HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემა 12 ოქტომბრიდან ამოქმედდება

12 ოქტომბრიდან ევროკავშირში შესვლის/გასვლის მართვის ახალი ციფრული სისტემა (EES) ამოქმედდება. შესვლა/გასვლის სისტემის (EES) მიზანი ევროკავშირის სრული საზღვის კონტროლის ეფექტურობის ამაღლებაა.

EES -ის საფუძველზე გაუქმდება პასპორტებზე შტამპის ხელით დასმის პრაქტიკა, სისტემა უნდა ამოქმედდეს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო აეროპორტში, პორტსა და სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.

სისტემა ციფრულ ფორმატში აღნუსხავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობისას შესვლა/გასვლას, საპასპორტო მონაცემებს, თითის ანაბეჭდებსა და სახის გამოსახულებას.

პორტებს, აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებს მოეთხოვათ დაემონტაჟებინათ შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობა, რომელიც მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ადამიანების იმიგრაციული და სავიზო ვადების სტატუსის შემოწმებაც - დარღვეული ხომ არ აქვს ვიზიტორს უვიზოდ ყოფნის ვადები.

„ჩვენ გვეცოდინება, ვინ როდის და სად შედის ევროკავშირში, ეს ჩვენი საზღვრების მართვისთვის ახალი ციფრული საფუძველია“, - განაცხადა ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში მაგნუს ბრუნერმა.

სისტემის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა, იმ საფუძვლით რომ კომპიუტერული სისტემა მზად არ იყო დატვირთვასთან გასამკლავებლად და შეფერხებებს გამოიწვევდა.

ევროკავშირის ქვეყნებმა სისტემის ეტაპობრივად დანერგვა გადაწყვიტეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულყოფილად 2026 წლის 10 აპრილიდან ამოქმედდება.

ახალი წესით სასაზღვრო შემოწმება არ შეეხებათ მათ ვისაც ევროკავშირში ბინადრობის უფლება ან გრძელვადიანი ვიზა აქვთ.

თავდაპირველად ქვეყნები ციფრული შემოწმების სისტემას გარკვეულ სასაზღვო პუნქტებში დანერგავენ.

მაგალითად ნიდერლანდი პორტებიდან დაიწყებს, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში სისტემა 3 ნოემრიდან ამოქმედდება.

გერმანიაში ბიომეტრული მონაცემების შემოწმება კვირას დიუსელდორფის აეროპორტიდან დაიწყება, ეტაპობრივად კი ფრანქფურტისა და მიუნხენის აეროპორტებიც დაემატება.

შესვლა/გასვლის სისტემის ეტაპოვრივ დანერგვას ევროპარლამენტმა 572 ხმით 8 ივლისს დაუჭირა მხარი. 18 ივლისს კი ევროპულმა საბჭომ მიიღო შესაბამისი კანონი.

 

რადიო თავისუფლება 

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Oct 10
საზოგადოება

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 055 095 ვიზიტორი ეწვია, რაც, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.

ყველაზე მეტი ვიზიტორი ფიქსირდება შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი.
ვიზიტორთა შორის 43% ადგილობრივი, ხოლო 57% უცხოელი ტურისტია.

უცხოელი ვიზიტორების ტოპ ხუთეულს წარმოადგენს ქვეყნები: ინდოეთი, რუსეთი, პოლონეთი, ისრაელი და ბელარუსი.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Oct 10
საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის/ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა პოლიკლინიკებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Oct 10
საზოგადოება

წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 455 ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 37 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 116 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

"ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 37 ფაქტიდან 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 8 - სამცხე-ჯავახეთის, 8- გურიის, 12 - ქვემო ქართლის, 5 - კახეთის და 2 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბრის თვეში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 455 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1209 კუბური მეტრი შეადგინა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი", - წერია სატყეო სააგენტოს პრესრელიზში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Oct 08
საზოგადოება

გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, რომელიც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ გაუშვეს, გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ გოგობერიშვილი თანამდებობიდან თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ცემის შემდეგ გაუშვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალებს შსს-ში ჯერ არ ამბობენ, თუმცა IPN-ი, რომლისთვისაც ფაქტი პირველ ეტაპზე გახდა ცნობილი წერს, რომ გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს.

14 ივლისს, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე ინფორმაცია გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს დაწესებულებაში.

დაწესებულებაში დაბრუნებულმა ბაჩიაშვილმა 14 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, მას N8 დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი შეხვდა და მეგობრულად ურჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის გაეხსნა ინფორმაცია მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტოვალუტის ბრუნვებისა და ანგარიშების შესახებ.

"2025 წლის 8 ივლისს 21:00 საათზე დამიბარა N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბ. ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა, აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში როცა ჩემი და ასევე, ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული, ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში რომ პირობები დააყენო, ხომ იცი ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, “გიჟიც” და ნაკლებად “გიჟიც“. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს.

ფაქტიდან ერთი თვეზე მეტის შემდეგ, 21 აგვისტოს გოგობერიშვილი და მისმა მოადგილე გიორგი ქემოკლიძე თანამდებობიდან გაუშვეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, არსებობდა „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ შესაძლოა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.

22 აგვისტოს კი, "პარადი განცხადების საფუძველზე" პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემაც დატოვა თანამდებობა.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Oct 08

More Articles …

  1. 7-8 ოქტომბერს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
  2. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 126-ე კმ-ზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
  3. სებ-ი მოქალაქეებს აფრთხილებს კრიპტოვალუტა არარეგისტრირებულ VASP-ებში არ განათავსონ
  4. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112

Page 108 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna