HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის განხორციელება 2022 წელს სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო, რაც  საარჩევნო დაპირება იყო.

„აღნიშნული პროგრამა წელსაც გრძელდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, 500-ლარიანი ვაუჩერი მიიღონ. პროგრამის ბენეფიციარები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები არიან, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. სოციალურად დაუცველ პენსიონერებზე მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ გაიცემა. მოქალაქე ელექტრონულად გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენს.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 16
საზოგადოება

კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მოძრაობა დროებით 15 თებერვალს ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალა.

უწყების განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი აღნიშნულ მონაკვეთზე ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება იყო.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 16
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პირის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 16 და 17 თებერვალს, დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

„ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი იქნება ჩართული. ასევე, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 15
საზოგადოება

მეუფე შიომ სამებაში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმას აღნიშნავს, ასე უწოდებს ეკლესია დღესასწაულს, რომელიც 40 დღის ყრმა იესოს ტაძარში მიყვანას იხსენებს, სადაც მას ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ელოდებოდა - ამ დღეს იკურთხება სანთლები და ზოგან ეწყობა ლიტანიობა. სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ იქადაგა.

„ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული. მართალი სიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღქმის ახალ აღქმასთან. ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით. ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს, მაგრამ განსაკუთრებით, ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში. ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას“, - განაცხადა მეუფე შიომ.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 15
საზოგადოება

შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას - პრემიერი

თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, შესაბამისად, ეს არ არის შრომის ბაზრის პრობლემა.

„არის კონკრეტული მიმართულება ასტროლინგვისტიკა, რაც სპეციფიური პროგრამაა. რაც შეეხება პედაგოგიკას თსუ-ში, განათლების მიმართულება რჩება მთლიანად, არა გამომდინარე ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპიდან, პედაგოგიკა რჩება ილია უნივერსიტეტში, თუმცა არის სპეციფიური პროგრამები. თუ არის გარკვეული ხარვეზები, რაც დასაბუთებული იქნება, რომ საჭიროებს მომატებას დაკლებას და ა.შ, თითოეულ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რომ შესწორება შევიტანოთ. ამის დრო ჯერ კიდევ არის. აქვე გპირდებით, სადაც იქნება არგუმენტები და მოვისმინეთ არგუმენტები, თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ შევიტანოთ შესწორებები.

რაც შეეხება შრომის ბაზრის ანალიზს, ერთ რამეს დავაზუსტებ, რომ შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, შესაბამისად, ეს არ არის შრომის ბაზრის პრობლემა. თუ ხარვეზები გაიპარა, მზად ვართ, რომ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ. ამისათვის დრო არის და მადლობა არგუმენტებისთვის და კომენტარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შრომით ბაზარზე იგულისხმება არა მხოლოდ დღეს არსებული მოთხოვნა, არამედ პოტენციური მოთხოვნაც.

„მაგალითად, დღეს შეიძლება, ნაკლები იყოს მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე და მომავალში ეს შეიძლება, პოტენციურად გაიზარდოს, შეიძლება, იყო ზრდის პოტენციალი და ეს არის გათვალისწინებული შრომის ბაზრის ანალიზში. ყველა მსხვილი სფერო არის აღებული სამართალი, მედიცინა, ფუნდამენტური მეცნიერებები და ყველა მიმართულებით არის განსაზღვრული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად კვოტები. თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 15

More Articles …

  1. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში - ირაკლი კობახიძე
  2. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  3. 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
  4. ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ევრო 5ბ სტანდარტს - აკრძალვის განმარტება
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43

Page 39 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna