ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. ახალი წესი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი.
ამასთან, ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა. რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.
"ცვლილებები უკავშირდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევებში ინიშნებოდა სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე, მათ შორის – გადაჭარბებული დოზებითა და შესაბამისი ნებართვის არმქონე ექიმების მიერ.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დარღვევებისთვის, პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ რისკების შემცირების მიზნით აუცილებელი იყო კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და გამკაცრება.
მსგავსი დარღვევების პრევენცია რჩება ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად და ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის პროცესზე ზედამხედველობა კიდევ უფრო გაძლიერდება", - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ ფსიქოტროპულების რეცეპტების გაცემა დასაბუთების და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე ხდებოდა, რაზედაც რეაგირება იყო საჭირო.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
2025 წელს საქართველოში ქორწინებების რიცხვი გაიზარდა, განქორწინებები შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წლის დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან ირკვევა.
2025 წელს საქართველოში სულ 22 285 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.9%-ით მეტია.
ქორწინების ასაკობრივი მაჩვენებელი გასულ წელს ასეთი იყო:
ქალებისათვის პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 30.1 წელს შეადგენს (ზრდა წინა წელთან 0.2 წელი);
მამაკაცებისათვის ეს მაჩვენებელი 32.4 წელია (ზრდა წინა წელთან 0.2 წელი)
რეგიონული ჭრილში ქორწინებების ყველაზე მაღალი რაოდენობა თბილისში (6 553), ქვემო ქართლსა (2 944) და იმერეთში (3 284) დაფიქსირდა. ქორწინებების ზრდის პარალელურად, ქვეყანაში შემცირდა რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 13 173 ერთეულს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6 პროცენტით ნაკლებია. განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში აღირიცხა (4 547), ხოლო ყველაზე ცოტა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (110).
რეგიონი ქორწინება განქორწინება
საქართველო 22,285 13,173
თბილისი 6,553 4,547
იმერეთი 3,284 2,085
ქვემო ქართლი 2,944 1,325
აჭარის ა.რ. 2,335 1,084
სამეგრელო-ზემო სვანეთი 1,892 1,363
კახეთი 1,716 979
შიდა ქართლი 1,453 791
სამცხე-ჯავახეთი 859 310
გურია 575 343
მცხეთა-მთიანეთი 465 236
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 209 110
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. კერძოდ, მიმდინარე წლის 30 მარტიდან ძალაში შედის რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ხდება კანდიდატის სოციალური აქტივობის მონიტორინგი.
e-Consul-ის უფროსი სავიზო კოორდინატორი ნანა გოგუაძე ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა სამუშაო ნებართვების გაცემის შეზღუდვის საფუძველიც გახდეს.
„ეს ცვლილება გულისხმობს სოციალური აქტივობების სკრინინგს. თუ აქამდე ეს სავალდებულო წესით მოითხოვებოდა მხოლოდ სასწავლო კატეგორიის ვიზებისთვის, ახლა ისეთი კატეგორიები დაემატა, როგორიც არის სამუშაო და დიპლომატიური კატეგორიის ვიზები.
რა შეცვლის ეს კანდიდტებისთვის? პირველ რიგში, საკმაოდ დიდი რაოდენობის აპლიკანტები გვყავს ჩვენ სასწავლო კატეგორიის ვიზებზე და ცვლილება, რაც აპლიკანტებისთვის ამ ნაწილმა მოიტანა, პირველ რიგში ის არის, რომ კონსულს განხილვისთვის უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე აქამდე იყო. თუ პასუხს მაშინვე გეუბნებოდნენ, ახლა ამ სკრინინგისთვის გარკვეული დრო მოითხოვება, რომელიც შეიძლება იყოს ოთხი-ხუთი სამუშაო დღე ან მეტი.
სკრინინგი ემატება ინტერვიუს პროცესში, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ აქამდე მის პროფესიულ, კარიერულ ნაწილზე იყო აქცენტირება და კონსულის გადაწყვეტილება მის კეთილსინდისიერებას ემყარებოდა, ახლა უკვე მისი სოციალური ქსელების, სოციალური აქტივობების სკრინინგი შემოდის. ეს გულისხმობს პოსტების, ლაიქების და სხვა სოციალური აქტივობების მონიტორინგს.
სამუშაო კატეგორიების ვიზები იმის გამო, რომ საჭიროებს გარკვეული პროცესების გავლას, არ არის მარტივად მისაღები, როგორც ვთქვათ B კატეგორიის, ტურისტული მიზნობრიობით გაცემული ვიზები. სტატისტიკა რომ გითხრათ, დაახლოებით A კატეგორიის ვიზა 170 გაიცა 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით. სამუშაო კატეგორიები, როგორიც არის H, L, O, დაახლოებით 86 ვიზის გაცემა მოხდა, ხოლო K კატეგორიას რაც შეეხება, 13 ვიზა გაიცა შარშანდელი მონაცემების მიხედვით.
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გარკვეულწილად საკონსულო პროცესები რთულდება მათთვის და უფრო მეტად გამჭვირვალე ხდება კონსულისთვის ეს პროცესები, ამ ცვლილებამ შესაძლოა მათთვის ვიზების გაცემა უფრო შეზღუდოს და შეამციროს”, - აცხადებს ნანა გოგუაძე.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
2025 წელს საქართველოში სულ 37,867 ბავშვი დაიბადა, რაც 2024 წელთან შედარებით 1,616-ით ნაკლებია. ამასთან ეს რიცხვი ბოლო 32 წლის განმავლობაში მინიმალურია.
წლების მიხედვით საქართველოში შობადობის პიკი 2014 წელს აღინიშნა, როდესაც 60,635 ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ კი ის ყოველწლიურად მცირდება.
უფრო დეტალურად, შობადობის მაჩვენებლები 1994 წლის შემდგომ ასე ნაწილდება:
წელი / შობადობა საქართველოში
1994 57,311
1995 56,486
1996 55,153
1997 54,136
1998 51,491
1999 48,408
2000 48,167
2001 46,620
2002 45,127
2003 45,450
2004 45,751
2005 46,063
2006 46,845
2007 48,499
2008 52,442
2009 56,568
2010 55,230
2011 51,565
2012 49,969
2013 49,657
2014 60,635
2015 59,249
2016 56,569
2017 53,293
2018 51,138
2019 48,296
2020 46,520
2021 45,946
2022 42,319
2023 40,214
2024 39,483
2025 37,867
რეგიონულ ჭრილში 2025 წლის მდგომარეობით საქართველოში შობადობა ასე ნაწილდება:
რეგიონი შობადობა
საქართველო 37,867
თბილისი 14,334
აჭარის ა.რ. 4,551
ქვემო ქართლი 4,431
იმერეთი 4,275
კახეთი 2,610
შიდა ქართლი 2,238
სამეგრელო-ზემო სვანეთი 2,178
სამცხე-ჯავახეთი 1,509
გურია 807
მცხეთა-მთიანეთი 743
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 191
დაბადებულთა შორის 13,873 იყო პირველი ბავშვი, 12,441 მეორე შვილი, 11,012 კი მესამე და შემდგომი შვილი. ყველა ეს პარამეტრი 2024 წელთან შედარებით შემცირებულია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს.
მოძრაობის განრიგი ასეთია:
8, 9, 10, 11, 13, 14 აპრილი - თბილისი - ბათუმი: გასვლა:10:10, ჩასვლა: 15:22;
ბათუმი - თბილისი: გასვლა: 18:30, ჩასვლა: 23:29;
8, 9, 10, 11, 13 აპრილი - თბილისი - ფოთი: გასვლა: 09:10, ჩასვლა: 14:45;
ფოთი-თბილისი: გასვლა: 17:20, ჩასვლა: 22:54.
მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge აპლიკაციის საშუალებით: onelink.to, „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- რუსეთი თურქულათი დაავადებულ ხორცს ექსპორტზე გზავნის - როგორ კონტროლდება პროდუქცია საქართველოში
- რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი ხშირად? — მაია ბუწაშვილის რეკომენდაციები
- ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქნება - მინისტრმა ბრძანება შეცვალა
- თბილისში, ყველის შესაბოლ საწარმოს ოპერირების უფლება შეუჩერდა
Page 8 of 133
