HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო. საკრებულოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საბჭოთა ოკუპაციის დღე ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობას, რომელსაც წინაპრები სიცოცხლის ფასად იცავდნენ ყოველდღიურად განმტკიცება სჭირდება.

„ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენი წინაპრები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რაც უდიდესი მონაპოვარია და მას განმტკიცება ყოველდღიურად სჭირდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, გვახსოვდეს ისტორიული მემკვიდრეობა, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა და შევინარჩუნოთ თავისუფალი და ძლიერი საქართველო. დიდება გმირებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 25
საზოგადოება

სეს-მა სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალურ კვების ობიექტს საქმიანობა შეუჩერა - ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.

მათი ცნობით, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N 4).

შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ზედაპირების და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები.

ამავდროულად, მეწარმე ბიზნეს საქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მეწარმე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობონ ცხელ ხაზს - 1501.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 25
საზოგადოება

თბილისის აეროპორტმა აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ხუთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI) შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის მასშტაბით ხუთ კატეგორიაში დააჯილდოვა. მომხმარებელთა გამოცდილების კვლევის მიხედვით, თბილისის აეროპორტი დასახელდა საუკეთესოდ მომხმარებელზე ორიენტირებული პერსონალის, მოგზაურობის სიმარტივის, მგზავრებისთვის სასიამოვნო გაცილების, გამგზავრების სერვისების საუკეთესო შეთავაზებისა და სისუფთავის კატეგორიებში. ეს ჯილდოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე აეროპორტებს შორის მიენიჭა.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) მომხმარებელთა გამოცდილების ჯილდოებს ყოველწლიურად გასცემს. ეს არის შედარებითი ანალიზის ერთადერთი გლობალური პროგრამა, რომელიც მგზავრთა კმაყოფილებას ზომავს მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ აეროპორტში იმყოფებიან. ეს მეთოდი უზრუნველყოფს ყველაზე ზუსტ სურათს მგზავრობის თითოეულ ეტაპზე. ყოველწლიურად მომხმარებლის გამოცდილების ჯილდოებს იღებენ მსოფლიოს ის აეროპორტები, რომლებსაც სხვადასხვა კომპონენტში მგზავრები ყველაზე დადებითად აფასებენ. 2025 წელს საბჭომ საუკეთესო შედეგის მქონე აეროპორტები ექვს კატეგორიაში დაასახელა, თბილისის აეროპორტმა კი ამ ექვსიდან ხუთში მოიპოვა აღიარება. ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციას ACI ორი წლის განმავლობაში აგროვებდა.

„მგზავრთნაკადის უპრეცედენტო ზრდის პირობებში მომხმარებლის გამოცდილების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და საერთაშორისო აღიარების მიღება ჩვენი გუნდის ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომის შედეგია და ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. წელს აეროპორტის გაფართოების პროექტს ვიწყებთ, რომლის მიხედვითაც, მგზავრთა გამტარუნარიანობა 10 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან დროული ინვესტიციაა. 2028 წლიდან განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგვცემს, რომ მგზავრებს კიდევ უფრო კომფორტული სერვისი და სასიამოვნო გამოცდილება შევთავაზოთ“, – აცხადებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიის“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

2025 წლის მომხმარებლის გამოცდილების (ASQ) ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 2 სექტემბერს ქალაქ სტამბოლში, ACI World Airport Experience Summit-ზე გაიმართება.

2026 წლის 15 იანვარს საქართველოს მთავრობამ ფრანგული საავიაციო ჯგუფის, ADP-ს წევრს, TAV Airports-ს თბილისის აეროპორტის მართვის ვადა გაუხანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებააში 150 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.

ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 24
საზოგადოება

"ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს" - იმედი განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება. არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათთვის „არავითარი ფასი არა აქვს“.

ტელეკომპანიაში მიიჩნევენ, რომ სანქციების ფონზე მათთვის მთავარი „ქართველი ხალხის ნდობაა“, რის გამოც არხი რეიტინგებში ლიდერობს.

საქმე ის არის, რომ დღეს 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა "ტელეიმედი" და "პოსტვ" დაასანქცირა. სანქციების განმარტებაში ნათქვამია, რომ არხების დასანქცირება რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოხდა.

სანქციები მოიცავს: აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვას და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია „იმედი“ ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია „იმედს“ უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა. ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას. ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს. ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ", - წერს ტელეკომპანია.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 24
საზოგადოება

ბრიტანეთმა TV იმედი და პოსტ TV დასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო არხები  TV იმედი და პოსტ TV დასანქცირა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

სანქციის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები გახდა. 

დაკისრებული სანქციები ასე გამოიყურება:
ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვა
სანქციები ტრასტის სერვისებისთვის
დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ტელევიზიები დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან ჩართულები: 

"სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ის [POSTV და Imedi] ავრცელებს  შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავის აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას.

კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას."- ვკითხულობთ განმარტებაში. 

ირაკლი რუხაძემ TV იმედი 2026 წლის თებერვალში გაყიდა - ტელეკომპანია „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად გასხვისდა. ახალი მფლობელი ილია მიქელაიშვილია. 

რაც შეეხება პოსტ TV-ის, პროპაგანდისტული მედიის 52%-ს „ხალხის ძალის“ ლიდერი ვიქტორ ჯაფარიძე, ხოლო 24%-ს კი შალვა რამიშვილი ფლობს. 

წყარი: ტვ პირველი

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 24

More Articles …

  1. კახეთსა და ქვემო ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
  2. ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესს განმარტავს
  3. აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
  4. უცხოელებს საქართველოში გიდებად მუშაობა აეკრძალებათ
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36

Page 32 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna