საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლეზე მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები. აღნიშნულის გამო ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნაწილობრივი შეზღუდვით“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში სამი წლის ვადით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება. დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
დადგენილება 2026 წლის 27 თებერვალს გამოიცა და 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. მორატორიუმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 10,000 ლარის ჯარიმა კანონდამრღვევი პირებისთვის.
დოკუმენტის მიხედვით, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მორატორიუმი ვრცელდება როგორც პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლებზე, ასევე სხვა კონკრეტულ ჯიშებზე, რომლებიც, მთავრობის შეფასებით, ჰიპერპოპულაციის თვალსაზრისით დამატებით რეგულირებას საჭიროებს.
მომეტებული რისკის მქონე ჯიშებად დადგენილებაში ჩამოთვლილია:
ამერიკული პიტ ბულ ტერიერი
ფილა ბრაზილეირო
სტაფორდშირის ტერიერი
არგენტინული დოგი
ტოსა ინუ
კანე კორსო
სტაფორდშირ ბულ ტერიერი
ასევე, მორატორიუმი შეეხება სხვა ჯიშის ძაღლებს, კერძოდ:
ჰასკი
მალამუტი
ლაიკა
დადგენილების თანახმად, სამი წლის განმავლობაში აღნიშნული ჯიშების ძაღლების მოშენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალება. მორატორიუმის შესრულებაზე კონტროლს განახორციელებენ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.
მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვა და შესაბამისი რისკების შემცირება.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს სამხედროებმა დედის დღე მიულოცეს.
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ესტუმრნენ.
ჯარისკაცებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ყვავილების თაიგულებით მიულოცეს და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მისალოცი ბარათები გადასცეს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
2026-2027 სასწავლო წლისთვის, საგამონაკლისო წესით პირველ კლასში ის ბავშვები შეძლებენ მისვლას, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ასეთია მთავრობის გადაწყვეტილება, რომელსაც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გადაწყვეტილი ჰქონდა სკოლაში პირველ კლასში რეგისტრაცია მხოლოდ იმ ბავშვებს შესძლებოდათ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებოდათ. როგორც "ოცნების" მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ერთჯერადად გადაიფიქრა.
"ყველასთვის ცნობილია, რომ დავიწყეთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა. მათ შორის ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სასკოლო ასაკს, კერძოდ იმას რომ რეფორმის ფარგლებში, ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი.
ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა, მქონდა აქტიური დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. რეგიონებში პირადად შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს მათ შორის მშობლებს. ამასთან ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვას და განცხადებას. ამ ყველაფრის შემდეგ საბოლოოდ შევჯერდით და გაცნობებთ:
პრემიერთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების საშუალება მიეცემათ ბავშვებს რომელთანაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა", - განაცხადა მიქანაძემ.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
Page 27 of 133
