HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ბათუმის აგრარულ ბაზარზე ობიექტი გაურკვეველი წარმოშობის ალკოჰოლს აფასოებდა და ეტიკეტის გარეშე ყიდდა - სეს

ბათუმში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობის ალკოჰოლურ სასმელებს აფასოებდა და ეტიკეტირების გარეშე ყიდდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს ობიექტი აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან ერთად გამოავლინეს. ინდმეწარმე დაჯარიმდა და გამოსწორებამდე შეუჩერდა საქმიანობის უფლება.

"სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმე ს. ხ. (მის: მაიაკოვსკის N4) საქმიანობდა საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ამასთანავე, ინდმეწარმემ ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტაცია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით, სასმლის სამი ნიმუში აიღეს", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 20
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 19
საზოგადოება

მცხეთის ჯვრის მონასტერს საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდება - რა დაზიანებები აქვს ძეგლს?

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებულ სამუშაოებს გამარტივებული წესით ყიდულობს.

გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმების თანახმად მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 332 823 ლარია.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს 2018 წლის თებერვალში განხორციელებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და “ICOMOS” / “ICCROM”-ის ერთობლივი რეაქტიული მონიტორინგის მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები „მცხეთის ისტორიული ძეგლების“, მათ შორის, ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე.

"ჩატარებული კვლევების შედეგად, დადგინდა ის ძირითადი დაზიანებები, რომლებიც ფიქსირდება ტაძრის ინტერიერის დიდ ნაწილში, კერძოდ: ქვის გალევა (ეროზია, ატკეჩვა, განშრევება, მასალის კარგვა, ფრაგმენტაცია); ქვებშორის ნაკერებში დუღაბის გამოქარვა; ცალკეული ქვის ან სიმაღლეში რამდენიმე რიგის (ორი, სამი) წყობის ქვის მთლიანი ან ნაწილობრივი დაბზარვა (რომელთა გახსნის სიდიდე ხშირ შემთხვევაში არ აღემატება 0.6 მილიმეტრს), ასევე ბზარები, რომლებიც კვეთენ რამდენიმე რიგის წყობას და მოიცავენ როგორც ქვებს, ისე ვერტიკალურ ნაკერებს, ვრცელდება რამდენიმე მეტრის სიგრძეზე და მათი გახსნის სიდიდე აღწევს 1-2 სანტიმეტრს.

ძეგლზე ამჟამად შექმნილი ვითარებისა და წინა წლებში ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით, აუცილებელია, დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რათა შემჭიდროებულ ვადებში იქნეს უზრუნველყოფილი ტაძრის საკონსერვაციო მდგომარეობის დროული გაუმჯობესება",- წერია გამარტივებული შესყიდვის საჭიროების დასაბუთებაში.

ამასთან, სააგენტოს თანახმად, საკონსერვაციო სამუშაოების მაღალ დონეზე განხორციელების მიზნით, გამოიკვეთა პროცესში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის ჩართულობის აუცილებლობა, რომელიც, ერთის მხრივ, შერჩეული მეთოდოლოგიის საფუძველზე ზედამხედველობას გაუწევს მიმდინარე სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებას, ხოლო მეორეს მხრივ, მოამზადებს შესაბამის ანგარიშებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში წარსადგენად. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის შეირჩა საიმონ კრისტოფერ გაი ვარაკი, რომლის მომსახურებაც ასევე გამარტივებული შესყიდვით,30 310 დოლარად შეიძენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 19
საზოგადოება

თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის დამფასოებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

სეს-ის ცნოვით, ინდმეწარმე ვ. ჯ. ( მის: ქ. თბილისი, აგლაძის 32) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, სხვადასხვა დასახელების ტკბილეულს რეალიზაციის მიზნით აფასოებდა.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 19
საზოგადოება

ცნობილია ძაღლის ვინაობა, რომელმაც ოლიმპიადაზე მოთხილამურეებთან იასპარეზა

გავრცელდა ცნობები ძაღლზე, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოთხილამურეებთან ერთად გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

გამოცემა NPR-ის ინფორმაციით ძაღლი სახელად ნაზგული (როგორც ჩანს, სახელი „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟების პატივსაცემად დაარქვეს) 2 წლის ჩეხოსლოვაკიური მგლის ძაღლია. ის თამაშების ერთ-ერთი ორგანიზატორის ნათესავებს ეკუთვნის, რომლებიც შეჯიბრების ჩატარების ადგილთან ახლოს ცხოვრობენ.

„ამ დილით ის ჩვეულებრივზე მეტად ტიროდა, რადგან დაინახა, როგორ მივდიოდით. ვფიქრობ, უბრალოდ ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდოდა. ის ყოველთვის ხალხისკენ ისწრაფვის“, - განუცხადა გამოცემას ნაზგულის პატრონმა.

NPR აღნიშნავს, რომ ტრასაზე ძაღლის გამოჩენას შეჯიბრების მსვლელობაზე გავლენა არ ჰქონია. „გავიფიქრე: მეჩვენება-მეთქი?“ - თქვა ხორვატმა მოთხილამურემ, ტენა ჰაჯიჩმა, რომელიც ნაზგულს ფინიშთან შეხვდა.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 19

More Articles …

  1. მუსლიმთათვის რამადანის მარხვა დაიწყო
  2. წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება - რეგიონული განვითარების მინისტრი
  3. სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო
  4. საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40

Page 36 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna