HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

„ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია.

ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.

ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 30
საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება - მეუფე შიო

კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება,- განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ, სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

„დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს, წინამძღოლს ილია მეორეს. ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს ჩვენ მოცემული. ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ჩვენ მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება. უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით. აღძრა მთელი საქართველო, მთელი საქართველოს გულები - ჩვენი ყველასი მისთვის მადლობის სათქმელად და მწუხარების გამოსახატავად",- აღნიშნა მეუფე შიომ.

დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა მეუფე შიომ აღასრულა, რის შემდეგაც ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 29
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 29
საზოგადოება

ქვეყანაში RSV ვირუსი ცირკულირებს - ექიმების რეკომენდაციები მშობლებს

საქართველოში მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ახალი რესპირატორული ვირუსის გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. პედიატრების ინფორმაციით, ინფექცია განსაკუთრებით მძიმედ ორ წლამდე ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს.

ბოლო კვირებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და გართულებების შემთხვევები. სპეციალისტების თქმით, დაავადება მაღალი რისკის შემცველია განსაკუთრებით ჩვილებისთვის.

საქართველოში აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ ეტაპზე არ არსებობს. პედიატრები მშობლებს ურჩევენ, მაქსიმალურად შეამცირონ მცირეწლოვანი ბავშვების კონტაქტი ზრდასრულებთან, რათა ინფექციის გავრცელების რისკი შემცირდეს.

რესპირატორული-სინსციტიალური ვირუსი არის ამ წუთში გავრცელებული, რომელიც, ვრ ვიტყვი, რომ ახალი ვირუსია, უბრალოდ, სეზონი არის ახლა და ამ სეზონისთვის ძალიან ბვრი შემთხვევებია ავადბის, სადღაც 53% სწორედ ამ ვირუსით ავადობაზე მოდის. ბრონქიოლიტით ავადობენ 2 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელსაც იწვევს რეპირატორულ-სინსციტიალური ვირუსი და სწორედ ამაზეა საუბარი. ახლა, განსაკუთრებიწლამდე ასაკის ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, ზოგს ესაჭიროება რეანიმაციული დახმარება და ეს ვირუსია გავრცელებული ახლა, რომელიც მშობლების შფოთს იწვევს.

ამ დაავადების ვაქცინაცია არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ჰიგიენური პირობების დაცვა არის პრევენცია ამიტომ. უნდა მოვერიდოთ დაავადებულ ადამიანებს, ხშირად გავანიავოთ ოთახი და დავამუშავეთ სველი წესით ავეჯი და ნივთები. სუფთა ჰაერზე, რასაკვირველია, უნდა გვყავდეს, მაგრამ კონტაქტებს უნდა მოვარიდოთ რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი და განგაშის ნიშნები არის, თუ ბავშვი კვებაზე უარს ამბობს, განსაკუთრებით თუ არ ღებულობს საკვებს დედით რძით ან ფორმულაზე უარს ამბობს, მათთვის ერთი ჩაგდებული კვებაც კი შეიძლება, საშიში იყოს. ამიტომ ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ერთეული ხველა, ვთქვათ, ტემპერატურა შეიძლება მაღალი არ იყოს როგორც გრიპის დროს, მაგრამ თუ იქნა 38 ტემპერატურა, ასეთ შემთხვვაში მიმართონ ექიმს, იმიტომ, რომ ოჯახის პირობებში ბრონქიოლიტის მართვა მშობლებს გაუჭირდებათ, - ამბობს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

 

წყარო: TV პირველი

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 29
საზოგადოება

კახეთში მანქანა ხევში გადავარდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ავა­რი­ას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.შემ­თხვე­ვა სო­ფელ ახა­შენ­ში ცოტა ხნის წინ მოხ­და.

სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის მომ­დე­ბა­რედ, ავ­ტო­მო­ბი­ლი ხევ­ში რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

 

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში სამი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ­გან ერთი ად­გილ­ზე გარ­დაც­ვა­ლა, ორი კი მძი­მედ და­შავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 45 წლის მა­მა­კა­ცი.

ამ წუ­თებ­ში ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 28

More Articles …

  1. ისპაჰანში დაბომბვისას დაიღუპნენ წარმოშობით ქართველი ირანელები - ირანის საელჩო
  2. გაზაფხულის დაღლილობა: რატომ გვერმართება და როგორ დავძლიოთ ბუნებრივად
  3. იგეგმება ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება - სეს-ში ძეხვეულის მწარმოებლებს შეხვდნენ
  4. ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Page 6 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna