HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე 101 წლის მარიამ ბებიაშვილს ესტუმრა და დაბადების დღე პირადად მიულოცა. დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

პროფესიით ინჟინერი მარიამ ბებიაშვილი ბოლო რამდენიმე წელია ფაზლების აწყობით არის გატაცებული.

„გილოცავთ დაბადების დღეს, 101 წლის შესრულება და რაც მთავარია, თქვენი შემართება, ბრწყინვალე გონება, შრომისუნარიანობა უდიდესი მოტივაციის მომცემია თითოეული ჩვენგანისთვის. გისურვებთ კიდევ ხანგრძლივ სიცოცხლეს, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი”, – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

თავად მარიამ ბებიაშვილმა თბილისის მერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანგრძლივად სიცოცხლის საიდუმლო მუდმივ განვითარებასა და სიახლისკენ სწრაფვაშია.

„მინდა, ყველას გისურვოთ, მიაღწიოთ ჩემს ასაკს ისეთივე მხნეობით, შემართებით და ცხოვრების სიყვარულით, როგორიც მე მაქვს. 101 წლის ასაკში საკმაოდ რთულ ფაზლებს ვაწყობ, რაც უბრალო გატაცება კი არა, ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობის საფუძველია. ასე რომ, არასოდეს დაკარგოთ ინტერესი და სწრაფვა რაღაც ახალის აღმოჩენისა და სწავლის“, – აღნიშნა მარიამ ბებიაშვილმა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, მარიამ ბებიშვილს წელსაც 10 000 ლარი ჩაერიცხება.

დედაქალაქის მერთან ერთად იუბილართან სტუმრად იმყოფებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Mar 31
საზოგადოება

მსოფლიო პატრიარქს სურს თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია - რუსეთის დაზვერვა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

"საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი დაჟინებით აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩის მზაკვრულ ხაზს პრინციპით "გათიშე და იბატონე".

ამჯერად მას სურს, ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის ისეთი დაწინაურება სურს, რომელსაც თავად დაეყრდნობა.

ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). თავის უახლოეს გარემოცვაში იგი მათ წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 31
საზოგადოება

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

"ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, სოფელ შუა ხალაწანში სამართალდამრღვევს, კუთვნილ რეგისტრირებულ სახერხ საამქროში წიფლის სახეობის 8 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან მიღებული 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის მიმდებარედ კი, მოქალაქემ, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი ვერხვის სახეობის 6 ძირი ხისგან 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) დაამზადა.  ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მკაცრ და უწყვეტ კონტროლს ახორციელებს. შედეგად, გასულ წელს, მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის 500-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 31
საზოგადოება

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე გადაადგილება შეიზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარდა ამისა, შეზღუდვები მოქმედებს ამავე გზის სხვა მონაკვეთზეც: კმ110-კმ146 მონაკვეთზე: აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

გზების დეპარტამენტი მძღოლებს სიფრთხილისკენ და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 31
საზოგადოება

თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობას. ამასთან, აღნიშნა, რომ ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში, ისე სამედიცინო განათლების გაძლიერებაში.

ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა აერთიანებს 100-ზე მეტ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს. კლინიკა ორიენტირებულია პაციენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე და უზრუნველყოფს ინტეგრირებულ, კომპლექსურ მომსახურებას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის ადმინისტრაციის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საუნივერსიტეტო და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელები.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Mar 30

More Articles …

  1. ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
  2. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება - მეუფე შიო
  3. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
  4. ქვეყანაში RSV ვირუსი ცირკულირებს - ექიმების რეკომენდაციები მშობლებს
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Page 5 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna