სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ხორცისა და ხორცპროდუქტების მონიტორინგის შედეგად ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა:
ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო), მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025;
ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო), მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ბიზნესმენსა და პროდიუსერს ლაშა ბასლანძეს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდზე, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. ლაშა ბასლანძის სამოქალაქო პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა ბერა ივანიშვილი.
პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- Details
- By რუსა ხავთასი
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია, ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
გეკა გელაძემ მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან, მიგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში გატარების მნიშვნელობას და ამ მხრივ დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას. ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენასა და მათი ქვეყნიდან გაძევების მაღალ მაჩვენებელზე.
დასასრულს, მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
გეკა გელაძემ, ასევე, დაათვალიერა დეპარტამენტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი. მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და აღჭურვილი იქნება უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით. ახალი შენობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
- Details
- By რუსა ხავთასი
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში იწყება ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ანტინარკოტიკული ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მომავალი თაობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
კამპანიის პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით 60 საჯარო სკოლაში, მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები, მე-6, მე-9 კლასის მოსწავლეებთან, ერთობლივად გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენის, მისი მოხმარების პრევენციისა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრების გარდა, დაგეგმილია კომიქსების კონკურსის, სპორტული ღონისძიებებისა და სხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოამზადეს მოსწავლეებთან შეხვედრის განახლებული მოდული, კოორდინირებულად იმუშავეს პრაქტიკული კომპონენტის ნაწილზე და ჩაატარეს სიმულაციური შეხვედრები.
პირველ ეტაპზე შეხვედრები – თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაიმართება.
კამპანიის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.
- Details
- By რუსა ხავთასი
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 5 111 ცხოველი იქნა აყვანილი და გადაყვანილი თავშესაფრებში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში შესრულდა 923 ძაღლისა და 24 კატის, იმერეთში – 1 844 ძაღლისა და 10 კატის, კახეთში – 2 246 ძაღლის, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტში – 64 ძაღლის აყვანა და შემდგომი ვეტერინარული მომსახურება.
ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში უკვე დააბრუნეს 4 772 ცხოველი, ხოლო 339 ცხოველი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება გარემოში.
პროგრამის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი პროცედურები:
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
5 083 ძაღლსა და კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია და საყურე ნიშანი (მათ შორის, 28-ს უკვე ჰქონდა სხვა ორგანიზაციის მიერ დადებული ნიშანი);
4 772 ცხოველი სტერილიზდა ან ჩაუტარდა კასტრაცია.
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა მოიცავს უპატრონო ცხოველების სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციასა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველთა პოპულაციის ეფექტიან მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფისა და სხვა ინფექციური დაავადებების პრევენციას, რაც საბოლოოდ ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისკენ არის მიმართული.
პროგრამა ამჟამად მოიცავს აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით.
სააგენტოს ცნობით, პროგრამის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მონაცემები მუდმივ რეჟიმში განახლდება და საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო - მეუფე შიო
- საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა
- Erasmus+ 13 ათასზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა ისარგებლა - EU-ს საელჩო
- საქართველოს მიმართულებით ფრენებს მოლდოვური ავიაკომპანია იწყებს
Page 99 of 133
