რუსეთის რამდენიმე რეგიონში ცხოველთა ინფექციური დაავადებების არსებობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ რეგიონში სურსათის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური გახადა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ათასობით პირუტყვი დაიხოცა, რის გამოც გარკვეულმა ქვეყნებმა რუსეთის დაზარალებული რეგიონებიდან ხორცის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს.
ამ ფონზე, საზოგადოებაშიც გაჩნდა კითხვა – რამდენად უსაფრთხოა საქართველოში შემოტანილი ხორცი და როგორ კონტროლდება იმპორტი.
რა ხდება რუსეთში
რუსეთის რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემთხვევები, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფერმებში მასობრივი დახოცვის გადაწყვეტილებაც მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა ცოფი და სხვა ინფექციები, თუმცა ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქმე თურქულას შემთხვევებსაც ეხებოდეს.
თურქულა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი დაავადებაა პირუტყვში და მისი გამოვლენის შემთხვევაში ხშირად აუცილებელი ხდება მთელი ფერმის პირუტყვის განადგურება, რათა დაავადება არ გავრცელდეს.
საფრთხის გამო რამდენიმე ქვეყანამ უკვე გადადგა პრევენციული ნაბიჯები. გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსმა და ყაზახეთმა რუსეთის გარკვეული რეგიონებიდან ხორცისა და ცოცხალი ცხოველების იმპორტი დროებით შეზღუდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტება
„ვერსია“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, მათი განცხადებით, ქვეყანაში ხორცის იმპორტი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
სააგენტოს ინფორმაციით:
იმპორტი დასაშვებია მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ვეტერინარულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ;
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას აფრთხილებს და ანტიბაქტერიული საპნების ხშირი გამოყენების უარყოფით მხარეებზე საუბრობს:
"ადამიანები საკმაოდ ხშირად იყენებენ ანტიბაქტერიულ საპნებს ხელის, ტანის და შორისის დასაბანად.
ეს პრაქტიკა არ არის გამართლებული, რადგან ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება იწვევს კანის ნორმალური ფლორის რღვევას, შედეგად კი კანის გაღიზიანებას და ქავილს. ასევე, შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელებას.
განსაკუთრებით მიზანშეუწონელია ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება შორისის დასაბანად. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს, კერძოდ, სიმშრალე, ქავილი, სოკოს რეაქტივაცია. ასევე ხელს უწყობს ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებას.
საყოფაცხოვრებო პირობებში წყლით და ჩვეულებრივი საპნით/გელით ხელის და ტანის დაბანა სრულიად საკმარისია მექანიკური გასუფთავებისა და პათოლოგიური ბაქტერიების უმრავლესობის მოსაცილებლად. შორისის დასაბანად არსებობს სპეციალური გელები, რომლებიც ინარჩუნებენ ლორწოვანის ნორმალურ ბალანსს.
ანტიბაქტერიული საპონი შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებებში, ისიც კონკრეტულ სიტუაციებში. ასევე, ზოგჯერ შეიძლება ექიმმა პაციენტს ინდივიდუალურად დაუნიშნოს ანტიბაქტერიული საპნით დაბანა.
მოკლედ, მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლის ზედმეტი მცდელობა ანტიბაქტერიული საპნების გამოყენებით ხშირად არასასურველ შედეგებს იწვევს და უნდა მოვერიდოთ."
- Details
- By რუსა ხავთასი
ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქნება. შესაბამისი ბრძანება განათლების მინისტრმა 23 მარტს გამოსცა.
მანამდე ფსიქოლოგია იმ პროგრამებს შორის იყო, რომელთა ხანგრძლივობაც რეფორმის ფარგლებში 1 წლამდე შემცირდა. შესაბამისი მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა 2-წლიანი სწავლების შენარჩუნების მოთხოვნით სამინისტროს მიმართეს.
გივი მიქანაძის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ 2026 წლის 20 თებერვლის ბრძანებაში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ რეფორმის შედეგად ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა 3-წლიანი ხდება, რასაც სფეროს წარმომადგენლები ასევე ნეგატიურად აფასებენ.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ყველის შესაბოლი არალეგალურ საწარმო გამოავლინეს.
სეს-ის ინფორმაციით, ფიზიკური პირი მ. უ. (მის: ქ. თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N56) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.
"არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა შეუსაბამობების აღმოფხვრამდე", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
- Details
- By რუსა ხავთასი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 23 მარტს საპატრიარქოში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო, რომელშიც შედიოდნენ ტიმიშოარას მთავარეპისკოპოსი და ბანატის მიტროპოლიტი იოანე, წმინდა სინოდის მდივანი, პლოეშის ქორეპისკოპოსი ვარლაამი და მთავარდიაკონი ნიკოლაე.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა პირები.
მათივე ცნობით, დელეგატებმა სამძიმარი გამოუცხადეს მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
„მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ძმური თანადგომისთვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო ხალხის საოცრად დიდ სიმრავლეს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას დაესწრო. კიდევ ერთხელ აღინიშნა წმინდა ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი, რომელიც კიდევ უფრო მეტად აერთიანებს ჩვენს ეკლესიებს. შეხვედრის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
- 25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
- სოფელ კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს - სეს
- "ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით,თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს" - ირაკლი კობახიძე
- ავიაკომპანია Eurowings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
Page 9 of 133
