HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ისპაჰანში დაბომბვისას დაიღუპნენ წარმოშობით ქართველი ირანელები - ირანის საელჩო

ირანის ელჩი საქართველოში სამწუხარო ამბავს ავრცელებს:

რამდენიმე წუთის წინ ფერეიდუნშაჰრის, წარმოშობით ქართველი ირანელებით დასახლებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონის, გამგებელს ვესაუბრე. სამწუხაროდ, დღეს ძალზე სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ: ისპაჰანის საცხოვრებელ უბნებზე განხორციელებული უკანასკნელი თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი, გვარად ხუციაშვილი, ონიკაშვილი და ასპანაშვილი.
ფერეიდუნშაჰრის გამგებელთან, ბატონ ჰამიდ რაჰიმიანთან საუბრისას, რომელიც თავადაც იქაურია, გამოვთქვი გულწრფელი სამძიმარი. მან მთხოვა, ქართველი ხალხისთვის გადამეცა თავისი გულწრფელი სამძიმარი.

ამ სამძიმრის გზავნილში ხაზგასმულია, რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს ამ უკანასკნელი მოვლენებისას დაღუპული წარმოშობით ქართველი ირანელების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია საქართველოში არსებულ რომელიმე ტაძარსა ან მეჩეთში, სადაც დასწრება შეეძლებათ დაინტერესებულ პირებსა და ყველას, ვისაც სურს თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამოხატვა.

ჩემი მხრივ, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გამოვხატავ სრულ მზაობას, ვითანამშრომლო ასეთი ღონისძიების გასამართად, ქართველი ხალხის ჩართულობითა და ხელშეწყობით. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო პარასკევს, 3 აპრილს, 10-დან 16 საათამდე, მეგობრულ გარემოში უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურს პატივი მიაგონ მოწამეობრივად დაღუპულთა ხსოვნას და გამოხატონ თანაგრძნობა და სოლიდარობა. 
ამასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში (ჭავჭავაძის 80) გაიხსნება სამძიმრის წიგნი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დატოვონ ჩანაწერი.

აღნიშნული სამძიმრის წიგნი შემდეგ გაიგზავნება ფერეიდუნშაჰრის (წარმოშობით ქართველ ირანელთა მშობლიური კერა) მუზეუმში, სადაც ის დაცული იქნება, როგორც ორი ხალხის ისტორიული ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტი. 

თქვენი მოსვლა იქნება ირანელი და ქართველი ხალხების მჭიდრო ისტორიული კავშირებისა და სოლიდარობის გამოხატულება.

სეიედ ალი მოჯანი
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

 

 

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 28
საზოგადოება

გაზაფხულის დაღლილობა: რატომ გვერმართება და როგორ დავძლიოთ ბუნებრივად

გაზაფხულის მოსვლა ბევრისთვის ენერგიის, განახლებისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოა, თუმცა პარადოქსულად, ამ პერიოდში საკმაოდ გავრცელებულია „გაზაფხულის დაღლილობა“ - მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ენერგიის ნაკლებობით, ძილიანობით, კონცენტრაციის დაქვეითებითა და მოტივაციის შემცირებით.


რატომ ვგრძნობთ თავს დაღლილად?
გაზაფხულის დაღლილობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია:
ჰორმონალური დისბალანსი — ზამთრის „მოდუნებული“ რეჟიმიდან აქტიურ ფაზაში გადასვლა
ვიტამინების დეფიციტი — განსაკუთრებით ვიტამინი D და ვიტამინი B12
ამინდის ცვალებადობა — ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები ორგანიზმს სტრესს უქმნის
დაბალი ფიზიკური აქტივობა ზამთარში — რაც გაზაფხულზე ენერგიის ნაკლებობით ვლინდება

როგორ დავძლიოთ გაზაფხულის დაღლილობა ბუნებრივად?


მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა დროებითია, არსებობს ეფექტური გზები მის დასაძლევად: ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

 

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 28
საზოგადოება

იგეგმება ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება - სეს-ში ძეხვეულის მწარმოებლებს შეხვდნენ

ხელისუფლება ძეხვეულის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტის შემუშავებას გეგმავს - ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ძეხვეულის მწარმოებლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ხორცპროდუქტების ეტიკეტირების წესში ცვლილებების საკითხი განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა.

"დისკუსიის ფორმატში მხარეებმა ძეხვეულის არსებული ეტიკეტირების პრაქტიკების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნესსექტორის ინტერესების გათვალისწინება.

აღნიშნული ცვლილებების მიზანია, მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების რისკის მინიმუმამდე შემცირება, რაც დაეხმარება მყიდველს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ცვლილებების ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაგეგმილია ძეხვეულის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის დეპარტამენტის სპეციალისტები ასევე, ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 27
საზოგადოება

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა

ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია CMC, შუქრუთის მაღაროში მუშის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ჭიათურა მანეჯმენტ კომპანიში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას ადგილი არ ჰქონია. მათივე ცნობით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"25 მარტს, შუქრუთის მაღაროს პირველი უბნის მესამე ცვლის სამუშაოს დასრულების შემდეგ, სამწუხარო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა CMC-ის ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის თანამშრომელი. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო ცვლა უკვე დასრულებული იყო და დასაქმებულები იმყოფებოდნენ მაღაროს სამგზავრო-სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასხდომის ადგილზე.

ცნობისთვის, ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლები იკრიბებიან მაღაროს გვირაბში სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასაჯდომად, რათა მაღაროს ზედაპირზე ამოვიდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯეირან ალსანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა. ადგილზე მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა.

კომპანიის ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას ადგილი არ ჰქონია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. კომპანია CMC აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. ვიდრე საქმეზე გამოძიება დასრულდება და გაირკვევა, რა გახდა ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზი, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ თემით სპეკულირებისგან.

კომპანია CMC ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

ცნობისთვის, შუქრუთის მაღაროში 25 მარტს მაღაროელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციატარიელ მიქაცაძემ გაავრცელა.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 27
საზოგადოება

იუსტიციის სახლი ბიზნესს 28-29 მარტს, შაბათ-კვირასაც მოემსახურება - მიზეზი

იუსტიციის სახლების 15 ფილიალი მომხმარებლებს 28-29 მარტს, შაბათ-კვირასაც მოემსახურება. მიზეზი 2026 წლის 1 აპრილიდან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედებაა, რომელიც 2022 წლამდე რეგისტრირებულ ბიზნესებს ამონაწერის განახლებას ავალდებულებს.

აღნიშნულის გამო ათიათასობით ბიზნესს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება და ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა უწევს. თუკი ისინი აღნიშნულს ვერ მოასწრებენ, მაშინ 2026 წლის 1 აპრილიდან მათ რეგისტრაცია შეუჩერდებათ, რის გამოც ვეღარ გასცემენ ხელფასებს, გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და ვეღარ განკარგავენ ქონებას. ამის გამო იუსტიციის სახლებში ბიზნესების გაზრდილი მომართვიანობაა.

"იმისათვის, რომ მონაცემების შესაბამისობაში მოსაყვანად ბიზნესსუბიექტებმა მაქსიმალურად შეძლონ დარჩენილი დღეების გამოყენება, შაბათს და კვირას, 28 და 29 მარტს, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი, 10:00 - 17:00 საათამდე მომხმარებელს სპეციალურ რეჟიმში მოემსახურება. სერვისი შაბათს და კვირას ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით ყველა მსხვილ ქალაქში: თბილისში მდებარე სამივე ფილიალში, ბათუმში მდებარე ორივე ფილიალში, ასევე რუსთავის, გორის, ბორჯომის,მარნეულის, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, ხაშურის, ზუგდიდის და თელავის იუსტიციის სახლის ფილიალებში.

იმ ბიზნესსუბიექტებს, ვისაც ჯერ არ მოუყვანიათ მონაცემები კანონთან შესაბამისობაში, აქვთ შესაძლებლობა, დროულად ისარგებლონ შაბათს და კვირას შეთავაზებული სერვისით და თავიდან აიცილონ შეუსაბამობით გამოწვეული შედეგები.

სამუშაო გრაფიკსა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებლებს იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდებზე ან სატელეფონო ცენტრის 2 405 405 საშუალებით შეუძლიათ.

მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სავალდებულოა 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული შემდეგი საწარმოებისთვის: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი და უცხოური საწარმოს ფილიალი", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 27

More Articles …

  1. 1 აპრილიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტით გაცემის წესები იცვლება
  2. 2025 წელს საქართველოში ქორწინებების რიცხვი გაიზარდა, განქორწინებები შემცირდა
  3. აშშ 30 მარტიდან სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს - e-Consul-ის განმარტება
  4. 2025 წელს შობადობა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მინიმუმამდე შემცირდა
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11

Page 7 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna