შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული სამართალდამცველები მოინახულა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის.
„გუშინ ძალადობრივ აქციაზე დაშავდა 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთა ნაწილი გაწერილი იქნა სახლში საშუალო დაზიანებებით. სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ ორი სამართალდამცველი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ, დღეს კი შედარებით სტაბილურობა გვაქვს. ექიმების განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება. მსურს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო – პროპორციული ძალა საკმაოდ მაღალი სტანდარტით იქნა გამოყენებული. მინდა, ასევე, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, – განაცხადა გეკა გელაძემ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.
- Details
- By რუსა ხავთასი
რიკოთზე მომხდარ ავარია ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „რუსთავის 2“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
- Details
- By რუსა ხავთასი
5-7 ოქტომბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ერთ მონაკვეთზე სატვირთოების მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
"2025 წლის 5 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტრესი ილია II არჩევნების შესახებ
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"მე მოვუწოდებ ყველას, მთელ მოსახლეობას, რომმიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ღმერთმადალოცოს საქართველო!"
"ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები აარჩიეთ, რომელნიც გამოადგებიან საქართველოს!"
"ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხისგამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკურიმიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერიადა, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგადაფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათაგამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეულითქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროსსამშობლოს.
შევთხოვ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა დაწყალობა თვისი“.
"არჩევნების დროს ერთით მეტი ხმაც რომ მიიღოსადამიანმა, უკვე გამარჯვებულია, ამიტომ მინდა, ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარულიდა ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენგამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ.
ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთსჯული იგი ქრისტესი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერიარ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს, ან ცუდი გაუკეთოსერთმანეთს. ისევ სიკეთე, სიყვარული და სიმშვიდეუნდა სუფევდეს ჩვენში".
"არჩევნებისთვის ვემზადებით, სადაც მონაწილეობაყველამ უნდა მიიღოს. შევთხოვთ ყოვლადწმინდაღვთისმშობელ დედას, რომ საქართველოსგადააფაროს თავისი კალთა. საქართველო დაიცვასდა დაიფაროს ხილული და უხილავი მტრისგან. საქართველო დაამშვიდოს ყოვლადწმინდაღვთისმშობელმა დედამ".
მოამზადა სერგო კერესელიძემ
- Details
- By რუსა ხავთასი
თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJet-მა ანკარიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით კვირაში ოთხი სიხშირით იფრენს. ავიაკომპანია AJet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პირველი რეისით თბილისში, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია და ავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემ სარფი ჩამოვიდნენ.
„საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. ავიაკომპანია AJet-ის მიერ ანკარა-თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას გავრცელდა. ეს საკითხი ასევე განიხილეს საქართველო – თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად თანავმჯდომარეობდა. ანკარასა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება მარიამ ქვრივიშვილმა ასევე „თურქეთის ავიახაზების“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.
2025 წლის პირველი რვა თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 24 ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-აგვისტოში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (24 915) 15%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 700 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 8 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად ისარგებლა 5 635 975 მგზავრმა, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები გამკაცრდება - რა ცვლილებები იგეგმება სისხლისა და მისი კომპონენტების კანონში?
- ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს - ჯანდაცვის სამინისტრო
- სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს
- აბუ-დაბიში Sotheby’s-ის ყველაზე ძვირად ღირებული, $150-მილიონიანი გამოფენა გაიმართება
Page 110 of 133
