HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო

ხანძარი იყო თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში.

ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობის ლიფტის შახტში გაჩნდა.

როგორც ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისუფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

„დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტი. დაშავებული, საბედნიეროდ, არავინაა. მობილიზებულია 20 სახანძრო ავტოტექნიკა ამ დროისთვის. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია, სრულად. წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ, ხანძრის მიზეზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ამ დროისთვის ცნობილი არაფერი არ არის, ჯერჯერობით. სავარაუდოდ ხანძარი რამ გამოიწვია, ვერ გეტყვით. როგორც ადმინისტრაცია გვიყვება, ეს არის ლიფტის შახტი, სადაც ხანძარი იყო გაჩენილი. შიგნით არავინ იმყოფებოდა. სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა, რომ საოფისე ფართებში არ ყოფილიყო გავრცელებული ხანძარი. დროულად მოხდა ლიკალიზება და უკვე ლიკვიდაციაც“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხანძარი გარე ფასადზე არსებულ შახტში გაჩნდა და საოფისე სივრცეში არ გავრცელებულა.

„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტში, რომელიც არის გარე ფასადზე. შესაბამისად, ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეში. ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის დაუზიანებელი. შესაბამისად, ბანკის სერვისების მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება. ძალიან კარგად იმუშავა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, რომელმაც დროულად აღმოფხვრა ხანძარი“, – აღნიშნა ბექა გოგიჩაიშვილმა.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Mar 03
საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფიზიკური პირი რ.ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოშისანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქონლის დაკვლას და დამუშავებას ახდენდა. სააგენტოს ინსპექტორებმა დიდი რაოდენობით (11 მსხვილფეხა პირუტყვის) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ხორცი ამოიღეს.

ფიზიკური პირი დაჯარიმდა, მავნედ მიჩნეული სურსათი კი, კანონმდებლობის შესაბამისად, განადგურდება.

„ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.

სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Mar 02
საზოგადოება

თელ-ავივი, დოჰა, შარჟა... - საქართველოდან ახლო აღმოსავლეთში 19 ფრენა გაუქმდა

თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 6 მიმართულებით 19 ფრენა გაუქმდა. ამ დროის მონაცემებით, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და თეირანის საპასუხო ნაბიჯების ფონზე, თბილისის აეროპორტიდან 16 ფრენაა გაუქმებული

აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ან დროისთვის, თბილისის აეროპორტიდან შემდეგი მიმართულებებით დაგეგმილი ფრენები აღარ შესრულდება:

თელ-ავივი - 8 რეისი;
დოჰა - 1 რეისი;
დუბაი - 3 რეისი;
შარჟა - 2 რეისი;
აბუ-დაბი - 1 რეისი;
თეირანი - 1 რეისი.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქიდან ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი 3 ავიარეისია გაუქმებულია.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით რეგულარული ფრენები არ სრულდება, შესაბამისად ცვლილებები არ შეხებია მათ რეისებს.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 02
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზაზე მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 02
საზოგადოება

3-5 მარტს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Mar 02

More Articles …

  1. რამდენი რეისი გაუქმდა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან?
  2. დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება
  3. სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  4. ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32

Page 28 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna