HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 (მლეთა–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, საგზაო მოძრაობა თავისუფალია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 27
საზოგადოება

მარტვილი, აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებლები რეგისტრაციის გარეშე ოპერირების გამო დაჯარიმდნენ - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

"ინდივიდუალური მეწარმეები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოსა და სენაკში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, სარეალიზაციოდ ამუშავებდნენ რძეს და აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია.

აღნიშნულის გამო, ინდმეწარმეები ე.კ, ნ.გ და ზ.ხ დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ , სავალდებულო რეგისტრაციის და აღიარების მინიჭებამდე", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, დარეგისტრირდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მიიღონ აღიარება.

აღიარებას ექვემდებარება ის ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორს აღიარებას ანიჭებს უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი მიიღებს პირობით აღიარებას ერთი თვის ვადით.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 27
საზოგადოება

ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა, თოვა.. - გადაადგილების რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე?

საქართველოს ტერიტორიაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდვებით ხორციელდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხაშური-ვალეს საბაჟოს მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ110-კმ146 მონაკვეთებზე, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე, საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კალა-უშგულისა და მელე-ლსდილის მონაკვეთებზე.
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 27
საზოგადოება

სანქცირებული „იმედი“ საკუთარ ბანკს ქმნის

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

მათივე ცნობით, “ ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.“

„ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.

არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ „იმედს“ მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას.

ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნესსაქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები (იქნება ეს ანტიპიარი, ფინანსური პრობლემები თუ სხვა), რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს - ნამდვილად არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით, 2007 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას.

„ტელეიმედი“ დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ, ჩვეულ რეჟიმში, გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.

გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“. აქ იმედია!“- ნათქვამია განცხადებაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 27
საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული საფრთხის გამო, მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 26

More Articles …

  1. საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო ჯილდოებით, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
  2. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
  3. გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  4. “გაიღვიძეთ, სანამ თქვენი შვილების ფსიქიკა არ დანგრეულა” - ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34

Page 30 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna