საქართველოში პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია, - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ინაური კვლევის შედეგებს, რომლის განხილვაც მსოფლიო ბანკის პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) ფარგლებში გაიმართა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საუბარია კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ მეორე ნაწილზე, რომლის განხილვაც სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პლასტმასით დაბინძურებას, რომელიც შავი ზღვის ეკოსისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ სახელდება.
ლაშა ინაურის განცხადებით, კვლევა გასულ წელს დაწყებული სამუშაოს გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც რიონის აუზისა და მისი შენაკადების დაბინძურება შეისწავლეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი კვლევა არის გასულ წელს ჩატარებული სამუშაოს გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იყო რიონის მდინარე აუზისა და მისი შენაკადების დაბინძურება. დამატებითი კვლევები ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით 13 ლოკაციაზე და შედეგებმა აჩვენა, რომ პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია. განსაკუთრებით დიდი წილი მოდის პლასტმასის ბოთლებსა და მათ ფრაგმენტებზე, ასევე ერთჯერად პლასტიკურ პარკებზე. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობას და გვაძლევს დამატებით არგუმენტებს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, - აღნიშნა ინაურმა.
როგორც სამინისტროს პრესრელიზში წერია, მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის, კლაუს სატლერის შეფასებით, საქართველომ პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა და რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ყალიბდება.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, რათა უკეთ გაგვეაზრებინა პლასტმასით დაბინძურების მასშტაბი და ხელი შეგვეწყო ცირკულარული მიდგომების დანერგვაში. სამინისტრომ გადადგა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაბიჯები, რომლებიც პასუხობს გამოვლენილ საჭიროებებს და არეგულირებს გარკვეული ტიპის პლასტიკის გამოყენებას. გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ ძლიერი სამართლებრივი ჩარჩო გადამწყვეტია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობისთვის. საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს და რეგიონში ერთ-ერთ მოწინავედ ყალიბდება. მისი გამოცდილება შეიძლება მაგალითი გახდეს სხვა ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა კლაუს სატლერმა, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, წყლის ადიდების პერიოდში მდინარეებში დაგროვილი ნარჩენები ზღვაში ხვდება, რაც შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.
დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ფოკუსირებულია პრევენციულ ღონისძიებებზე და ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართვის გაუმჯობესებაზე.
პროგრამა „შავი ზღვის გალურჯება“ მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას. ინიციატივა ორიენტირებულია ზღვის დაბინძურების შემცირებაზე, ეკოსისტემების აღდგენაზე, მდგრადი თევზჭერისა და აკვაკულტურის განვითარებაზე, „ლურჯი ეკონომიკის“ და „ლურჯი სამუშაო ადგილების“ ხელშეწყობაზე, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
პროგრამა ხორციელდება ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის მთავრობებთან თანამშრომლობით, ასევე შავი ზღვის კომისიის (BSC), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (CMA) და ევროკომისიის აქტიური ჩართულობით.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
რიადიდან თბილისში ავიარეისი ცოტა ხსნის წინ შესრულდა. ახლო აღმოსავლეთიდან სამშობლოში 171 მგზავრი დაბრუნდა. დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე რეისები შესრულდება ომანის სასულთნოდან და საუდის არაბეთიდან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.
- Details
- By რუსა ხავთასი
ამ წუთებში, თბილისში დიდ დიღომში ხანძარია, როგორც ”პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი კადრები ვრცელდება.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს შესრულდება რეისი რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო), ადგილობრივი დროით 19:00 საათზე.
„საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ დაბი) საქართველოს საელჩო: ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335, ტელეფონი: +971 2 553 36 83, ელ-ფოსტა:
კატარის სახელმწიფოში (დოჰა) საქართველოს საელჩო: ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071, ტელეფონი: +974 44 739 499, ელ-ფოსტა:
ცნობისთვის, ომანიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი უკვე შესრულდა. რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
საქართველოში 5-7 მარტს შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგნეტო ავრცელებს.
სინოპტიკოსებით პროგნოზით, 5-6 მარტს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 7 მარტს კი მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მათივე ცნობით, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
- გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
- ძაღლის რომელი ჯიშების მოშენებაზე დააწესა მთავრობამ 3-წლიანი მორატორიუმი? - ვადები და წესები
- საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს
Page 26 of 133
