HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 13
საზოგადოება

"სამართლებრივი და პროტესტის გზით დავიცავთ 20 წლის მონაპოვარს" - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო საზოგადოებას დღეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოუცხადეს, რომ ილიას უნივერსიტეტის 97-98 პროცენტი, ფაქტობრივად, დაშალეს და დაანგრიეს.

დობორჯგინიძის თქმით, ეს არის არა მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა, არამედ ქვეყნის მომავლის განადგურება ისე, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არავინ აიღო.

„ამას ვერანაირად დავუშვებთ. წარმოიდგინეთ, ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ილიას უნივერსიტეტი არის უპირობო ლიდერი, ეს არის სოციალური მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო, თუ ზუსტი მეცნიერებები. ამ მიმართულებებიდან არცერთი არ დატოვეს მათ მიერ მოფიქრებული „საგანმანათლებლო ქალაქობანათი“. დასხდნენ ძალოვანი მინისტრები, რომლებსაც სხვა საქმე არაფერი აქვთ, განათლებაში ყველაფერი მოაწესრიგეს, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის მინისტრი, მერი, აჭარის მთავრობის მეთაური და დააკანონეს საქართველოში მეცნიერების დანგრევა. ამდენი ხანია, ვითხოვთ, გვითხარით, რა მტკიცებულებებს ეფუძნება თქვენი გადაწყვეტილება, არანაირი მტკიცებულებები არ გამოუქვეყნებიათ. დღეს გამოგვიცხადეს არარსებული ბაზრის კვლევა, რომელიც არასოდეს არავის გამოუქვეყნებია. გამოგვიცხადეს, რომ ამ არარსებული ბაზრის კვლევის საფუძველზე განსაზღვრავენ, როგორი უნდა იყოს საქართველოში ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

მისივე თქმით, დღეს შეიკრიბა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები და გამოქვეყნდება შესაბამისი განცხადება.

„პრინციპულად არ ვეთანხმებით საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების დანგრევას. ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით დავიცავთ ამ 20 წლის მონაპოვარს. გადაწყვეტილების მიმღებლებს არანაირი შეხება არ აქვთ განათლებასთან. სიახლე როგორც კი დაანონსდა, იმავე დღეს გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რეფორმის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, უნდა დაწყებულიყო ინკლუზიური ღია დიალოგი. არარსებული ბაზრის კვლევა, არარსებული მტკიცებულებები, კვლევები საგანმანათლებლო სივრცის დანგრევას უნდა დაედოს საფუძვლად და ამას ნამდვილად არ დავუშვებთ.

„ქართული ოცნება“ მე-14 წლის თავზე აანონსებს რეფორმას, მაშინ როდესაც ამ მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ აქვს. ცხადია, ილიას პროგრამების 98%-ს თუ წაიღებენ, აღარ იქნება ეს ინფრასტრუქტურა საჭირო, მას გაყიდიან და ეს თქვეს კიდეც“, – აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა. როგორც აღინიშნა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 12
საზოგადოება

"წინააღმდეგობა რეჟიმს!" - ილიაუნის "ა" კორპუსთან დღეს, აქცია ჩაინიშნა

"წინააღმდეგობა რეჟიმს!" - ასე ეხმაურებიან სტუდენტები "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი მცირდება და ილიაუნს მხოლოდ პედაგოგიკისა და STEM სპეციალობები რჩება. 

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსთან, დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე აქცია ჩაინიშნა. განცხადებას ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

""ქართულმა ოცნებამ" განაცხადა ის, თუ რას უპირებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ამ ჩამონათვალში შეიტანა ილიაუნიც. ზემოხსენებული დოკუმენტის მიხედვით ილიაუნს მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულებები რჩება, რაც ამ მრავალმხრივ წამყვანი უნივერსიტეტისთვის დანგრევის ტოლფასია.

ჩვენ უახლოეს წარსულშიც ვნახეთ, რომ ერთიან აკადემიურ წინააღმდეგობას ნამდვილად აქვს აზრი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს, ერთად შევეწინააღმდეგოთ ამ დამანგრეველ ცვლილებებს.

არ გვაქვს უფლება დავთმოთ მრავალწლიან ისტორია, ღირებულებები და ხანგრძლივი შრომით მოპოვებული წარმატებები.

შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ განათლება!" - წერია განცხადებაში. 

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 12
საზოგადოება

წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება - გივი მიქანაძე

წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, რაც შეეხება კონცეფციის მთავარ მიდგომას – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს, ის უზრუნველყოფს რესურსების მიზნობრივ მობილიზებას და საგანმანათლებლო პროგრამების გადუალებას.

„ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს უნარჩუნდება თავისი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა. ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ამ ეტაპზე იქნა დაშვებული, არის საერთაშორისო აკრედიტაციის და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის პროგრამების სრულად შენარჩუნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნაციონალიზაცია უმაღლესი განათლების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სახელმწიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.

„გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე სრულიად უფასოდ მიიღებენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Feb 12
საზოგადოება

უკრაინაში გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი ბაკურ (ბაჩო) ბულისკირია

უკრაინაში 11 თებერვალს გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, 40 წლის ბაკურ (ბაჩო) ბულისკირია. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ბაჩო ბულისკირია ქვედანაყოფ "შერეკილებში" ირიცხებოდა. როგორც ქვედანაყოფის მეთაური ავთო ქაჯაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბაჩო ბულისკირია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა, თავიდან "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში. 2023 წელს დაიჭრა და ფეხის ტერფის ნაწილი დაკარგა.

შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და დაახლოებით 5 თვის წინ ქვედანაყოფ "შერეკილებს" შეუერთდა. ის უპილოტო საფრენ აპარატებს მართავდა.

ავთო ქაჯაიას თქმით, ბაჩო ბულისკირია გამოცდილი მებრძოლი იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. 2016 წელს ერთად იბრძოდნენ ავღანეთში.

"ბაჩო დონეცკის ოლქში, ჩასოვ-იარის მიმართულებაზე გარდაიცვალა. ესაა ჩვენი მიმართულება, ჩასოვ-იარს აკონტროლებს ჩვენი ქვედანაყოფი... ერთად ვიყავით გუშინწინ, ერთად ვმუშაობდით, მე გამომიყვანეს 6 დღის შემდეგ, ცვლა რომ დამიმთავრდა და ბაჩომ გუშინ ვეღარ გაიღვიძა. იმ პოზიციებზე დაბომბვები იყო, პირველადი დასკვნით, გული გაუსკდა, თრომბისგან. ახლა ცხედარი დნეპრში უნდა გადავასვენოთ და შემდეგ კიევში და მერე საქართველოში გადავასვენებთ", - ეუბნება ავთო ქაჯაია რადიო თავისუფლებას.

ბაჩო ბულისკირია ოკუპირებული გალიდან იყო დევნილი, მისი ოჯახი სამეგრელოში ცხოვრობს. მას ცოლი და ორი შვილი დარჩა.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.

მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა.

ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე ბრძოლაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Feb 12

More Articles …

  1. ვინ ვეღარ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვით - რა წერია ახალ ბრძანებაში
  2. სეს-მა შიდა ქართლში 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის საწარმო გამოავლინა
  3. ეროვნული იდეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტამდე - თსუ-ს გზა 1918 წლიდან დღემდე
  4. აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაოები დახურეს
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45

Page 41 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna