ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და თეირანის საპასუხო ნაბიჯების ფონზე, საქართველოში ფრენების ნაწილი გაუქმდა. დღეისთვის, ავიარეისებზე შეზღუდვები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან შესასრულებელ 16 რეისს შეეხო.
დღეს, 2 მარტს, თბილისის აეროპორტიდან ფრენები შემდეგი მიმართულებებით გაუქმდა: თბილისიდან თელ ავივის, აბუ დაბის, შარჟას და დუბაის მიმართულებით 13 რეისი, ბათუმში კი თელ ავივის მიმართულებით 3 რეისი.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, იქ გვითხრეს, რომ აღნიშნული მიმართულებებით რეგულარული ფრენები არ სრულდება, შესაბამისად ცვლილებები მათ რეისებს არ შეხებია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს.
თარიღის აღნიშვნა მერვე საუკუნეში საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, როდესაც ხატთაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება დაამტკიცეს და ის სასულიერო პირები განკვეთეს, რომლებიც სიწმინდეების თაყვანისცემას უარყოფდნენ.
მართლმადიდებლობის ზეიმზე, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირას აღინიშნება, წირვა სამების ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა.
„ეს დღე ეძღვნება მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის საბოლოო დამტკიცებას, რომელიც მოხდა მე-7 მსოფლიო კრებაზე, 787 წელს.
რადგან მოხდა ღმეთის განკაცება, ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება - „ხატი მონისა მიიღო“, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, „და ხატითა იპოვა, ვითარცა კაცი“. ადმიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობის, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომელიც ადამიანის ბუნებას აქვს. ამას გვახარებს დღეს წმინდა ეკლესია“, - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმზე, 1990 წელს, მსოფლიო საპატრიარქომ განმეორებით აღიარა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული.
- Details
- By რუსა ხავთასი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე (სოფ. ჭუბერი) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამოც, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
- Details
- By რუსა ხავთასი
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს.
შესაბამის ინსტრუქციებს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ.
„წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები:
დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია, წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა); შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში; ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში – თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი; ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში – გააჩერეთ ავტომობილი გზის პირად, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს, დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.
ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით, დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება; განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდგომ სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ შენობა; დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში აცნობეთ პოლიციას.
ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან. მოერიდეთ ყველა თავშეყრის ადგილეს. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კონცენტრირების ადგილებს.
უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე. ასევე, განახლებული ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს.
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7.
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- მარტვილი, აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებლები რეგისტრაციის გარეშე ოპერირების გამო დაჯარიმდნენ - სეს
- ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა, თოვა.. - გადაადგილების რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე?
- სანქცირებული „იმედი“ საკუთარ ბანკს ქმნის
Page 29 of 133
