ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი, რომელსაც 2 ნოემბერს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, გარდაიცვალა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ გორის მერიის სპორტის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გოგიჩაიშვილის გორის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ცნობილია, რომ ბორის გოგიჩაიშვილს სიმსივნე ჰქონდა.
გოგიჩაიშვილი გორში ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე ბიზნესმენთან და ყოფილ მოკრივესთან, გიორგი კანდელაკთან ერთად დააკავეს. ამავე საქმეზე პატიმრობაში იმყოფება კიდევ 5 პირი.
19 სექტემბერს TV პირველმა გაავრცელა ბორი გოგიჩაიშვილის ჩვენება, რომელშიც ის წერდა, რომ მას უაქციზო ალკოჰოლის წარმოება ერთ-ერთმა რუსულმა კომპანიამ დაუკვეთა, თუმცა მისი რუსეთში გაყიდვა ვერ შეძლო, რის გამოც საქართველოში დაიწყო კლიენტის მოძიება.
გოგიჩაიშვილის ჩვენების მიხედვით, ამ პროცესის შესახებ საქმის კურსში იყო გიორგი კანდელაკი, „რომელიც ასევე სრულად ჩაერთო ჩამოსხმული ალკოჰოლური ბრენდული სასმელის რეალიზაციის პროცესში“.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი დააკავა.
უწყება ამბობს, რომ ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
საგამოძიებოს ცნობით, საქმეზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.
- Details
- By რუსა ხავთასი
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 5396 ცხოველიდან (აჭარაში - 940 ძაღლი და 32 კატა; იმერეთში - 1911 ძაღლი და 10 კატა; კახეთში - 2439 ძაღლი; ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 64 ძაღლი) ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში დააბრუნეს 5284, ხოლო 112 - ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; 5368 ძაღლს/კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი); 5284 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას .
პროგრამა დღეისათვის მოიცავს აჭარას, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება
პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მონაცემებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.
„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.
იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
- Details
- By რუსა ხავთასი
აშშ-ში ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო „გრემის“ ნომინანტები დასახელდნენ.
ყველაზე მეტი ნომინაცია კენდრიკ ლამარს აქვს. ის ცხრა კატეგორიაშია წარდგენილი - უმეტესობაში ალბომისთვის GNX. ალბომი და მასში შემავალი სიმღერები იბრძოლებენ გამარჯვებისთვის ნომინაციებში: „წლის ჩანაწერი“, „წლის სიმღერა“, „წლის ალბომი“, „პოპი“ და „რეპი“.
ლედი გაგამ შვიდი ნომინაცია მიიღო, ხოლო Bad Bunny-მ, საბრინა კარპენტერმა და ლეონ თომასმა - ექვს-ექვსი.
საუკეთესო როკ შესრულების წოდებისთვის იბრძოლებენ: Amyl and the Sniffers-ი, Linkin Park-ი, Turnstile-ი, Hayley Williams-ი და Yungblud-ი, ნუნო ბეტენკურტთან, ფრენკ ბელოსთან, ადამ ვაკერმანთან და II-თან ერთად, ოზი ოსბორნის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე შესრულებული სიმღერისთვის Changes.
საუკეთესო მეტალ-შესრულების ნომინაციაში წარდგენილები არიან: Dream Theater-ი (Night Terror), Ghost-ი (Lachryma), Sleep Token-ი (Emergence), Spiritbox-ი (Soft Spine), Turnstile-i (Birds).
კატეგორიაში „წლის სიმღერა“ წარდგენილები არიან: ლედი გაგა (Abracadabra), Doechii (Anxiety), როსე და ბრუნო მარსი (APT), Bad Bunny (DtMF), Hunter/x (Golden), კენდრიკ ლამარი და SZA (Luther), საბრინა კარპენტერი (Manchild), ბილი აილიში (Wildflower).
- Details
- By რუსა ხავთასი
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„იგი სოხუმიდან იყო და ქვეყნის განსაცდელმა, ბუნებრივია, მასაც ტკივილიანი ცხოვრება არგუნა; თუმცა, განსაცდელები შემდეგშიც არ ტოვებდა, მით უმეტეს მღვდელმთავრის ხარისხში ყოფნისას.
ის, რომ იგი გამოირჩეოდა გულწრფელობით, უშურველობით, თავმდაბლობით, უბრალოებით, შემნდობი ხასიათით, სიყვარულით, განუკითხველობით… განსაკუთრებულად გამოჩნდა მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში. ამ თვისებების გამო შეიყვარა იგი ხალხმა ბორჯომშიც, თბილისშიც და საერთოდ, ყველგან, სადაც კი მას მოუწია მსახურება.
ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს, ხოლო სასულიერო პირებს, მის სამწყსოს, ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მომადლოს მშვიდობა და მიტროპოლიტ სერაფიმესათვის ლოცვის ძალა“, - აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- მიმდინარე წელს ფერმებში 193 ინსპექტირება განხორციელდა, შემოწმდა ცხოველის საკვების ცხრა მწარმოებელი, შეუსაბამობები არ გამოვლენილა - სურსათის სააგენტო
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
- ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე
Page 96 of 133
