გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს მთავრობამ ფარმაცევტული სექტორის რეგულაციებში ცვლილება დაამტკიცა, რომელიც ეხება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების საბითუმო რეალიზაციას.
დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/მართვაში მყოფი იურიდიული პირები 2029 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან იმ ვალდებულებისგან, რომ ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციისთვის მიიღონ ნებართვა. კერძოდ, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი.
ამასთან, თუ ასეთი იურიდიული პირები 2029 წლამდე მაინც მიიღებენ ნებართვას, მათ სრულად მოუწევთ GDP-ის სტანდარტისა და სხვა სანებართვო პირობების დაკმაყოფილება.
დამატებით, 2029 წლამდე აღნიშნულ იურიდიულ პირებს საქმიანობა შეუძლიათ შემდეგი პირობების დაცვით:
- საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა სააგენტოსთვის;
- მხოლოდ რეგისტრირებული ან დაშვების უფლების მქონე პროდუქტის შეძენა;
- ბრუნვის აღრიცხვა და ანგარიშგებების წარდგენა;
- ფარმაცევტული განათლების მქონე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა;
- პროდუქტის მიმოქცევის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გარდა ამისა, ასეთ იურიდიულ პირებს უფლება ეძლევათ, პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმონ GDP სერტიფიკატის მქონე კომპანიებთან.
ცვლილებები ასევე ეხება ფარმაცევტული წარმოების ნებართვებს: მწარმოებლებს შეუძლიათ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის საბითუმო რეალიზაცია განახორციელონ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, ან ექსპორტი მოახდინონ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე, 25 სექტემბერს შევიდა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
28-29 სექტემბერს სოფელ გუმათთანავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. გუმათი) მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების გამო 28 სექტემბრის 09:00სთ-დან 29 სექტემბრის 19:00სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შეზღუდვის პერიოდში მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებს ადგილობრივი მნიშვნელობის გუმათი-ოფურჩხეთი-რიონი-ზარათის საავტომობილო გზის გამოყენებით. ხოლო, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, მწვანე ბარათის პროგრამის ახალი სარეგისტრაციო პერიოდი მალე გამოცხადდება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 16 სექტემბრიდან მწვანე ბარათის პროგრამის აპლიკაციის შევსება 1 აშშ დოლარით განისაზღვრა.
როგორც საელჩო განმარტავს, აღნიშნული თანხა რეგისტრაციისას შეგროვდება და მწვანე ბარათის პროგრამის წარმოებას მოხმარდება.
"შერჩევის შემთხვევაში მწვანე ბარათის გასაუბრების მოსაკრებელი იგივე დარჩა და 330 დოლარს შეადგენს. მწვანე ბარათის პროგრამის ახალი სარეგისტრაციო პერიოდი მალე გამოცხადდება. ამ ცვლილების ან მწვანე ბარათის პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.", - წერია საელჩოს ინფორმაციაში
როგორც წესი, მწვანე ბარათის გათამაშებაზე რეგისტრაცია ოქტომბერში იწყება და ნოემბრის ჩათვლით გრძელდება, შედეგების შესახებ ცნობილი კი მაისში ხდება. Diversity Visa, იგივე “მწვანე ბარათი” (Green Card) საბუთია, რომელიც აშშ-ში რეზიდენტის სტატუსს გაძლევთ. ეს კი ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას ნიშნავს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს საიმიგრაციო ვიზის პროგრამას. იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის (INA)-ს 203 (c) ნაწილის თანახმად გათვალისწინებულია ახალი ტიპის იმიგრანტთა მიღება იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ისტორიულად შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს. აქამდე DV პროგრამაში მონაწილეობა უფასო იყო.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 სექტემბრის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
- სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს
- 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა იკრძალება
- პენსიონერს გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდება
- გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე სატვირთოების გადაადგილება იზღუდება
Page 112 of 133
