საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს:
„2026 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
ამის შემდეგ წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
თავის მისასალმებელ სიტყვაში მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი და დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე. მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის და ითხოვა ეკლესიისა და ერის სისავსისაგან ლოცვითი შეწევნა ერთსულოვნების შესანარჩუნებლად და საარჩევნო პროცესის ღვთის სათნოდ წარსამართებლად.
სხდომის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის სხდომას წარუდგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად შემუშავებული შემდეგი საარჩევნო პროცედურული საკითხები:
ა) საპატრიარქო კანდიდატების (სამი კანდიდატი) გამორჩევის წესი (სამუშაო ვერსია);
ბ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევად საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის გაფართოებული კრების პროცედურული საკითხები (სამუშაო ვერსია);
გ) დასახელებულ იქნა შემდეგი კომისიები: ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სამართლიან, გამჭვირვალე და ორგანიზებულ ჩატარებას.
საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს:
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი), ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი).
წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:
1. წმინდა სინოდმა შემდგომ სხდომაზე განიხილოს საპატრიარქო კანდიდატების სია და პროცედურების დაცვით გამოავლინოს საბოლოო კანდიდატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად.
2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ჩატარდეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.
3. კომისიების წევრი მღვდელმთავრების სია:
ა) ხმის დამთვლელი კომისია:
კომისიის თავმჯდომარე: ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
კომისიის წევრები: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
ბ) სამანდატო კომისია:
კომისიის თავმჯდომარე: ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);
კომისიის წევრები:
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);
გ) სარედაქციო კომისია:
კომისიის თავმჯდომარე: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
კომისიის წევრები: ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).
4. წმინდა სინოდის მომავალ სხდომამდე მმართველმა მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია წმინდა სინოდის სხდომაზე დასამტკიცებლად“, - ნათქვამია სინოდის ოქმში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.
აღნიშნული ეტაპი 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.
მისამართის განსაზღვრისას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართებს.
დეტალური ინფორმაცია სასკოლო უბნებთან დაკავშირებით ქალაქების მიხედვით:
თბილისი - 10 სასკოლო უბანი: ისანი, სამგორი, ვაკე, საბურთალო, დიდუბე, ჩუღურეთი, გლდანი, ნაძალადევი, მთაწმინდა და კრწანისი.
მშობელს შეუძლია აირჩიოს სკოლა, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში. ასევე, თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნის საზღვართან ახლოს რეგისტრირებულ ბავშვის მშობელს, შესაძლებლობა აქვს რეგისტრაცია განახორციელოს მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლაში, თუ რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ აღემატება 1 კილომეტრს.
ქუთაისი -5 სასკოლო უბანი:
სასკოლო უბანი - ავტოქარხანა;
სასკოლო უბანი - გამარჯვება, უქიმერიონი, გუმათი;
სასკოლო უბანი - ნიკეა, ვაკისუბანი, სულხან-საბა;
სასკოლო უბანი - ქალაქი მუზეუმი, საფიჩხია;
სასკოლო უბანი - ძექვიანი, კახიანოური, მუხიანი.
ბათუმი - 4 სასკოლო უბანი :
სასკოლო უბანი - ბაგრატიონი 1, ბაგრატიონი 2, ბონი, ჯავახიშვილი, კახაბერი, აღმაშენებელი;
სასკოლო უბანი - ხიმშიაშვილი, რუსთაველი, ძველი ბათუმი;
სასკოლო უბანი - თამარი, მწვანე კონცხი;
სასკოლო უბანი - გონიო, აეროპორტი, სამრეწველო;
რუსთავი - 3 სასკოლო უბანი:
სასკოლო უბანი - დ. აღმაშენებლის, ი. ჭავჭავაძის, 13 ასურელი მამის, ჟ. შარტავას ადმინისტრაციული ერთეული;
სასკოლო უბანი - ვ. გორგასლის, ი. ცურტაველის, შ. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული;
სასკოლო უბანი - გ. ჭყონდიდელის, ნ. ბარათაშვილის, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეული.
რაც შეეხება ზუგდიდს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ახალციხეს, გორს, მცხეთას, თელავს და ფოთს - აღნიშნული ქალაქები სასკოლო უბნებად არ არის დაყოფილი და ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შესაბამის ქალაქში მდებარე საჯარო სკოლებში.
რეგისტრაციის დაწყებამდე გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ ბავშვის რეგისტრაცია:
https://rb.gy/h3z514
- Details
- By ია გრიგალაშვილი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
სააგენტოს ცნობით, ასევე 3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი.
"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - იტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტო.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში სამართალდარღვევები გამოვლინდა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.
დაბა ხულოში, ასევე სოფლებში – ოქროაშვილებსა და გოგნიაურში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 42 მრგვალი ხე-ტყე (მორი).
შუახევის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებას. ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და მკაცრი კონტროლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, გასულ წელს მხოლოდ აჭარისა და გურიის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 400-მდე ფაქტია გამოვლენილი.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
- Details
- By რუსა ხავთასი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ტექნიკური ხასიათისაა და მღვდელმთავრები პროცედურულ საკითხებს განიხილავენ.
კერძოდ, განიხილება სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.
„დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭირო არის იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. წინმსწრები იქნება შემდგომი სინოდი გაფართოებული კრების. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა და ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც გააჩნია საქართველოს ეკლესიას. ყველა მღვდელმთავარი უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა და დიდი სიყვარული აკავშირებს კათოლიკოს-პატრიარქთან და მის დატოვებულ ამ ერთობას დიდი პასუხისმგებლობით გაუფრთხილდება. ასეთია განწყობა საერთო და უნდა ველოდოთ იმას, რომ ყველა თემა, რომელზეც შეჯერება იქნება საჭირო სწორედ ამ ერთობის და პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება შეჯერებული. სინოდი შესთხოვს ღმერთს, რომ სულიწმიდის მადლით მოხდეს ყველა საჭირო საკითხის გადაწყვეტა ისე, როგორც შეშვენის ეკლესიას. ისე, როგორც შეშვენის ქრისტიანულ ძმობას“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- რომელ რეგიონებში რა დროს განხორციელდება ძაღლების აყვანის ღონისძიებები? - სეს-ის განცხადება
- მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია - კალაძე
- საქართველოს D5 კატეგორიის ვიზის გაცემა გამკაცრდა - უცხოელი $150 ათასზე მეტის ქონებას უნდა ფლობდეს
- ცხოველების დაწვის შესახებ ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას - სურსათის ეროვნული სააგენტო
Page 2 of 133
