HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

დღეს მცხეთობა - სვეტიცხოვლობა აღინიშნება

დღეს მცხეთობა - სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში აღევლინება.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

წმინდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Oct 14
საზოგადოება

წალკის მუნიციპალიტეტში მიკედლებული ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვშიმიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევით ცოფი დადასტურდა.

„სააგენტოს ვეტერინარებმა დაავადების კერაში მყისიერად დაიწყეს საკარანტინო ღონისძიებები – ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები, ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ფაქტის შესახებ ეცნობა ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურებს.

მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხოველებში ცოფის ექვსი შემთხვევაა გამოვლენილი.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.

ამავდროულად, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხორციელდება უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის  საპილოტე  პროგრამა. აღსანიშნავია, რომ  ცოფის კონტროლის  საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები  მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოფის  გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.

დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3761-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, ასევე მხარი დაუჭირონ პროგრამას, რომელიც უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლს ისახავს მიზნად, რათა თავიდან ავიცილოთ  ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Oct 13
საზოგადოება

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში ხანძრის შედეგად ხუთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, ხანძრის შედეგად, ხუთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე თქმით, ხის ნაგებობებზე ხანძარი დღის დილით გავრცელდა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული, ასევე, სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Oct 13
საზოგადოება

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილისსაავტომობილო გზის კმ67-კმ84 (ხახმატი-ლებაისკარი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო,კმ52-კმ66 (კორშა-ხახმატი) და კმ85-კმ106 (ლებაისკარი- შატილი) მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ51 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Oct 13
საზოგადოება

13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა - ამონარიდი გამსახურდიას წიგნიდან

13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია, საკუთარი წიგნიდან ამონარიდს აქვეყნებს:

მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღე 1989 წლის 13 ოქტომბერია, როდესაც ბორითის კატასტროფამ დაასრულა მისი ამქვეყნიური გზა. ეს ამონარიდია ჩემი წიგნიდან “სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი, პალიტრა L, 2023, გვ. 343-344: 


“1989 წლის ზაფხული მიიწურა. ამ დროისთვის ამ დროისთვიხ მერაბ კოსტავას სიცოცხლის დღეები უკვე დათვლილი იყო. ამა წლის 12 ოქტომბერს მერაბი ზურაბ ჭავჭავაძესთან და თამარ ჩხეიძესთან ერთად გაემგზავრა ქუთაისში, წვევამდელების საბჭოთა ჯარში გაწვევის პირობებთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, მანამდე ზვიადმა თავის მეგობარს რამოდენიმეჯერ სთხოვა, მორიდებოდა პირადი დაცვის გარეშე გადაადგილებას, როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ. მას არ ტოვებდა მოახლოებული საფრთხის შეგრძნება, თუმცა მერაბის აზრით, ეს გადამეტებული სიფრთხილე იყო. მომდევნო დღეს, როდესაც ისინი უკან ბრუნდებოდნენ, რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ბორითთან თამარ ჩხეიძის მიერ მართული მანქანა “ნივა”, რომელშიც იმყოფებოდა მერაბ კოსტავა ზურაბ ჭავჭავაძესთან ერთად, მოსახვევში ამოტრიალდა. ადგილზე მომხდარიდან მალევე დაიღუპა მერაბ კოსტავა, ხოლო სრულიად კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის შემდეგ მან დაახლოებით ერთ თვეს იცოცხლა.
რამდენადაც არ ჩატარებულა სერიოზული გამოძიება და საფუძვლიანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, დანამდვილებით არავინ იცის, რის გამო მოხდა ეს ავარია, ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო თუ ამის უკან საგულისხმოა ბოროტგანმზრახველის ხელი, რომელმაც ეს ყველაფერი ცივსისხლიანად დაგეგმა და განახორციელა. პასუხგაუცემელია კითხვები, რა იყო ის საგანი თუ სულიერი, რამაც წინ გადაუარა თუ გადაურბინა მანქანას, რის შემდეგაც მძღოლმა თამარ ჩხეიძემ მანქანაზე კონტროლი დაკარგა. შემთხვევითობა იყო თუ არა სულ რამოდენიმე ათეულ წამში სასწრაფოს გამოჩენა იქ, რომლის ექიმმაც მერაბ კოსტავას, რომელიც ჯერ კიდევ გონებაზე იყო (თუმცა ლაპარაკი უჭირდა) ნემსი გაუკეთა. ან დაიკითხა თუ არა გამოძიების მიერ აღნიშნული ექიმი. თავად თამარ ჩხეიძე დანამდვილებით ვერ ამბობს, იყო ეს ჩვეულებრივი ავტოკატასტროფა თუ განგებ მოწყობილი ავარია. მისი თქმით, მანქანაში იმდენად უხარისხო ბენზინი ესხა, რომ შეუძლებელია მანქანას მაღალი სიჩქარე განევითარებინა. 
ამ დღეს მართლაც რთული იყო შოკიდან გამორკვევა და იმ დანაკარგის გააზრება, რომელიც განიცადა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ. ეს ყოველივე მთელი სისრულით თანდათან, წლების შემდეგ უფრო გამოიკვეთა. ბორითის დაცერებული, ცოდვიანი და უიღბლო დაღმართიდან ქვეყნის მომავალი უბედურება ამოილანდა. თემურ ქორიძე იგონებს: “ამ საშინელი ამბის შეტყობისთანავე ყველანი რატომღაც კოლხურ კოშკს მივაწყდით. ზვიადი შინ იყო, სახეზე ენით აუწერელი მწუხარება ეტყობოდა, ნამტირალევი თვალები ჩაწითლებოდა. “როგორ არ ეცადნენ ჩვენს დაცილებას და აჰა, მიაღწიეს კიდეც საწადელს”, - ჩუმად წარმოთქვა და თითქოს გაქვავდაო. 
მომხდარი ყველაზე დიდი დანაკლისი ზვიადისთვის იყო …. მერაბი ის ადამიანი გახლდათ, ვის მიმართაც პატივისცემა გააჩნდა პრაქტიკულად ყველა ჯგუფს, ფრაქციას, პარტიულ წარმონაქმნს თუ ინდივიდს. მას შეეძლო პროცესებზე დიდი ზეგავლენის მოხდენა. …. ზვიად გამსახურდიას თქმით, მერაბი ეროვნული მოძრაობისთვის შეუცვლელი პიროვნება იყო, მისი სიმბოლო და დიდება. იგი რუსთველური გაგების კაცი იყო და ამას ამჟღავნებდა თავის ყოველ სიტყვაში, ყოველ საქმეში. იგი თითქოს იმ ძველი საქართველოდან გადმოხვეწილი კაცი იყო ამ მახინჯ თანამედროვეობაში.”

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Oct 13

More Articles …

  1. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს
  2. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
  3. საუკუნეების განმავლობაში კულტურა იყო ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზეც შენდებოდა ეროვნული იდენტობა - ირაკლი კობახიძე
  4. ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110

Page 106 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna