HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი შეიქმნა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მხარდასაჭერად, თავად დაზარალებულებმა დააფუძნეს ფონდი, რომლის მიზანია დამეწყრილი სოფლის მოსახლეობის დახმარება და მათი საჭიროებების უზრუნველყოფა, იქამდე, სანამ სახელმწიფო ზარალს დაითვლის. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“მეწყერმა, ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში, რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება. სწორედ ამიტომ, ვქმნით ფონდს სოფლის მკვიდრი მცხოვრებლებისთვის, ვინც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა.

ფონდში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას. თანხების ტრანზაქცია იქნება გამჭვირვალე და არცერთი თეთრი არ დაიკარგება. ფონდი შეიქმნა კურსების მცხოვრებლების მიერ და მიზნად ისახავს, ამ ურთულეს დროში ერთმანეთს მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ტკივილი და გაჭირვება.

თანხა ჩარიცხეთ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი - #GE04BG0000000611909718

მიმღები #ხატიაბეროძე

თიბისი ბანკი - #GE42TB7118736010100046

მიმღები #ხატიაბეროძე

ხოლო დოლარი და ევრო შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშებზე

Usd #GE05TB7090545161600005

Euro #GE75TB7090545161600006

მიმღები #ანიალფაიძე

#PayPal Khatia Berodze” , - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მეწყერმა, ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში, რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ბოლო ინფორმაციით, კურსების ორი უბნიდან 45 ოჯახია ევაკუირებული.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 24
საზოგადოება

სურსათის სააგენტომ ოთხ ქალაქში არალეგალური რძის საწარმოები გამოავლინა - ობიექტები დაიხურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის, იმერეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სიღნაღში მდებარე ინდივიდუალური მეწარმე ზ.თ.-ს ყველის საწარმოში კრიტიკული და არა კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

ვანში ინდივიდუალური მეწარმე გ.მ.-ს საწარმოში, რომელიც ასევე არ იყო აღიარებული, აღმოჩნდა ტექნოლოგიური დარღვევით დამზადებული ყველი (სულგუნი) და ნადუღი, ხოლო მზა პროდუქტი არ იყო ეტიკეტირებული. საჩხერეში ფიზიკური პირი ა.ხ.-ს არალეგალურ ყველის საწარმოში კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა, ასევე სავალდებულო აღიარების გარეშე.

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში აღმოაჩინეს რძის შემცველი პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის ფაქტები, რომელიც სავალდებულო აღიარების გარეშე ხორციელდებოდა. ფიზიკური პირი დ.ს.-ს ობიექტი ჰიგიენური ნორმებისა და შენახვის პირობების დარღვევით ფუნქციონირებდა. შპს “გურიაც“ ასევე საქმიანობდა რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე.

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და მათ საწარმოო პროცესი შეაჩერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, არ აწარმოონ პროდუქცია სავალდებულო აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის ნორმები.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Mar 23
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

საპატრიარქოს ცნობით, მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე.

„ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 23
საზოგადოება

რიკი მარტინი საქართველოში ჩამოვა - ბილეთების გაყიდვა დაწყებულია

საქართველოს პუერტორიკოელი მომღერალი რიკი მარტინი ჩამოვა. არტისტი ქართულ სცენაზე პირველად 16 ივლისს წარდგება.

როგორც არტისტის ოფიციალურ გვერდზე წერია, კონცერტი მისი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში გაიმართება, სადაც მომღერალი მსმენელის წინაშე ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ღონისძიება რუსთავის ავტოდრომზეა დაგეგმილი.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი ღირებულება ოფიციალურ ვებგვერდზე 200 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი 1500 ლარს აღწევს.

ღონისძიება რუსთავში 19:00 საათზეა დაგეგმილი.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 23
საზოგადოება

როდის შეძლებენ მოქალაქეები სიონში პატრიარქის საფლავთან მისვლას - ნახეთ განრიგი

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.

სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.

„ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი საფლავს შეეხოს“, - განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.

„უზარმაზარი ტკივილი გვაქვს, ყველას გარდაგვეცვალა მამა, რომელმაც გაგვზარდა, უამრავი განსაცდელის ჟამს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა“, - განაცხადა დეკანოზმა ილია ჩიკვაიძემ.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 23

More Articles …

  1. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
  2. ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც დედაეკლესიის ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა - ირაკლი კობახიძე
  3. უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“ - ბიძინა ივანიშვილი
  4. გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს - მსოფლიო პატრიარქი
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15

Page 11 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna