არქიტექტორს არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად სერტიფიცირება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე არ მოეთხოვება. შესაბამის ცვლილებას ხელი "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე მოაწერა.
"არქიტექტორს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად 2026 წლის 1 სექტემბრამდე შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა არ მოეთხოვება.“, - აღნიშნულია შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებაში.
აქამდე მოქმედი კანონით, არქიტექტორებს სერტიფიკატის გარეშე არქიტექტურული პროექტის დამოწმება მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე შეეძლოთ.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
თბილისის სატრანპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება ყველა სადგურზე განახლდა.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურები „სამგორი”, „ისანი“ და „ვარკეთილი” დროებით ვერ ემსახურებოდნენ მგზავრებს.
შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა.
- Details
- By რუსა ხავთასი
თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრის გარდაცვალება გახდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სამართალდამცველები მუშაობას დაასრულებენ.
- Details
- By რუსა ხავთასი
ძველი თბილისის ტერიტორიაზე, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
- Details
- By რუსა ხავთასი
ბელგიაში დღეს საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული, პროფკავშირების პროტესტის გამო ბრიუსელის აეროპორტში რეისები გაუქმდა, შეფერხება ათობით ათას მგზავრს შეეხო.
დღეს ბელგიის დედაქალაქში ასევე შეფერხებულია მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსების მიმოსვლა.
პროფკავშირები აპროტესტებენ მთავრობის მიერ ინიციირებულ ხარჯების შემცირების ზომებს, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფის რეფორმას და ღამის საათებში მუშაობის ახალ წესებს. ხელისუფლება ცდილობს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას, რომელიც ევროკავშირში განსაზღვრულ ზღვარს აჭარბებს.
როგორც მოსალოდნელია, პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში ბრიუსელის ქუჩებში დღეს ათასობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
საპროტესტო აქცია გააძლიერებს პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის მთავრობაზე ზეწოლას, რომელმაც გუშინ ბიუჯეტის შეთანხმება ვერ შეძლო, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში დღეს დაგეგმილი გამოსვლა გადადო.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
Page 105 of 133
