სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სამწყსოსადმი დიდმარხვის დაწყების წინ (22.02.2026)
დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა...
ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება.
ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ), რათა, ძალისამებრ ჩვენისა, ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს.
დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა („მოწყალებისა კარი განგვიღე“) ასევე 50-ე ფსალმუნი; ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ.
ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ.
ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება.
მუდამ თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი“, - აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
ცნობილი იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის ლუკა ბალარინის შვილი საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შემთხვევა თხილამურებით სრიალისას მოხდა.
„პიეტრო საქართველოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თხილამურებით სრიალებდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოუვიდა. ის ბედნიერი გარდაიცვალა, იმას აკეთებდა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა: მთებში თხილამურებით სრიალი. ეს ჩვენი ბოლო ფოტოა ერთად, იმ მრავალი მშვენიერი და ჰარმონიული მომენტიდან ერთ-ერთი“, – დაწერა ლუკა ბალარინიმ სოციალურ ქსელში.
მედიის ინფორმაციით, 20 წლის პიეტრო ბალარინის ცხედრის იტალიაში გადასასვენებლად საქართველოში მისი დედა იმყოფებოდა, ხოლო ცხედრის გადასვენება პარასკევს იყო დაგეგმილი.
ლუკას ბალარინი Torino Stratosferica-სა და Utopian Hours-ის დამფუძნებელია.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
„დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის პირველად ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
ამ წუთებში, პროტესტია რუსთავის ავტო-ბაზრობაზე - ავტოდილერები და ავტოიმპორტიორები "ქართული ოცნების" დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ .
ქართველმა ავტო-დილერებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომლითაც მოქალაქეები მოითხოვენ, რომ "ოცნებამ" არ მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზეე მეტი ხნის ავტომობილის შემოყვანას აკრძალავს.
"შევიკრიბეთ რათა ერთმანეთს უფრო მეტად გავუზიაროთ არსებული პრობლემები და შევაცადოთ კომპანიების და ავტოდილერებსი სატკივარი მივიტანოთ ხელსიუფლებამდე, რადგან ეს სფერო არის უმნიშვნელოვანესი და ბევრი ადამიანის შემოსავალს დაეტყობა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. შევიმუშავეთ მიმართვის წერილი და ამ მიმართვის წერილში რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდანაც ვითვალისწინებთ გარკვეულ დათმობებ და შეიძლება მოვძებნოთს აერთო კონსესუსი ხელისუფელბის წარმომადგენლებსა და ავტოდილერებს შორის. შეიძლება შეჯერება", - ამბობს ავტოლილერი.
- ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ავტომობილების შემოყვანაზე შეზღუდვას აწესებს და 6 წელზე მეტი წლოვანების ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს.
- როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „პროფესია პოლიციელი“
- გეკა გელაძემ ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
- ველოდი თავისუფლებას, ძალიან მინიმალურად, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს - ხატია წერეთელი
- პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კალაძე
Page 34 of 133
