HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

„შეაჩერეთ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტოიმპორტის აკრძალვის ინიციატივა“ - ასოციაცია მთავრობას მიმართავს

საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების გროვდება.

პეტიციის ავტორების შეფასებით, რეგულაცია პრაქტიკაში ბაზარზე მხოლოდ ფასებს გაზრდის და საცობების და ეკოლოგიის პრობლემას სისტემურად ვერ გადაჭრის. დარგობრივი გაერთიანება ხელისუფლებას სხვა - მათი შეფასებით, უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს.

21 თებერვალს ავტოიმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, გამოვხატავთ ჩვენს მკაფიო პოზიციას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უნდა აიკრძალოს 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაცია არ წარმოადგენს არც საცობების შემცირების ეფექტიან გზას და არც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პროპორციულ და სამართლიან საშუალებას.

იმპორტის ასაკობრივი შეზღუდვა არ ამცირებს უკვე მოძრავ ავტოპარკს და ვერ ქმნის გზებზე ავტომობილების რაოდენობის შემცირების მექანიზმს.

პრაქტიკაში ეს მხოლოდ ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს და ვერ უზრუნველყოფს პრობლემის სისტემურ გადაწყვეტას.

ეკოლოგიური საკითხი და ევრო 5 სტანდარტი _ ევრო 5 სტანდარტი განსაზღვრავს გამონაბოლქვის რაოდენობრივ ნორმებს და არა ავტომობილის გამოშვების წელს.

არსებობს 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილები, რომლებიც აკმაყოფილებენ ეკოლოგიურ მოთხოვნებს, ისევე როგორც შედარებით ახალი ავტომობილები, რომლებიც რეალურ ექსპლუატაციაში ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტს. შესაბამისად, ასაკობრივი აკრძალვა არ წარმოადგენს ეკოლოგიური მიზნის მიღწევის ეფექტურ ინსტრუმენტს.

უფრო ეფექტური იქნება:

ტექნიკური ინსპექტირების ხარისხის გამკაცრება
რეალური გამონაბოლქვის კონტროლის მექანიზმების დანერგვა
ეკოლოგიური კრიტერიუმების პირდაპირი გამოყენება ასაკობრივი შეზღუდვის ნაცვლად
სოციალური და ეკონომიკური შედეგები საქართველოში

მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს მეორადი ავტომობილებით მათი ფინანსური ხელმისაწვდომობის გამო.

ასაკობრივი აკრძალვა:

მნიშვნელოვნად გაზრდის ავტომობილების საბაზრო ფასს
დააზარალებს საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებს
უარყოფითად აისახება ავტოიმპორტის, ლოგისტიკისა და ავტოსერვისის სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებზე რეგულაცია, რომელიც მძიმე ეკონომიკურ ტვირთს აკისრებს მოქალაქეებს, უნდა იყოს მკაფიოდ დასაბუთებული და პროპორციული.
ჩვენი მოთხოვნებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას:

შეაჩერონ 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ინიციატივა;
წარმოადგინონ სრულყოფილი ანალიზი საცობებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
განიხილონ ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმები;
უზრუნველყონ საკითხის ფართო საზოგადოებრივი განხილვა გადაწყვეტილების მიღებამდე“ - წერია პეტიციაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 17
საზოგადოება

ხვალ „თეკლათის“ სარკინიგზო გადასასვლელთან გზა 8 საათით დაიკეტება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 281-ე კილომეტრზე, ე.წ. „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები შეეხება ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის შეკეთებასა და სარკინიგზო გადასასვლელთან, საავტომობილო გზის მისასვლელების ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენას. აღნიშნული მონაკვეთი სენაკი-ქვალონის გადასარბენის მე-5 კმ პკ2-ში მდებარეობს.

სამუშაოების გამო, 2026 წლის 18 თებერვალს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სავალი ნაწილის დროებით ჩაკეტვა იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზებზე.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 17
საზოგადოება

რა საქმეზე იკითხებიან ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რა საქმეზე მიმდინარეობს უწყებაში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის გამოკითხვა.

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით".

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი ვიცე - პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე ამ წუთებში იმყოფებიან.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 17
საზოგადოება

თბილისში კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი კრიტიკული შეუსაბამობებია

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტმა დედაქალაქში მოქმედი საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმების შედეგად 7 ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერა. უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, კრიტიკული შეუსაბამობები გახდა.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 13 თებერვალს სულ 19 ობიექტში ჩატარდა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.

კერძოდ, კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა შემდეგ ობიექტებში:

  • ი/მ მაჯეედ შაკკეერ – კაფე-ბარი რესტორანი (ბერძენიშვილის ქ. N4) – საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. გამოვლინდა გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა და ვადაგასული სურსათის რეალიზაცია;
  • შპს „ალ ბეიქ გრილლს“ – ინდური რესტორანი (ლუბლიანას ქ. 19ა) – დაფიქსირდა ზედაპირების არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, გამწოვი სისტემის გაუმართაობა და ეტიკეტირების წესის დარღვევა;
  • „100 არაბული რესტორანი“ – სწრაფი კვების ობიექტი (გურამიშვილის გამზ. 27) – ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. გამოვლინდა გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ეტიკეტირების წესის დარღვევა;
  • ი/მ იაშპალ შარმა – ინდური რესტორანი (პეკინის გამზ. 31 ბ) – ობიექტი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. აღინიშნა არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ეტიკეტირების წესის დარღვევა;
  • შპს „ტაი ინ თაუნ“ – კაფე-ბარი/რესტორანი (კოტე აფხაზის ქ. 17) – გამოვლინდა მღრღნელების არსებობა, გამწოვი სისტემის გაუმართაობა და ეტიკეტირების წესის დარღვევა;
  • Fiesta (შპს „მდ ენთერფრაისის“) – კაფე-ბარი/რესტორანი (გიორგი სააკაძის ქ. N156) – დაფიქსირდა ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემის გაუმართაობა, სურსათის დაბინძურების საფრთხე და ეტიკეტირების წესის დარღვევა;
  • შპს „სარეია ტრეიდინგი“ – მზა კერძების წარმოება-რეალიზაცია (პეტრე ბაგრატიონის ქ. N33) – გამოვლინდა ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემის გაუმართაობა, სურსათის დაბინძურების საფრთხე, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორები დააჯარიმეს და კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

„კრიტიკული შეუსაბამობა არის დარღვევა, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთ დროს ობიექტს ჯარიმასთან ერთად საწარმოო პროცესიც უჩერდება,“ - განმარტავს სესის თბილისის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი, ალექსანდრე თათარიშვილი.

მოქმედი კანონმდებლობით, ბიზნესოპერატორებს საქმიანობის განახლების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიეცემათ, რაც სააგენტოს მიერ გაცემულ მითითებებს სრულად შეასრულებენ.

შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ, ობიექტებმა სააგენტოს განმეორებითი კონტროლის მოთხოვნით უნდა მიმართონ. თუ ინსპექტირება დაადასტურებს, რომ საფრთხეები აღმოფხვრილია, სააგენტო საწარმოო პროცესის გაგრძელების ნებართვას გასცემს.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 17
საზოგადოება

ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ - ნიკო კვარაცხელიას დედის პირველი კომენტარი

ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედამ მას შემდეგ დაწერა, რაც პროკურატურამ კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა.

"მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ!!!!

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!", - დაწერა ნიკო კვარაცხელიას დედამ სოციალურ ქსელში.

მკვლელობის ორგანიზებისთვის პროკურატურამ ბრალდება წაუყენა პატიმრობაში მყოფ ძმებს, გურამ და დავით კაკულიებს, ასევე მათ მეგობარს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას - ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟს.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.

მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი საქმის შეკვეთილი მკვლელობის მიმართულებით გამოძიებას ითხოვდა.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 17

More Articles …

  1. თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
  2. კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
  3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პირის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  4. მეუფე შიომ სამებაში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42

Page 38 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna