3 ოქტომბერს, ბათუმში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გემი დატვირთული იყო 30 000 ტონამდე, ტრანზიტის პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი ბენზინის საწვავით, ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან. უწყების განმარტებით, საერთაშორისო სანქციები შემოსულ ტვირთზე არ ვრცელდება, ვინაიდან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა (საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის – OFAC-ის მეშვეობით) გასცა ლიცენზია, რომელიც გარკვეულ კონტრაქტორებს საშუალებას აძლევს დაასრულონ ტრანზაქციები კომპანია ,,LUKOIL"-თან მიმართებით.
„მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ბულგარეთის რესპუბლიკის პორტიდან (BURGAS) შემოვიდა, ლიბერიის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი გემი - ,,HISTORIA DIONE". აღნიშნული გემი, თანმხლები დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო 30 000 ტონამდე, ტრანზიტის პროცედურაში მოქცევისთვის (მიმღები სომხეთის რესპუბლიკა) განკუთვნილი ბენზინის საწვავით, ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემზე და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.
ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა (საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის – OFAC-ის მეშვეობით) გასცა ლიცენზია, რომელიც გარკვეულ კონტრაქტორებს საშუალებას აძლევს დაასრულონ ტრანზაქციები კომპანია ,,LUKOIL"-თან მიმართებით. ამასთან, ლიცენზიის მიხედვით, ოპერაციების დასრულების ვადად დასახელდა 2025 წლის 21 ნოემბერი. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი წარდგინებით ეპარქიულმა კომისიამ მიმართა.
როგორც პატრიარქის ბრძანებაშია ნათქვამი არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება ეკრძალება ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და, ზოგადად, ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის.
„სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი. სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“, – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
დუბლინის აეროპორტიდან ჩარტერული რეისით საქართველოში 52 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი იქნა დეპორტირებული.
ირლანდიური მედიის თანახმად, იმიგრაციის ბიურომ გუშინ, 3 ნოემბერს ჩაატარა შესაბამისი ღონისძიება გაძევების მიზნით. შედეგად, 52 ადამიანი (35 მამაკაცი, 10 ქალი და 7 ბავშვი) თბილისში გაფრინდა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
რა არის, როგორ გადადის და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მუნს - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს:
"ხშირად დასმული შეკითხვები მუნთან დაკავშირებით:
1. რა არის მუნი?
მუნი არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა. ტკიპა აღწევს და მრავლდება კანში და იწვევს ძლიერ ქავილს. დაავადების სიმპტომია ასევე გამონაყარი, რომელიც ძირითადად აღინიშნება თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებზე, იღლიებში, წელის არეში, მკერდზე, სასქესო ორგანოების მიდამოში; ჩვილ ბავშვებში ასევე გვხვდება ხელის და ფეხისგულებზე და თავზე.
2. როგორ გადაეცემა მუნი?
მუნი გადადის ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირებულის კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. ამიტომ პარაზიტი ძირითადად გადადის ოჯახის წევრებზე და სქესობრივ პარტნიორებზე. ასევე გადაეცემა ტანსაცმლით, პირსახოცით, თეთრეულით, რბილი სათამაშოებით.
დაავადება, როგორც წესი, არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით, მაგალითად, ხელის ჩამორთმევით და ჩახუტებით.
პარაზიტის გადაცემა ძალიან იშვიათია მყარ ზედაპირებთან შეხებით. შესაბამისად, მაგალითად, ავეჯის ზედაპირებთან შეხება არ წარმოადგენს ინფიცირების რისკ-ფაქტორს.
3. რამდენ ხანს ძლებს ტკიპა ადამიანის ორგანიზმის გარეთ?
ტკიპა ადვილად იღუპება გარემოში ადამიანის ორგანიზმის გარეთ. ძლებს საშუალოდ 24-36 საათს (იშვიათად 72 საათამდე), ძირითადად მაღალი რისკის საგნებზე (ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი, რბილი სათამაშოები).
4. ინფიცირებიდან რამდენ ხანში ვლინდება სიმპტომები?
სიმპტომების გამოვლენა ხდება ინფიცირების მომენტიდან 4-8 კვირის განმავლობაში. თუმცა ადამიანი შეიძლება გადამდები იყოს სიმპტომების გამოვლენამდეც.
5. საჭიროა თუ არა მუნის გამოვლენის შემთხვევაში შენობების, მათ შორის სკოლის და საბავშვო ბაღის დეზინფექცია?
რადგან მყარი ზედაპირებით გადაცემა უკიდურესად იშვიათია, ავეჯის ჩვეულებრივი გაწმენდა საკმარისია. მნიშვნელოვანია ისეთი საგნების დამუშავება, სადაც ტკიპა ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. ტანსაცმელი/თეთრეული/პირსახოცები მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს (50 გრადუსზე მეტი) ან დაილუქოს ცელოფნის პარკში 72 საათის განმავლობაში (ისეთი საგნები, რომელთა გარეცხვა არ არის შესაძლებელი, მაგალითად, ზოგიერთი რბილი სათამაშო).
6. როგორ ხდება მუნის მკურნალობა?
მუნის მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი მალამოს გამოყენებით (მაგალითად, პერმეტრინი), რომლის წასმა მთელ ტანზე ხდება და უნდა დავტოვოთ 8-14 საათის განმავლობაში დაბანამდე. შემდეგ მეორე დოზის გამოყენება ხდება 1 კვირაში. იშვიათად, გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური (დასალევი) მედიკამენტის მიღება.
7. უნდა ვუმკურნალოთ თუ არა უსიმპტომო კონტაქტებს?
ოჯახის წევრებს და სქესობრივ კონტაქტებს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა.
რაც შეეხება ბაღის კონტაქტებს, იმ ბავშვებს, რომლებიც შესაძლოა იყენებდნენ საერთო საწოლს და რბილ სათამაშოებს, უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა ან მშობლები და მასწავლებელი ყურადღებით დააკვირდნენ სიმპტომებს (ქავილს) ბოლო კონტაქტიდან 8 კვირამდე.
8. გადაეცემა თუ არა მუნი ცხოველებისგან?
მუნი გადაეცემა მხოლოდ ადამიანისგან. ცხოველები (მათ შორის ქუჩის ძაღლები და კატები) მუნის გადამტანები არ არიან" - წერს ბუწაშვილი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მიმართავს:
„თუ გაქვთ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, თავის, კუნთების, სახსრებისა ტკივილი, საჭიროა იზოლაცია.
პაციენტმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას დაავადების პროგრესირებისას ან იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან 72 საათის შემდეგ;
სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება აუცილებელია ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ძილიანობა, ხოლო ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა.
კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.
გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა - აიცერი და დაიცავი“,- ნათქვამია განცხადებაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- სეს-მა ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოავლინა - ბიზნესოპერატორებს საქმიანობა შეუჩერდათ
- ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ლაშა ბასლანძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
- გეკა გელაძე მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია, ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
- შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება
Page 98 of 133
