სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით, გამკაცრდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები. მოხდება სისხლით ვაჭრობის რეგულირება და უანგარო დონაციის წახალისება. ამოქმედდება სისხლისა და მისი კომპონენტების მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემა, ასევე სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესები.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონი და დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.
"კანონის მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დონორობის კულტურის განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება.
ჯანდაცვის მინისტრმა ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები გააუმჯობესებს როგორც დონორთა, ისე პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებს და შექმნის გამართულ, ერთიან სისტემას ქვეყნის მასშტაბით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
პირველი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივ ცნობით, ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო. მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს.
„ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. მინისტრმა ფარმაცევტებს მოუწოდა, აღნიშნული პრინციპი საცალო რეალიზაციის დროსაც გაითვალისწინონ“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს – „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
უწყების ცნობით, „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გ.ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს, სადაც მსჯავრდებულისა და მისი გარემოცვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა გ.ჩიკვაიძის მიმართ არასათანადო მოპყრობას“.
„ვიდეომასალა მოიცავს 2025 წლის 20-22 სექტემბრის ეპიზოდებს, სადაც ჩანს, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ როგორ იღებს მსჯავრდებული თავის თანამესაკნეებთან ერთად საკვებს როგორც ბრალდებულ/მსჯავრდებულთა კვების რაციონით გათვალისწინებულს, ისე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილს.
2025 წლის 22 სექტემბერს (შუადღით) გ.ჩიკვაიძეს შეეთავაზა „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დადგენილი მენიუს მიხედვით განსაზღვრული საკვები, რომელთაგან მსჯავრდებულმა თანხმობა განაცხადა მხოლოდ კოტლეტის მიღებაზე (გარნირის გარეშე). მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე 2025 წლის 17 სექტემბრიდან იმყოფება ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განსაზღვრულ დიეტურ კვებაზე და აღნიშნული მენიუს მიხედვით 2025 წლის 22 სექტემბერს 13:35 საათზე მას მიეწოდა საკვები (კოტლეტი), მისი თანამესაკნეების მენიუთი 2025 წლის 22 სექტემბერს კოტლეტი გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა.
დამატებით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის თანამესაკნეებს შორის არცერთი არ საჭიროებს დიეტურ კვებას, მათ საკვები მიეწოდებათ ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ „დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთათვის და პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის“ დადგენილი მენიუ-განრიგის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძისთვის მიწოდებული კოტლეტი განკუთვნილი იყო მხოლოდ მისთვის და აღნიშნული არ წარმოადგენდა სამი ადამიანისთვის განკუთვნილ ულუფას.
პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი 1-2 ოქტომბერს აბუ-დაბიში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველაზე ძვირად ღირებულ გამოფენას მართავს. გამოფენა, ჯამში, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოდერნისტი მხატვრების - ვინსენტ ვან გოგის, რენე მაგრიტის, ედვარდ მუნკის, პოლ გოგენის, ფრიდა კალოს და კამილ პისაროს 6 ნამუშევარს მოიცავს. მსურველები ნახატების დათვალიერებას საადიატის კუნძულის კულტურულ რაიონში უფასოდ შეძლებენ.
“ამ შედევრების ახლო აღმოსავლეთში გამოფენის საშუალებას ხელიდან ვერ გავუშვებდით”, - განაცხადა ჯულიან დოუსმა, sotheby’s-ის იმპრესიონიტული და მოდერნისტული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა. “ეს ექვსი შედევრი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კოლექციებიის ნაწილია, ერთად ისტორიაში პირველად გამოიფინება. ეს გამოფენა მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს sotheby’s-ის ისტორიაში”, - აცხადებს ის.
აბუ-დაბის შემდეგ, ნახატები ლონდონსა და პარიზში გაჩერდებიან, შემდგომ კი ისინი ნიუ იორკში შემოდგომის აუქციონების სერიის ფარგლებში გაიყიდება. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის ახალი საერთაშორისო ოფისი ნიუ იორკში ბრიუერის შენობაში, ყოფილი უიტნის მუშეუმის სივრცეში, ოფიციალურად 8 ნოემბერს გაიხსნება.
ნამუშევრებიდან სამი 50 წელზე მეტია საჯაროდ არ გამოტანილა. მუნკის ნახატი სახელწოდებით (St. John’s Night) (Midsummer Night’s Eve) (1901-3) ლეონარდ ლაუდერის, ამერიკელი მილიარდერის, კოლექციიდანაა. ვან გოგის La maison de Pen du, gardeuse de vache და პოლ გოგენის Romans Parisiens / Les livres jaunes კი სინდი და ჯეი პრიტსკერების მფლობელობაში იყო. მაგრიტის Le Jockey perdu (1942) მეთიუ და კეი ბუკსბაუმის, ამერიკელი ფილანტროპისტი და არტ კოლექციონერის კერძო კოლექციის ნაწილია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში ინტენსიურად ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში 16 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული და სოფლების – სადმელის, ჭრებალოს, ღადიშის, ცხმორის, პიპილეთისა და კვაშხიეთის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.
ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
- გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
- ფარმაცევტული პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის წესები იცვლება
- 28-29 სექტემბერს სოფელ გუმათთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- მწვანე ბარათის პროგრამის ახალი სარეგისტრაციო პერიოდი მალე გამოცხადდება - საელჩო
Page 111 of 133
