HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

პირველ დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, პირველი დეკემბრიდან კი ზოგან გაწვიმდება

პირველ დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო პირველი დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი, ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 
 

 

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Nov 29
საზოგადოება

როდის გაიხსნება არაგვზე ახალი ხიდი? - გზების დეპარტამენტი

ავტომაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ძველი ხიდის მიმდებარედ, ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მოსახლეობა ახალი ინფრასტრუქტურით სარგებლობას 2026 წლიდან შეძლებს.

დეპარტამენტის ცნობით, სამშენებლო პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს:

დასრულებულია ხიდის 4 ბურჯის მშენებლობა;
მეხუთე ბურჯი დასრულების ფაზაშია;
პარალელურად, მიმდინარეობს 73-მეტრიანი ლითონის კოჭების მონტაჟი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი ხიდი არსებითად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარიანობას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავტომობილო მონაკვეთზე.

„არსებული ხიდი, რომელიც 1973 წელს აშენდა, ხშირად საჭიროებდა აღდგენით სამუშაოებს, რაც დროებით ზღუდავდა მოძრაობას და დისკომფორტს უქმნიდა მგზავრებს“, - ნათქვამია განცხადებაში

უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარია.

შეგახსენებთ, მაისში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ფორსმაჟორის გამო, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ნებართვა გზშ-ის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მიანიჭა. მთავრობის 8 მაისის განკარგულების თანახმად, აღნიშნული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე არის აუცილებელი. ახალი ხიდი მდინარე არაგვზე არსებული ხიდის პარალელურად აშენდება.

2023 წლის დეკემბრიდან 2025 წლის 2 აპრილამდე სავალი ნაწილის ფილა სხვადასხვა ადგილზე ლოკალურად 8 ჯერ დაზიანდა, მათ შორის, ხიდის ფილის აღდგენის მიზნით, სამჯერ საჭირო გახდა ხიდზე 10-დღიანი პერიოდით, ერთი სამოძრაო ზოლის შეზღუდვა, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების მიზნით.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Nov 28
საზოგადოება

შავი პარასკევის პერიოდში კიბერთაღლითობა მკვეთრად აქტიურდება - საბანკო ასოციაცია

შავი პარასკევის პერიოდი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და დიდი ფასდაკლებებითაა დატვირთული. სწორედ ასეთ დროს იყენებენ კიბერთაღლითები სხვადასხვა თაღლითურ სქემებს მომხმარებლებისგან ფინანსური თუ სხვა ინფორმაციის გამოსაძალად.

რა შესაძლო საფრთხეები იმალება წლის დატვირთულ სავაჭრო პერიოდში და როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან?

ყალბი შეთავაზებები - ცნობილი ბრენდების თუ მაღაზიის სახელის გამოყენებით თაღლითები იტყუებენ მომხმარებელს ყალბ ვებ-გვერდზე და უბიძგებენ საბარათე მონაცემების შეყვანისკენ
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი Deep Fake - თაღლითებმა შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნან ან შცვალონ ვიზუალური და აუდიო მასალა იმგვარად, რომ მან რეალური ჩანაწერის შთაბეჭდილება დატოვოს. შედეგად, შესაძლოა საზოგადოებისთვის ცნობილი პირის ვიზუალური და აუდიო მონაცემებით თაღლითური ჩანაწერი, მაგალითად თაღლითური შეთავაზება გავრცელდეს
ტექნიკური მხარდაჭერის და ანგარიშის დადასტურების ყალბი შეტყობინებები - თაღლითები შესაძლოა დაგიკავშირდნენ ცნობილი კომპანიების სახელით, ტრანზაქციის ან ანგარიშის გადამოწმების მიზნით და მოგიწოდონ ფინანსური და საბარათე მონაცემების გაზიარებისკენ
როგორ დავიცვათ თავი:
არ მიჰყვეთ ბრმად და ნაჩქარევად ყველა სააქციო შეთავაზებას: სოციალურ მედიაში ნანახ რეკლამაზე გადასვლის ნაცვლად, საძიებო სისტემაში მოიძიეთ მაღაზიის ოფიციალური გვერდი, სააქციო შეთავაზების არსებობა იქ გადაამოწმეთ და შემდეგ, შეთავაზებით ოფიციალურ გვერდზე ისარგებლეთ
ონლაინ შესყიდვა, კომუნალური გადახდები, ამანათის მიღება ყოველთვის თქვენთვის ნაცნობ, არაერთგზის გამოყენებულ არხში განახორციელეთ
საგადახდო ბარათზე მხოლოდ შესყიდვისთვის საჭირო თანხა განათავსეთ - თქვენი დანაზოგი კი სხვა ანგარიშზე შეინახეთ და ბარათზე საჭიროებისას გადაიტანეთ
დააყენეთ განახლებები თქვენს მოწყობილობებზე - ონლაინ აქტიური ვაჭრობის პერიოდს დახვდით მომზადებული და ყველა თქვენს მოწყობილობაზე დააყენეთ ბოლო განახლება, რომ მაქსიმალურად დაიცვათ ისინი ვირუსებისა და მავნე კოდისგან
ენდეთ თქვენს ინსტინქტს - თუ შეთავაზება ზედმეტად სახარბიელოა, ის შესაძლოა თაღლითური იყოს

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Nov 28
საზოგადოება

24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 -ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“ ( ს/კ 432551865). სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). მათივე ინფორმაციით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

„სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე - 15 01.

სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - წერია ინფორმაციაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Nov 28
საზოგადოება

2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება - გივი მიქანაძე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და პირველ დეკემბერს დასრულდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.

„სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენისსტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისათვის. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმამოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამიერიდან სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა,  წერა და  ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი  ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი.

2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებას ვგეგმავთ და ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს,“ –  აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძის განცხადებით, ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.

მხედველობადაქვეითებული და უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს  სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ტესტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა – დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები, შემდეგ, მიღებული შედეგების ფსიქომეტრიული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით, შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და  შემუშავდა საგამოცდო ტესტის ფორმატი.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Nov 25

More Articles …

  1. სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში მოსაკრებელი ₾4 500-დან 40 000 ლარამდე იზრდება - კანონპროექტი
  2. ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია
  3. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე ოთხი პირი დაიღუპა - დაშავებულია ერთი
  4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93

Page 89 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna