თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა.
დაღუპულთა შორის არიან პილოტი გოხან კორკმაზი, თვითმფრინავის ტექნიკური სამსახურის უფროსი ლეიტენანტი ემრე მერკანი, თვითმფრინავის ტექნიკური სერჟანტი ნური ოზკანი, თვითმფრინავის ტექნიკური უფროსი სერჟანტი ილჰან ონგანი, საჰაერო შტაბის უფროსი ილკერ აიკუტი და საჰაერო ძალების ოფიცრები: სერდარ უსლუ, ნიჰატ ილგენი, ჯუნეით კანდემირი, უმიტ ინცე, ბურაკ ოზკანი, ემრა კურანი, ჰამდი არმაგან კაპლანი, აკინ კარაკუსი, რამაზან იაგიზი, ემრე ალთიოკი, ბურაკ იბიგი, ბერკაი კარაჩა, აჰმედ იაშარ კუიუჩუ, ჯემ დოლაპჩი და ემრე საინი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე კახეთში, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას იმყოფება.
ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფება მისი პირველი მოადგილე რონი მესხი, ასევე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა
მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
12 ნოემბერს სამტრედია(დაფნარი)-სუფსას მონაკვეთზე და 13-15 ნოემბერს ხაჯალია-სუფსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ54 მონაკვეთზე (ხაჯალიას კვანძი-სუფსის კვანძი), დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების მიმდინარე სამუშაოების გამო, 2025 წლის 12 ნოემბერს 08:00სთ-დან 20:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ0-კმ54 (სამტრედია(დაფნარი)-სოფ. სუფსა) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 2025 წლის 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შეზღუდვის პერიოდში, კერძოდ, 2025 წლის 12 ნოემბერს 08:00სთ-დან 20:00სთ-მდე, სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ248-კმ282 და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ1-კმ47 მონაკვეთების გამოყენებით, ხოლო გრიგოლეთი-სამტრედიის მიმართულებით იმოძრავებს პირიქით. ხოლო, 2025 წლის 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ54 მონაკვეთზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
საქართველოს საჰაერო სივრცეში თვითმფრინავი ჩამოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერების ფაქტი გამოვლინდა - მოკლულია წითელი ნუსხის სახეობა - მურა დათვი.
"ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე (უკანონო ნადირობა).
სამართალდამცავებმა ამოიღეს რეგისტრირებული იარაღები და ნადირის ხორცი, რომლებიც ნივთმტკიცების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.
აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები სასაზღვრო ზონებს მოიცავს, სადაც რეინჯერები და მესაზღვრეები ერთობლივად ახორციელებენ მონიტორინგს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება მკაცრად იკრძალება და ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით." - წერია განცხადებაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
Page 95 of 133
