პლასტმასის დანები, ჩანგლები, თეფშები და სხვა ნივთები მაღაზიების დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება. მომხმარებლებს, მათ ნაცვლად, ალტერნატიული, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული პროდუქცია დახვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 3-იდან 6 000 ტონამდე პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება.
საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის მასალის გამოყენების შეზღუდვის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტროა.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგულაციებს მიესალმებიან გარემოს დამცველებიც. მათი თქმით, ყველაზე მეტად დაბინძურებულია ტურისტული ზონები, ტყეები, მდინარეები და საპიკნიკე ადგილები. ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მავნე ნივთიერებები საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსა და ზღვის ეკოსისტემას.
მანამ, სანამ ქვეყანა ახალ რეგულაციებს მიიღებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას ატარებს. მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ბიზნესთან, გარემოს დამცველებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან შედგა.
მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას ბიზნესი უკვე იწყებს. მეწარმეებმა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პლასტმასის ნაწარმის იმპორტი და ადგილობრივი ბაზრებისთვის მიწოდება აიკრძალება, ხოლო წარმოება მხოლოდ ექსპორტისთვის იქნება ნებადართული. კომპანიები უსაფრთხო ალტერნატივებზე გადადიან - ხე, ბამბუკი და ქაღალდი, მათ შორის ყველაზე პოპულარული მასალებია. დაგეგმილია თანამშრომლების გადამზადებაც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა. ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აიკრძალება პლასტმასის დანების, თეფშების, ჩხირების, ჭიქების და მათი თავსახურების გაყიდვა.
ახალი რეგულაციების დანერგვის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და გარემოს, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ცვლილებები ქვეყანაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.
- Details
- By რუსა ხავთასი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
„20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შაბათის ეთერის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეხება პენიტენციურდაწესებულებაში პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეს შორის 23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის მიერ აღნიშნული ინციდენტიდან თითქმის ორი თვის შემდგომ, 18 ოქტომბერს გავრცელებული სიუჟეტი, რომელიც თითქოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, წარმოადგენს იმ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს, რასაც აღნიშნული არხი აწარმოებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და რომლის მიზანიც არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის შელახვა.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პირველ რიგში, გვსურს შევეხოთ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას – მას გაეწია ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება და დღეის მდგომარეობით, მის ჯანმრთელობასარანაირი საფრთხე არ ემუქრება. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებოდა თანამშრომლის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს. მოსამსახურის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა სახის კომენტარის გაკეთებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახური თავს შეიკავებს, რადგან აღნიშნული საკითხი წარმოადგენს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.
ასევე, განვმარტავთ, რომ პენიტენციურისამსახური უმკაცრესად რეაგირებს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც დაკავშირებულია პენიტენციური სისტემის მოსამსახურის მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან და მოცემული საქმის ფარგლებშიც, შესაბამისი მასალები ფაქტის დადგომისთანავეგადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალშიც თითოეულ მსგავს ქმედებაზე მოხდება უმკაცრესი რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად.
რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ საკითხს – N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პენიტენციურდაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ აღემატება ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ლიმიტს. გამომდინარე იქიდან, რომ N8 პენიტენციურიდაწესებულება ასევე არის მიმღები პენიტენციური დაწესებულება, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ეტაპირება სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის უმნიშვნელო მატება ხელს არ უშლის პენიტენციურიდაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას და არ ლახავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებს.
სიუჟეტში ასევე ნახსენებია ე.წ. საძილე წამლების გამოყენების საკითხი, რაც მეტყველებს სიუჟეტის ავტორთა არაპროფესიონალიზმზე და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაზე და რაც მთავარია არ შეესაბამება რეალობას. ცალსახად განვმარტავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 2%, მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებსაც ოპიატების ჩანაცვლებითი თერაპიის შემდგომ დამოკიდებულების დაძლევის მიზნით, ექიმის დანიშნულებით იღებენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო საშუალებებს, რომელთა მიღებაც ხდება შესაბამისი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ.
რაც შეეხება, სიუჟეტში ნახსენებ თემას – N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კადრების დეფიციტს, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – დაწესებულება სრულად არის დაკომპლექტებული კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რაც უზრუნველყოფს მის შეუფერხებელ და ეფექტიან საქმიანობას.
ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიას არ მოუმართავს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ინფორმაციის გადასამოწმებლად.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური, დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით იგეგმება 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძისა და საქონლისა და საველე გასასვლელების მოწყობა. მონაკვეთი გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთისა და მიმდებარე სოფლების დასახლებებს გვერდს აუვლის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების განტვირთვასა და მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას.
„პირველ 6 კმ-ზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენისა და ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მონტაჟი და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები, მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე გახსნილია მოძრაობისთვის. ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია და მთლიანობაში 52 კილომეტრს მოიცავს. ზესტაფონ-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება.
მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 324.6 მილიონი ლარით ფინანსდება“, - აცხადებენ სამინისტროში.
- Details
- By რუსა ხავთასი
18 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +26 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან დღეს ელოდებიან სოხუმშიც. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღე იქნება, ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
მზიანი დღეა ბორჯომშიც, +20 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი დღე იქნება, დღისით +10, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მეტწილად მზიან დღეს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
Page 104 of 133
