HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში - ირაკლი კობახიძე

ახალგზარდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები აცხადებენ, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას.

 

„რაც შეეხება შრომის ბაზრის ანალიზს, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ საჯარო განცხადებები, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას. ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები გვეუბნებოდნენ ამ ყველაფერს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომის ბაზრის ანალიზი არ ჩატარებულა. გვაქვს ასეთი მდგომარეობა - ახალგზარდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად. ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში. საქართველოში დღეს არის 20 000 ექიმი. საერთაშორისო სტატისტიკას თუ შევხედავთ, ერთ-ერთი მოწინავე ვართ ამ მაჩვენებლით. როცა საუბარია 20 000 ექიმზე, უხეშად 40 წელზე რომ გადავიანგარიშოთ, გამოდის, რომ, იმისათვის, რომ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით ექიმები არ მივღოთ, 500-600 ექიმზე მეტი თუ გამოუშვა ჩვენმა სისტემამ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი განწირულია იმისთვის, რომ თავისი დიპლომის მიხედვით ვერ დასაქმდება. ამიტომ არის საჭირო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება, რომ მომავალი ექიმები არ გავწიროთ ან ემიგრაციისთვის, ან იმისთვის, რომ დიპლომით ვერ იმუშავებს.

 

შევისწავლეთ როგორც კერძო, ისე აჯარო სექტორი და დავადგინეთ, რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. დადგინდა, რომ წლის განმავლობაში მოთხოვნა არის 700 იურისტის გამოშვებაზე. 700-ის ზევით ახალგაზრდები განწირულები არიან იმისთვის, რომ ვერ დასაქმდებიან. საქართველოში გასული 5 წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, საშუალოდ უნივერსიტეტებში, იურიდიულ ფაკულტეტებზე ირიცხებოდა 3600 სტუდენტი. აქედან სწავლას ამთავრებდა 2050. მოთხოვნა არის 700. ეს ნიშნავს, რომ 3600 სტუდენტიდან 2900 განწირულია იმისათვის, რომ ვერასდროს ისარგებლებს იურისტის დიპლომით. აქ როგორ შეიძლება არ ჩატარდეს შრომის ბაზრის ანალიზი. უახლოეს მომავალში გავმართავთ ამ კვლევის პრეზენტაციას ჩართულები იქნებიან განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროები “, - განაცხადა პრემიერმა

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 14
საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 14
საზოგადოება

8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა

8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

„ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით:

ა) დაწესდეს „ღვინის ეროვნული დღე“; ბ) „ღვინის ეროვნული დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 8 მაისს“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 12 თებერვლით თარიღდება.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 14
საზოგადოება

ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ევრო 5ბ სტანდარტს - აკრძალვის განმარტება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ დამატებით განმარტებებს ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კონკრეტული ავტომობილის M1 კატეგორიასთან შესაბამისობის დასადგენად კონსულტაციის გავლა შესაძლებელია შსს-ს სსიპ მომსახურების სააგენტოში.

„მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების როგორც პირველადი, ისე დროებითი რეგისტრაცია.

M1 კატეგორია მოიცავს არაუმეტეს 5 ტონა სრული მასის მქონე ავტომობილებს, რომლებიც განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად (მძღოლის ადგილის გარდა არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით) და მათი ბარგის ტრანსპორტირებისთვის.

დადგენილი შეზღუდვა არ შეეხება ელექტრომობილებს და მათი რეგისტრაცია დასაშვებია გამოშვების წლის მიუხედავად. აკრძალვა ასევე არ ვრცელდება ავტომობილების იმპორტზე იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ახორციელებს მათ საქართველოში რეგისტრაციას, აგრეთვე, რეექსპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე.

შეზღუდვა არ შეეხება საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტომობილებს, რომლებიც იმპორტირებულია 2026 წლის 1 აპრილამდე. გამონაკლისი ვრცელდება იმ ავტომობილებზეც, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, კონოსამენტში ან გადამზიდავის მიერ გაცემულ შესაბამის დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს, რომ ავტომობილი გამომგზავნ პორტში ან გემზე მიღებულია ან კონტეინერში ჩატვირთულია 2026 წლის 1 აპრილამდე. საავტომობილო, სარკინიგზო ან თვითსვლით წამოსული ავტომობილების შემთხვევაში გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივლისისა და იმპორტიორი წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

ამასთან, ძალაში რჩება მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ევრო 5ბ სტანდარტს და აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი გამონაკლისი არ ვრცელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Feb 14
საზოგადოება

ტექნიკურ უნივერსიტეტს მისაღებ სტუდენტთა კვოტა დაახლოებით 300-ით შეუმცირდა - რა პროგრამები დარჩა?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს დაახლოებით 300-ით ნაკლები სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება, ვიდრე გასულ წელს. მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის შესახებ დადგენილება უკვე გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, მომავალ სასწავლო წელს, სტუ-ის მიერ საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3880-ით განისაზღვრა. გასულ წელს კი კვოტა 4207 იყო, ხოლო ჩარიცხულთა რაოდენობამ 3575 შეადგინა.

2026-2027 სასწავლო წელს მისაღები სტუდენტების კვოტები და პროგრამები:

აგროინჟინერია    30
ბიოსამედიცინო ინჟინერია    50
გამოყენებითი გეოლოგია    60
ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი)    15
არქიტექტურა    180
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია    210
ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები    50
ინფორმატიკა    290
საინჟინრო ფიზიკა    20
ქიმიური პროცესების ტექნოლოგია    20
მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი    30
საინჟინრო გეოდეზია    70
მშენებლობა    260
მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია    50
სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია    50
ტრანსპორტი    40
ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია    50
სასურსათო ტექნოლოგია    120
გარემოსდაცვითი ინჟინერია    70
მეტალურგია    30
მასალათმცოდნეობა    30
სამთო და გეოინჟინერია    50
აგრარული ტექნოლოგიები    60
საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია    40
სატყეო საქმე    100
საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა    50
მექანიკის ინჟინერია (ინგლისურენოვანი)    10
არქიტექტურა (რუსულენოვანი)    15
ინფორმატიკა (რუსულენოვანი)    20
დიზაინი (ინგლისურენოვანი)    40
მეცხოველეობა    50
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია    40
საინჟინრო მენეჯმენტი    50
აგრონომია    60
სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია    50
მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი    60
ლოგისტიკა    50
მოდის დიზაინის ტექნოლოგიები    30
მევენახეობა და ენოლოგია    120
კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)    40
ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)    20
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია    210
სამოქალაქო ინჟინერია    100
ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა    50
კომპიუტერული ინჟინერია    100
საავიაციო ინჟინერია    30
კომპიუტერული მეცნიერება    300
სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)    30
ვეტერინარია    80
არქიტექტურა (ინგლისურენოვანი)    20
კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიები    250
კომპიუტერული ინჟინერია (ინგლისურენოვანი)    30
ცნობისთვის, გასული თვის ბოლოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანებას, თუმცა, 9 თებერვალს გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ გაერთიანება აღარ მოხდება, თუმცა სტუ-ს სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამები აღარ ექნება.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 13

More Articles …

  1. გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  2. "სამართლებრივი და პროტესტის გზით დავიცავთ 20 წლის მონაპოვარს" - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
  3. "წინააღმდეგობა რეჟიმს!" - ილიაუნის "ა" კორპუსთან დღეს, აქცია ჩაინიშნა
  4. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება - გივი მიქანაძე
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44

Page 40 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna