის თანაბარი ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ომბუდსმენის თანახმად, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ვლინდება შემთხვევები, როდესაც შესაძლო ძალადობაზე სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობი ან მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.
„8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში გააძლიერა სამართლებრივი ჩარჩო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით, დაინერგა დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმი, გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვის სერვისები და გაიზარდა შესაბამისი უწყებების კოორდინაცია. აღნიშნულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ძალადობის შემთხვევების გამოვლენაზე, პრევენციასა და ეფექტიან რეაგირებაზე. ამასთანავე, კვლავ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემის შემდგომი გაძლიერება. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. კვლავ ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ქალების შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება, მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობა და შრომის თანაბარი ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას სისტემური და ეფექტური ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის, მათი გაძლიერების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან თანასწორობის მიღწევის პროცესებში“,-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მოძრავ ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა. უწყების განმარტებით, სამართალდამცველების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ავტომობილის მძღოლმა დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით, რის გამოც საპატრულო ეკიპაჟი კანონდამრღვევ ავტომობილს უკან გაჰყვა.
შსს-ში ამბობენ, რომ KIA-ს მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირებისთანავე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ჩამოშორდა კანონდამრღვევ ავტომობილს. სოფელ აღაიანიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობისას საპატრულო ეკიპაჟის მიერ ნანახი იქნა KIA-ს მარკის დაზიანებული ავტომობილი და მასში მყოფი სამი პირი, რომლებიც პატრულ-ინსპექტორების დახმარებით გადმოყვანილ იქნენ ავტომობილიდან.
შსს-ს განმარტებით, დაშავებული პირები მოგვიანებით შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, რა დროსაც დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილი.
შსს-ს ცნობით, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისა და საპოლიციო საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
- Details
- By რუსა ხავთასი
დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რითიც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს საქართველოს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეციალური რეისით.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ოთხი სპეციალური რეისი.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებთან, რათა მოიზიდოს დიასპორული ინვესტიციები და ქართველ ემიგრანტებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ ისტორიულ სამშობლოსთან - საქართველოსთან.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში ათიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, რომლებიც დისკრიმინაციული გარემოს, ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვის, სხვა არაერთი ჰუმანიტარული თუ სხვა პრობლემის (მათ შორის აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის 5-წლიანი დახურვისა და თვითმფრინავის ბილეთების სიძვირის) გამო დასაქმებისა და ბიზნესის წამოწყების მიზნით იძულებულნი არიან მასობრივად დატოვონ აზერბაიჯანის რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო მშობლიურ სახლებსა და ოჯახებს მხოლოდ წელიწადში 1-2-ჯერ ესტუმრონ. ქალაქ ნორილსკსა და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებში, ისევე როგორც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ბოლო წლებში ათასობით ჩვენი თანამემამულე გადავიდა საცხოვრებლად, სასწავლებლად, დროებით სამუშაოდ თუ ბიზნესის წამოწყების მიზნით.
ამ დღეებში აზერბაიჯანის მოქალაქე ერთ-ერთმა ინგილო ქართველმა ლიანა ხალაევამ (ძველი გვარი მალაგიშვილი) მისი მშობლიური კუთხის მკვიდრთა თანადგომით თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან ახლოს, ჯავახეთის ქუჩის 57-ში ქალისა და მამაკაცის სუნამოების მაღაზია გახსნა. იგი თხოვს როგორც ინგილო ქართველებს, ისე ყველა მსურველს ეწვიონ მის ახალ მაღაზიას, მხარი დაუჭირონ მის წამოწყებას, რომლის მოგების ნაწილსაც საინგილოს ქართველების მხარდაჭერისთვის გაიღებს.
ლიანა ხალაევა (მალაგიშვილი) ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდანაა, უკვე მრავალი წელია ამზადებს სხვადასხვა სახის სუნამოებს და გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი მომავალი ცხოვრება და საქმიანობა ისტორიულ სამშობლოს - საქართველოს დაუკავშიროს.
ავტორი: გიორგი კერესელიძე
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) - თბილისის (საქართველო) მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
ტელეფონი: +971 2 553 36 83
ელ-ფოსტა:
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
ტელეფონი: +974 44 739 499
ელ-ფოსტა:
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
Page 24 of 133
