საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზიდენტმა დაჯილდოებულებს მათი შემოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი სახით საქართველოს ჰყავს ადამიანები, რომლებიც ქართული კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებაზე ზრუნავენ და ამ საქმეს სამაგალითოდ, ღირსეულად ასრულებენ.
„როგორც მოგეხსენებათ, ქართული კულტურა ერთ-ერთი ყველაზე კარგად წარმომჩენია ქართული ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ხასიათის. ყოველთვის იყო დრო იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა ყოფილიყო მაღალ დონეზე და ადამიანები, რომლებიც ისტორიის მანძილზე ქმნიდნენ ამ უდიდეს შემოქმედებას, დღემდე არიან საჩვენებელი ყველასთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამით ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი.
დარგები, რომელიც შემადგენელია ქართული კულტურის – კინო, მუსიკა, თეატრი, მწერლობა, ამით გამორჩეული ვართ, ყოველთვის ვართ ამაყნი და ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოში ეს სფერო იქნება მაღალ დონეზე, იმდენად დიდი ტრადიციაა ქართული კულტურის.
რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გაფრთხილება, სჭირდება ხელშეწყობა, იმიტომ, რომ ის, რაც აქამდე მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, აუცილებელია, რომ გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ქმნით ამ უდიდეს შემოქმედებას და მინდა, ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე.
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს უნიკალური ქართული კულტურა და ვამაყობთ ამით. მინდა, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მოგილოცოთ ეს ჯილდო და გისურვოთ მომავალში წარმატებები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ: სს – „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, სსიპ – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი ბადრი მაისურაძე.
კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი, გუნდის დირიჟორი ჯიქი ჯანგულაშვილი, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი გიორგი ანდღულაძე, სსიპ მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საოპერო მომღერალი ოთარ ჯორჯიკია, საოპერო მომღერალი მიხეილ ქირია, სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, შპს – Gigastudio-სა და შპს საბავშვო სტუდია „ბზიკების სტუდიოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი კუხიანიძე, შპს „აიბი-მთიების“ სკოლის პედაგოგი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების კონსულტანტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გრიგოლ მურღულია, ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, „ფესვების“ ქორეოგრაფი ბადრი დარჩიძე, ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, „ფესვების“ მუსიკოს-აკომპანიატორები მინდია ბერიძე და როლანდ ივანაძე, ა(ა)იპ შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, „ფესვების“ მოცეკვავეები: დავით მაკარაძე, ზვიად ბოლქვაძე, თამაზ ბერიძე, ლევან ფუტკარაძე, მაყვალა ბუჩუკური, მიხეილ მელიქიშვილი, მიხეილ ფუტკარაძე, მუხრან დარჩიძე, ნანული გოგიტიძე, ნოდარ ქარცივაძე, ნოდარ დავითაძე, ნუგზარ ხიმშიაშვილი, რევაზ მჟავანაძე, რუსუდან დარჩიძე, შალვა მიქელაძე, ხასან ხილაძე, ჯემალ ართმელაძე, შოთა დიასამიძე და მიხეილ კაკალაძე (სიკვდილის შემდეგ), სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საოპერო მომღერალი, პედაგოგი ბადრი მაისურაძე.
- Details
- By რუსა ხავთასი
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორების ჯგუფებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
„ფიზიკური პირი პ. გ. და ინდმეწარმე დ. კ. (მის: ქ. ხაშური სოფ. ოსიაური) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უხეში დარღვევით აწარმოებდნენ ეგრეთ წოდებულ ყველს.
გამოვლენილი დარღვევებისთვის მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა), რეგისტრაციისა და აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვა თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.
შესაბამისად, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
გიორგი ჩოგოვაძე საკუთარ პროფილზე პოსტს აქვეყნებს: რას წერს და რის შესახებ აფხრთილებს ფსიქოლოგი მშობლებს
“გაიღვიძეთ, სანამ თქვენი შვილების ფსიქიკა საბოლოოდ არ დანგრეულა!“
ვიცი, ბევრი შემომესევა, მეტყვით, რომ ჩამორჩენილი ვარ ან რაღაცებს ვიგონებ, მაგრამ ჩუმად ყოფნა დანაშაულია!
პირდაპირ გეტყვით: Roblox-ი და ანიმეები არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი საფრთხე ბავშვებისთვის, რომელსაც მშობლები საკუთარი ხელით ვუკანონებთ!
რატომ ვამბობ ამას ასე კატეგორიულად?
ROBLOX – ეს არ არის უბრალოდ თამაში!
ეს არის უკონტროლო სივრცე, სადაც თქვენი შვილი შეიძლება ნებისმიერ მანიპულატორს შეხვდეს. იქ ხდება ისეთი რამეები, რასაც ვერც კი წარმოიდგენთ! ბავშვები ხდებიან აგრესიულები, წყდებიან რეალობას და გადადიან ვირტუალურ სამყაროში, სადაც ფასეულობები საერთოდ არ არსებობს.
ანიმეები – ფერადი შეფუთვა საშინელი შინაარსით!
ნუ გგონიათ, რომ ეს უწყინარი მულტფილმებია. ბევრი მათგანი შეიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობას, დეპრესიულ მოტივებს და ისეთ კადრებს, რომლებიც ბავშვის ჩამოუყალიბებელ გონებას წამლავს. ჩვენი შვილები სხვანაირად იწყებენ აზროვნებას, უცხოვდებათ ჩვენგან და ეძირებიან ამ გაუგებარ კულტურაში.
მშობლებო, დაფიქრდით!
ნუთუ ასე ადვილად ვთმობთ ჩვენს შვილებს? ნუთუ ერთი საათი სიმშვიდის გამო მზად ვართ, მათ მომავალზე უარი ვთქვათ?
მე პირადად ჩემს გარშემო ყველას ვუკრძალავ ამ საწამლავს! დამიჯერეთ, სჯობს ახლა იყოთ მკაცრი მშობელი, ვიდრე რამდენიმე წელიწადში ფსიქოლოგებთან ირბინოთ და ვერ გაიგოთ, სად დაუშვით შეცდომა.
გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი! (SHARE)
იქნებ ერთი ბავშვი მაინც გადავარჩინოთ ამ ჭაობს!
თქვენ რას ფიქრობთ? როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს გულხელდაკრეფილებმა
ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე
- Details
- By ანი სარდლიშვილი
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 თებერვლიდან პირველ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
„27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
Page 31 of 133
