HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

მიუსაფარი ძაღლების „დაძინებაზე“ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - სესის განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მიუსაფარი ცხოველები „დასაძინებლად“ (ევთანაზიისთვის) გადაჰყავს. სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და განმარტავს, რას ითვალისწინებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიმდინარე პროგრამა.

სეს ხაზს უსვამს, რომ ჰიპერპოპულაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეპატრონეების მიერ ცხოველების ქუჩაში მიტოვებაა. რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო პატრონიანი ძაღლებისთვისაც აწესებს გარკვეულ შეღავათებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან.

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით და ითვალისწინებს მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილია შემთხვევები, როცა სახელმწიფო პროგრამის დაწყებამდე საჭდიან ძაღლებს შესაბამისი მანიპულაციები ჩატარებული არ აქვთ. გადამოწმების შემდეგ, ასეთ ძაღლებსაც პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებები უტარდებათ.

მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ). ასეთ შემთხვევაში ცხოველის გადაყვანა ხდება უსაფრთხო ლოკაციებზე. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს რეგისტრირებულ მიმკედლებელთან ცხოველის გადაყვანის და არეალში დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზია, როცა მეპატრონე თავად ამბობს უარს ცხოველზე და ტოვებს ქუჩაში.

ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ასევე ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების როგორც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა, ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობასაც გულისხმობს . იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის შედეგად შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდებიან", - წერს სესი.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Apr 01
საზოგადოება

3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.

„მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Apr 01
საზოგადოება

“37 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ!” - ელისო კილაძე

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის, მათ შორის ჟურნალისტ ელისო კილაძის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების - ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვს, დაცვა კი გირაოს გამოყენებას.

რაც შეეხება პროცესის დახურვას, შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, ვინაიდან პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, მოწმეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

დახურვის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა თავად ელისო კილაძემაც.

“მე არ ვეთანხმები ბრალდების მხარის ამ პოზიციას. ჟურნალისტი ვარ და საჯაროობა მნიშვნელოვანია. თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემს ბრალს არ ვეთანხმები, მთლიანად ჯგუფის შემადგენლობაში ერთხელ ვარ ნახსენები, არავის ვიცნობ იქიდან ორის გარდა.

არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე „ქოლცენტრს“ გავუწიე რეკომენდაცია.

დიახ, მე „ქოლცენტრებს“ ვამხელდი და ეს „ქოლცენტრები“ დავით კეზერაშვილის საკუთრებაში იყო... სპეცრაზმის დანიშნულების თანხლებით დამაკავეს, კორუფციაში მხილებული თანამდებობის არც ერთი პირი ასე არ დაუკავებიათ. მე უნდა მომეცეს საშუალება, ბრალდებებს ვუპასუხო, ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია ვისაუბრო, სასამართლო სხდომაა. 37 წელში ხომ არ ვარ? პროცესი იყოს საჯარო მედიის წარმომადგენლებისთვის. თუ ამის საშუალება არ მომეცა, ჩემი უდანაშაულობა როგორ უნდა ვამტკიცო?

ასე თუ აპირებენ, პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ, რა საჭიროა ეს 9 თვე?

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი პოზიცია და სასამართლო პროცესი არ დახუროთ...

ძალიან გული მწყდება, რომ ჯანგველაძის პროცესებს ვერ ვესწრებოდი და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვას ვერ დავესწარი“, - განაცხადა კილაძემ.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.

პროცესს ბრალდებულებიდან მხოლოდ ელისო კილაძე ესწრება.

„წიგნს ვწერ, ვმუშაობ, არ იჯავროთ“,- მიმართა კილაძემ მის ოჯახის წევრებს სხდომის დაწყებამდე და განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგადაა.

ბრალდებული 6 პირიდან რამდენიმე ქვეყანაში არ იმყოფება, მათზე ძებნაა გამოცხადებული და შესაბამისად, მათ პატიმრობა დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.უფრო კონკრეტულად კი, საუბარია 2020-2023 წლებში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობაში არსებულ თაღლითურ ე.წ. ქოლცენტრებზე.ბრალის მიხედვით, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე ქოლცენტრის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.რაც შეეხება ელისო კილაძეს, პროკურატურის ინფორმაციით, კილაძე დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ახორციელებდა.ასევე, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა კონკურენტი ქოლცენტრების ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.საბოლოო ჯამში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ.ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, ელისო კილაძეს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 31
საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს „როგია“ (მის. ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის ტერიტორია, სათნოების ქ N7) ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ნახევარფაბრიკატებს. დარღვეული იყო ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

„კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. შპს „როგიას“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღიარების პროცედურა და სავალდებულო აღიარებას დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობების ნახვა შესაძლებელია სააგენტოს ვებგვერდზე. 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 31
საზოგადოება

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა.

საპრეზიდენტო ცენტრი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კალანდიამ გახსნეს.

თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა მოიცავს სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებსა და საფონდო სივრცეებს, სარესტავრაციო ლაბორატორიებს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა - „თანამედროვე ქართული ხელოვნება”. გამოფენაზე წარმოდგენილია XX საუკუნის ქართული ფერწერის კოლექცია. ექსპონატებს შორისაა ელენე ახვლედიანის, გივი თოიძის, ლადო გუდიაშვილისა და ედმონდ კალანდაძის ნამუშევრები.

ასევე, გაიმართა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია - „ზვიად გამსახურდია: მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე“.

საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

საპრეზიდენტო ცენტრი, რომელიც მიმდინარე წლიდან კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაფუძნებული სსიპ-ის - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 31

More Articles …

  1. კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა
  2. მსოფლიო პატრიარქს სურს თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია - რუსეთის დაზვერვა
  3. კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
  4. ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Page 4 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna