სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში 193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოველის საკვების 9 მწარმოებელი. შემოწმების პროცესში შეუსაბამობები არ გამოვლენილა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია ცხოველის საკვების 13 საწარმო და 233 პირველადი წარმოების ობიექტი – ფერმა.
სააგენტოს ცნობითვე, ინსპექტირების გარდა, მიმდინარეობს ცხოველის საკვების მონიტორინგი სხვადასხვა მაჩვენებელზე. ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლების და მათი ნარჩენების გამოვლენის მიზნით, აღებულია 95 ნიმუში. არცერთ მათგანში შეუსაბამობა არ აღინიშნა. ამასთან, 2025 წლიდან კონტროლის სახელმწიფო პროგრამით დაიგეგმა აფლატოქსინი B1-ის კვლევა, რომლის ფარგლებში აღებული 60 ნიმუშიდან ერთი დარღვევა გამოვლინდა.
„ცხოველის საკვების უვნებლობა მთლიანი ჯაჭვის საწყის რგოლია და განსაზღვრავს როგორც ცხოველის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას, ვინაიდან ტოქსინებით და სხვადასხვა ნარჩენით დაბინძურებული საკვები საბოლოოდ აისახება იმ ნაწარმში, რომელსაც ცხოველისგან ვიღებთ, იქნება ეს რძე, ხორცი, კვერცხი და სხვა. შესაბამისად, ცხოველების საკვების უვნებლობის მიმართულებით სააგენტო სისტემატურ კონტროლს აგრძელებს“, – განაცხადა ვეტერინარიის დეპარტამენტის ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს წარმომადგენელმა, თეა ოშხერელმა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოების პროცესის გამჭვირვალობის და რისკების ეფექტიან მართვის მიზნით ცხოველის საკვების საწარმოებში მიმდინარეობს ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა. 2025 წელს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი ხუთ საწარმოში ჩატარდა.
- Details
- By რუსა ხავთასი
8 ნოემბერს, ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. შეინიშნება მცირედი ქარი.
მზეა ოზურგეთშიც, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირედი ქარი.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია მცირედი ქარი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +15 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირედი ქარი.
უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირედი ქარი.
გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. დაფიქსირდება მცირედი ქარი. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირედი ქარი.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია ქარი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირედი ქარი.
თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირედი ქარი.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების მოსალოდნელი გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
- Details
- By რუსა ხავთასი
„ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და არც შეიქმნება - პაციენტების ინტერესი არის უპირატესობა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მისი განმარტებით, დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, სრულად უზრუნველყოფილია ფრანგული კომპანიის, SanofiAventis-ის მიერ წარმოებული საშუალებით, ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჭარბად მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია, ინსულინის მომარაგებასთან დაკავშირებით. დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, მათ შორის და უპირველესად ცხადია ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის, SanofiAventis-ის წარმოებული საშუალებით, ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ეს არის საშუალება, რომელსაც მოიხმარს არაერთი ევროპული სახელმწიფო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაიმე შეფერხების რისკი ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში არც შექმნილა, არც არსებობს და არც შეიქმნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უწყების ხელმძღვანელმა, ასევე განმარტა, თუ რატომ არ მოხდა „ნოვო ნორდისკის“ მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალების დროული მოწოდება.
„მინდა აღვნიშნო, თუ რამ გამოიწვია გარკვეული მცდარი ინფორმაციის გავრცელება. არსებობს საკმაოდ პოპულარული მეორე საშუალება, ეს არის ინსულინი, რომელსაც აწარმოებს დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკი“. 14 აპრილის ხელშეკრულება გვაკავშირებს ამ კომპანიასთან. სამწუხაროდ, კომპანიამ პირველ ჯერზეც, ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით. დღემდე ეს ვალდებულება მათი მხრიდან შეუსრულებელია. განვიხილავდით მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა შესაძლო ვერსიას, თუმცა დღემდე, ე.ი. დასაწყისიდან მოყოლებული ეს კომპანია უხეშად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს. ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მენეჯმენტის შედარებით დაბალი რგოლების მიზეზით, რომლებიც სამწუხაროდ ზოგჯერ „ოზემპიკის“ რეალიზაციით უფრო მეტად არიან დაკავებულები.
პირადად გავემგზავრე და შევხვდი მათ ოქტომბერში, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში მოხდებოდა მარაგის შევსება და ვალდებულებების შესრულება. ახლაც, დღესაც, ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მოწოდება.
მიუხედავად ამისა, დღემდე მათი მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა. ჩვენ ვითვალისწინებთ მათი პროდუქტის მიმართ, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირთა, მათ მშობელთა კეთილგანწყობას და ამიტომ ვცდილობთ არ მივიღოთ ხისტი გადაწყვეტილებები. ვიმეორებ, მხოლოდ უშუალოდ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით ვიქცევით ასე“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და დიაბეტის მქონე პაციენტების უწყვეტი უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის მედიკამენტებით. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს თანამშრომლობა იმ კომპანიებთან გაგრძელდება, რომლებიც პაციენტების ინტერესებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.
„ჩვენი ინტერესის საგანი ჩვენი მოსახლეობის დაცვაა. ამიტომ ბუნებრივია, არ მსურს იძულებული ვიყო, მივიღო ხისტი გადაწყვეტილებები ამ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. მათი პროდუქტი ნამდვილად მოსწონთ ჩვენს პაციენტებს, ჩვენ ვართ და ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი პაციენტების მხარეს. თუ რომელიმე მომწოდებელი პრიორიტეტად არ განიხილავს ქართველ პაციენტს, ბუნებრივია, რომ მასთან თანამშრომლობა მარტივი ვერ იქნება. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც პირველ ადგილზე ჩვენს მოქალაქეს და მის საჭიროებებს დააყენებენ. ვეცდები, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ინსულინის მიწოდება ქართველი პაციენტებისთვის შეუფერხებლად გაგრძელდეს. მერწმუნეთ, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს სწორედ ასე იყოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
- Details
- By რუსა ხავთასი
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და 112-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
112-ის ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას, გეკა გელაძე, ადგილზე გაეცნო 112-ის თბილისის ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორ გიორგი არსოშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა, რომლის მიმდინარეობისას ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 112-ში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარებას ისახავს მიზნად.
გეკა გელაძემ 112-ის თანამშრომლების მუშაობის სპეციფიკის დეტალებიც მოისმინა და მათ, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, წარმატება უსურვა.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- 3 ოქტომბერს, ბათუმში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, გემის მფლობელ კომპანიაზე და შემოსულ ტვირთზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება- შემოსავლების სამსახური
- პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა
- ირლანდიამ 52 ქართველი დაადეპორტა
- რა არის, როგორ გადადის და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მუნს - მაია ბუწაშვილის რჩევები
Page 97 of 133
