საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან.
- 1-ელი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან.
ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებაშია ნათქვამი.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბრძანება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე ამოქმედდა.
"2026 წლის 1-ელი ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად. მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები დამტკიცდეს მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე,“- ნათქვამია დოკუმენტში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტმა რეგიონში მასშტაბური მონიტორინგი დაასრულა. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილია 9 არალეგალური ობიექტი, მათ შორის 8 ფრინველის სასაკლაო და 1 კვერცხის საწარმო.
უწყების ინფორმაციით, ბიზნესოპერატორები საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდნენ.
გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გატარდა. აღიარებისა და რეგისტრაციის მინიჭებამდე, საქმიანობა შემდეგ სუბიექტებს შეუჩერდათ:
| ობიექტის ტიპი | ბიზნესოპერატორი | მდებარეობა (სოფელი) |
| ფრინველთა სასაკლაო | ი.მ. ნ. ზ. (დაილუქა ტანხორცი) | კარალეთი |
| ფრინველთა სასაკლაო | მ. თ. | დიდი გარეჯვარი |
| ფრინველთა სასაკლაო | ბ. კ. | კარალეთი |
| ფრინველთა სასაკლაო | გ. ბ. | პატარა გარეჯვარი |
| კვერცხის წარმოება | ბ. მ. | პატარა გარეჯვარი |
| ფრინველთა სასაკლაო | გ. მ. | კარალეთი |
| ფრინველთა სასაკლაო | მ. გ. | დიდი გარეჯვარი |
| ფრინველთა სასაკლაო | ა. ჩ. | დიდი გარეჯვარი |
| ფრინველთა სასაკლაო | შპს „ქათმის ხორცპროდუქტები“ | კარალეთი |
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად გაგრძელდება.
„მოვუწოდებთ ბიზნესოპერატორებს, რომელთა საქმიანობაც ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან გადამუშავებასთანაა დაკავშირებული, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება და განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობა კანონდარღვევაა და საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას, რადგან ასეთ ობიექტებზე წარმოებული პროდუქციის უვნებლობა არ კონტროლდება.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
1918 წელს, მაშინ როცა საქართველო ჯერ კიდევ პოლიტიკური დაძაბულობის ეპოქაში ცხოვრობდა, თბილისში გაიხსნა სივრცე, რომელმაც ქვეყნის მომავალი შეცვალა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს იყო პირველი ეროვნული უნივერსიტეტი კავკასიაში და პირველი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლება ქართულ ენაზე დაიწყო. უნივერსიტეტი იქცა ადგილად, სადაც დაიბადა თანამედროვე ქართული მეცნიერება, ინტელიგენცია და სახელმწიფოებრივი აზროვნება.
ქართული უნივერსიტეტის შექმნის იდეა მე-19 საუკუნის ბოლოს დაიბადა. იმპერიული რუსეთის პირობებში ქართველ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად უცხოეთში უწევდათ წასვლა, ქართული სამეცნიერო ენა კი ფაქტობრივად არ არსებობდა. ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი უმაღლესი სკოლა, რომელიც დაეფუძნებოდა ევროპულ აკადემიურ გამოცდილებას, მაგრამ იმუშავებდა ქართულ ენაზე და ემსახურებოდა ქვეყნის კულტურულ განვითარება.
ადამიანები, რომლებმაც ქართული მეცნიერება შექმნეს…
- Details
- By ანი სარდლიშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
შპს „ატო” (მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფანასკერტელ-ციციშვილის 29) ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლას ახორციელებდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით.
ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეში, ინდმეწარმე ნ. ბ.-ს (მის: თამარ მეფის N15) ფრინველთა სასაკლაოზეც. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება. ობიექტზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული 80კგ ფრინველის ხორცი.
ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური (ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ამის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
- 2026 წლის სააღდგომო დიდი მარხვა: კალენდარი და მნიშვნელოვანი თარიღები
- ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას
- გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
Page 42 of 133
