HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე აღდგენილია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Oct 22
საზოგადოება

სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხო ქვეყნის სტუდენტები აღარ გვეყოლება - გივი მიქანაძე

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების სისტემაში ცვლილებების შესახებ ისაუბრა:

"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გარემოება, რომ ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გარდა მნიშვნელოვანი გამონაკლისებისა, უცხო ქვეყნის სტუდენტები აღარ გვეყოლება. ანუ ეს სეგმენტი მთლიანად, დაინტერესების შემთხვევაში, გადავა კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე. თქვენთვის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის დაწესებული გადასახადი უნივერსიტეტებში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძოებში, გაცილებით მაღალია, ვიდრე ის დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფო უნივერსიტეტები თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ ორიენტირებული სახელმწიფოს მოთხოვნებზე და მისი მოთხოვნების შესრულებაზე და, რა თქმა უნდა, პარალელურად, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე სრული დაფინანსება იმისა, რომ პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობდეს"

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Oct 22
საზოგადოება

თბილისში, კორპუსის მეშვიდე სართულიდან ბავშვი გადავარდა

თბილისში, გლდანში, კორპუსის მეშვიდე სართულიდან ბავშვი გადავარდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 5 წლამდე ბიჭი აივნიდან ჩავარდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო. 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Oct 21
საზოგადოება

სწრაფი კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და რესტორნებში პლასტიკური ბოთლებით სასმლის გაყიდვა აიკრძალება - სამინისტრო

საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვა აიკრძალება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ლაშა ავალიანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხების განხილვა იყო.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია. მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა ისეთი რეგულაციის შემუშავებისთვის, რომელიც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის სამინისტროებისთვის, მათი სისტემაში შემავალი უწყებებისთვის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების, თვითმმართველობის ორგანოების და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვის აკრძალვა. ეს ნაბიჯი პლასტიკის მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად.

უწყების ცნობით, საკითხებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებს. სექტორისთვის მისაღები პირობებისა და გამოწვევების გასაანალიზებლად შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ნივთს – ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, კოვზს, ჩანგალს, დანას, საწრუპს, თეფშსა და სასმლის მოსარევს – მოიხმარს, რაც 3,9–5,9 ათას ტონას შეადგენს. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი პლასტიკა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Oct 21
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), უფლებამოსილი პირები იღებენ რძის ნიმუშებს სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისგანაც იწარმოება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან. ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიურ რეჟიმში ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა.

კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია“, - წერია ინფორმაციაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Oct 21

More Articles …

  1. „დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ - ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება
  2. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს
  3. სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
  4. სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107

Page 103 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna