HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

დღეს გიორგობაა - ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

ტაძრებში დილიდან წირვა შესრულდება.

ქართული ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ - 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავს. დღევანდელი დღე საქართველოში უქმედ არის გამოცხადებული.

 
 

 

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Nov 22
საზოგადოება

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ეხმიანება უწყების მიმართ „მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მას სერვისი მიეწოდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

დღეის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიზეზით არცერთი ბრალდებული/მსჯავრდებული არ იმყოფება გეგმური სამედიცინო რეფერალის რიგში.

გარდა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებისა, ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება მიეწოდება, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

სამედიცინო სერვისებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანიტარიული და ჰიგიენური პირობების დაცვას.

თითოეული პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული აქვს კომპანიასთან, რომელიც წელიწადში არანაკლებ ორჯერ უზრუნველყოფს სავალდებულო სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამუშაოები ტარდება დამატებით არაგეგმურად, რომელთაც ახორციელებს პენიტენციური სამსახურის მიერ დასაქმებული პირი.

რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, აღვნიშნავთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე.

პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწვეულმა ნუტრიციოლოგებმა შეიმუშავეს ახალი სტანდარტის, სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი კვებითი რაციონი. განისაზღვრა კალორაჟის ახალი დღიური ნორმა (2300-3700 კკალ). ამდენად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუს შესაბამისად ხორციელდება. ამასთან, კვების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კვებითი მომსახურების კონტროლი და რაიმე სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მომსახურე კომპანიას ეკისრება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული სანქციები. გარდა ამისა, პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ამიტომ საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ არის მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელება.

აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბრალდებას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში გათბობის სისტემა არ მუშაობს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის, მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ორ კვირაზე მეტია, ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც იწვევს არა მხოლოდ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Nov 22
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ნოემბერს საქართველოში

22 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ასეთივე ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +20 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +16, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Nov 22
საზოგადოება

Wizz Air ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს - ფასი და განრიგი

Wizz Air ქუთაისიდან სლოვაკეთის დედაქალაქის, ბრატისლავას, მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

ახალი მარშრუტი 2026 წლის 12 იანვრიდან შესრულდება კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას – ავიაკომპანიის Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-სა და WIZZ აპლიკაციაში, ფასი კი 99 ლარიდან იწყება.

"მოხარულნი ვართ, რომ ქუთაისიდან ჩვენს ქსელს ამ ახალი, საინტერესო კავშირით ვაფართოებთ. ეს მარშრუტი ერთმანეთთან აკავშირებს ორ ისტორიულ, კულტურით მდიდარ ქალაქს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის კავშირებს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ეძლევათ, Wizz Air-ის განსაკუთრებული ფასებითა და მომსახურებით ისარგებლონ და გაეცნონ ბრატისლავას სილამაზეს", - განაცხადა Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ.

ცნობისთვის, Wizz Air-ი ქუთაისიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ დამატებული ლიონის მიმართულებით. 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებით იწყებს. 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, ავიაკომპანიამ თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.

2025 წელს Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით და ქუთაისიდან 6800 ფრენა შეასრულა, შესთავაზა 1.8 მილიონზე მეტი ადგილი (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტი) მოგზაურებს და მიიღო 1.5 მილიონზე მეტი ჯავშანი (6.7%-ით მეტი), ხოლო ფრენების შესრულების საშუალო მაჩვენებელმა 99.7% შეადგინა.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Nov 21
საზოგადოება

24 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 22-24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

„თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Nov 21

More Articles …

  1. ComCom-მა "ტელეიმედი" 20 000 ლარით, ხოლო "რუსთავი 2" 10 000 ლარით დააჯარიმა
  2. თევზის შესაბოლ 2 საწარმოს კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
  3. გერმანიაში "ურსას" კონცერტი ემიგრანტებმა ჩაშალეს!
  4. ფსიქოტროპულ წამლებზე 30%-დან 810%-მდე ფასნამატი ფიქსირდებოდა - სამინისტრო
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95

Page 91 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna