HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „პროფესია პოლიციელი“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „პროფესია პოლიციელის“ - ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვივნენ.

სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ დანაყოფის საქმიანობას, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, სამსახურებრივი ძაღლების მომზადების პროცესი და მათი გამოყენების მიმართულებები.

აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ სასწავლო პროცესის სპეციფიკას, სწავლების თანამედროვე სტანდარტებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 21
საზოგადოება

გეკა გელაძემ ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ დეპარტამენტის თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი ასევე, შეეხო სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, სამართალდამცველებისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხს. გეკა გელაძემ თანამშრომლებს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მათ მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 21
საზოგადოება

ველოდი თავისუფლებას, ძალიან მინიმალურად, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს - ხატია წერეთელი

ველოდი თავისუფლებას, ძალიან მინიმალურად, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, - ამის შესახებ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა, ხატია წერეთელმა (ირმა კურტანიძემ) „ტვ პირველთან“ განაცხადა.

ხატია წერეთელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა. ხატია წერეთელთან ერთად სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მასთან ერთად დაკავებული 10 პირიც.

ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხატია წერეთლის და მასთან ერთად 11 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გავრცელდა. დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხატია წერეთლის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს გავრცელდა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 20
საზოგადოება

პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია და მიესალმება აღნიშნულ რეფორმას.

კახა კალაძე აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების დანიშვნა ან მოხსნა არ უკავშირდება პარტიულ კუთვნილებას, როგორც ზოგიერთი ცდილობს ამის წარმოჩენას.

„ყოველთვის სპეკულაციები და სიცრუე მოდის, როდესაც საქმე ეხება  კონკრეტული მიმართულების გაჯანსაღებას, რეფორმის განხორციელებას. იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით. ნებისმიერი მიმართულება ავიღოთ, სადაც ხელისუფლება ამბობს, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილება და რეფორმა, საპასუხოდ ვისმენთ სიცრუეს.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელება, მე ამას მივესალმები. ბევრჯერ მითქვამს მთავრობის სხდომაზეც, შეგიძლიათ ჩემი მიმართვები ამოიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. ვიდრე არსებობენ ასეთი ოჯახები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს, გვერდით დაუდგეს, დაეხმაროს, ეს იქნება სხვადასხვა პროგრამის სახით ჯანდაცვის თუ სოციალური მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული აღნიშნული ბაზა არ განახლებულა.

„განცხადება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ და ჩვენი დახმარება სჭირდებათ. მახსოვს, პანდემიის პერიოდში დახმარებების თვალსაზრისით როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იყო სწორი, მაგრამ დღეს განსხვავებული მოცემულობაა. შესაბამისად, უნდა მოხდეს სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვა. იმ რთულ პერიოდში ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა სიებში, ვისაც სახელმწიფო ეხმარებოდა. როგორც ვიცი, ამის შემდეგ აღნიშნული ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ ის, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა  კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერი სოციალური დახმარების დანიშვნა-მოხსნის საკითხის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებას სიცრუესა და ტყუილს უწოდებს.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 20
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 23 თებერვალს გაწვიმდება. 

მათივე ცნობით, მაღალ მთაში ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

„თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

"სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთსაქართველოსმთიანრაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთისუღელტეხილი): 21 თებერვალსუნალექოამინდიიქნება, ხოლო 22 თებერვალსდღისმეორენახევარშიდა 23 თებერვალსწვიმაამოსალოდნელი. ჰაერისტემპერატურა 21-22 თებერვალსდღისით +13, +15 გრადუსიდაფიქსირდება, 23 თებერვალსკი +7, +9 გრადუსამდედაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 21-22 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 23 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +2, +4 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 20

More Articles …

  1. ბათუმის აგრარულ ბაზარზე ობიექტი გაურკვეველი წარმოშობის ალკოჰოლს აფასოებდა და ეტიკეტის გარეშე ყიდდა - სეს
  2. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
  3. მცხეთის ჯვრის მონასტერს საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდება - რა დაზიანებები აქვს ძეგლს?
  4. თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოავლინეს
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39

Page 35 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna