ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება.
მოიყვანეთ და აცერით თქვენი ოთხფეხა მეგობარი და მიკედლებული ცხოველი.
უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
მარშალ გელოვანის გამზირი N 36 ა
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა - ნატახტარი/ლარსის 1-ლი კილომეტრი (სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი);
აჭარა
ბათუმი - 6 მაისის პარკი;
ხულო - სტალინის ქ. №2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
შუახევი - სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №1 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ქედა - 26 მაისის ქ.№ 2 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ხელვაჩაური - დიდ აჭარის ქ. 23 (აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ქობულეთი - თავისუფლების ქ.N 19 .
იმერეთი
ქუთაისი - ნიკეას მე-3 ჩიხი №5 (იმერეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ბაღდათი - ვაჟა-ფშაველას ქ. №5 (ყოფილი სასამართლოს შენობა, 1 სართული);
ვანი - თავისუფლების ქ. №65 (მერიის მიმდებარედ);
ზესტაფონი - მაღლაკელიძის ქ. №2;
თერჯოლა - შ. რუსთაველის ქ. №109 (მერიის მიმდებარედ);
სამტრედია - რესპუბლიკის ქ. №6 (მერიის მიმდებარედ);
საჩხერე - თამარ მეფის ქ.№9 (იმერეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ჭიათურა - ნინოშვილის ქ. №11 (მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარედ);
ხარაგაული - სოლომონ მეფის ქ. №19ა (ყოფილი პოლიციის შენობის მიმდებარედ);
ხონი - პოლიკარპე კაკაბაძის ქ. №17 (საკრებულოს მიმდებარედ);
ტყიბული - კარლო ლომაძის მოედანი №3 (მერიის მიმდებარედ).
შიდა ქართლი
გორი - ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ქარელი - თამარ მეფის ქ. №24 (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
კასპი - სააკაძის N115 (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ოფისის შენობა);
ხაშური - ტაბიძის ქ.№2 (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა).
გურია
ოზურგეთი - ვ. დოლიძის ქუჩა №10 (გურიის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ლანჩხუთი - კოსტავას ქუჩა № 33 (გურიის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ჩოხატაური - კოსტავას ქუჩა № 5 (გურიის რეგიონული სამმართველოს შენობა).
სამცხე-ჯავახეთი
ახალციხე - ჯაყელის ქუჩა №61ა (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ბორჯომი - რობაქიძის ქუჩა, მტკვრის მარჯვენა სანაპირო (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ახალქალაქი - ხაზ ბახჩას პარკი, თამარ მეფის ქ. №44 (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
დაბა ასპინძა - მეფე თამარის ქ. №3 (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
დაბა ადიგენი - ბალახაშვილის ქ. №19 (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ნინოწმინდა - თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა).
ქვემო ქართლი
რუსთავი - ფალიაშვილის ქუჩა, "ახალგაზრდული პარკი" (ქვემო ქართლის არქივისა და 112-ის მიმდებარედ;
გარდაბანი - აღმაშენებლის №73ა (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
მარნეული - სოფ. ჯანდარა (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ბოლნისი - სულხან-საბას №6 (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
თეთრიწყარო - ფარნავაზის №25 (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
წალკა - კოსტავას №9 (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
დმანისი - 9 აპრილის №15 (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა).
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ზუგდიდი - კ. გამსახურდიას მეორე შესახვევი №4 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ფოთი - კოსტავას №193 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
აბაშა - ჩიქოვანის №13 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
სენაკი - რუსთაველის №235 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ხობი - დადიანის №185 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
მესტია - კახიანის ქ N1 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა).
კახეთი
თელავი - ერეკლე მეორეს მოედანი, თეატრის წინ;
გურჯაანი - სანაპიროს ქუჩა (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
დედოფლისწყარო - ბარათაშვილის 19 (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
სიღნაღი - აღმაშენებლის მოედანი (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ახმეტა - ჩოლოყაშვილის №50 (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
საგარეჯო - აღმაშენებლის №15 (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ლაგოდეხი - კოსტავას N1 (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ყვარელი - ჭავჭავაძის ქუჩა (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
რაჭა-ლეჩხუმი
ამბროლაური - სოფ. თხმორი (კარდაკარის პრინციპით);
ცაგერი - სოფ. ქვედა ცაგერი (კარდაკარის პრინციპით);
ონი - ვახტანგ მეექვსის ქუჩა N8 (რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ლენტეხი - თამარ მეფის ქუჩა N24 (რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული სამმართველოს შენობა.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
2026 წლის 1-ელი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა აკრძალულია - ეს ჩანაწერი საქართველოს მთავრობის მიერ 288-ე დადგენილებით ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" დოკუმენტშია.
დადგენილების მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიმართვის საფუძველზე, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატს სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს.
სეს-ის ინფორმაციით, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად პირი ვალდებულია, მიმართოს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტები:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი, ვეტერინარის სერტიფიკატი ან შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2030 წლის პირველ იანვრამდე განისაზღვრება.
"წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არ ეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას) ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე", - განმარტავენ სეს-ში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ვეტერინარის საქმიანობის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს: საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას, მოქალაქეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://nfa.gov.ge
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა.
მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.
„კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა იქამდე, ვიდრე მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
22-27 სექტემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე სატვირთოების გადაადგილება იზღუდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რის გამოც, 2025 წლის 22 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს… არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ… მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, რომელიც დაემთხვა კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღეს ხარობს ცა, ხარობს მიწაც და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც დღესასწაულის ტროპარში: „შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“. ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა ამქვეყნად მოავლინა ყოვლადწმინდა დედა და დედოფალი ჩვენი – ღვთისმშობელი.
მისი მოვლინება მოწმობს იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად; როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „ძე კაცისა მოვიდა საცხონებლად წარწყმედილისა“ (ლკ. 19, 10). უნდა მოსულიყო ძე კაცისა, უფალი იესო ქრისტე, მზე სიმართლისა ამ დედამიწაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, რომ გამხდარიყო დაუტევნელის დამტევნელი და ამ სამყაროში უდიდესი სიწმინდის კიდობანი. იგი აღასრულებს ყოვლადწმინდა სამების განგებულებას და ამიტომაც უგალობს მას ეკლესია ასეთი სიხარულით და უწოდებს „ქრისტე ღმერთის დედას“, „ცისა და მიწის დედოფალს“, ადარებს განთიადს, რომელიც წინასწარ გვამცნობს მზის ამოსვლას, სიმართლის მზის ამობრწყინებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წმინდა ეკლესია დიდი მოწიწებით უწოდებს ასევე ცოდვილი კაცობრიობის შემწესა და მეოხს.
არ არის ადვილი საქმე დაცემულთა და უღირსთა შეწევნა. არც ღვთისმშობლისთვის არის ეს იოლი მისია, ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით ჩვენი დაცემებით, ჩვენი ცოდვებით, თავად ვიქმნით სირთულეებს, რადგან აღვმართავთ კედლებს, წინაღობას, რაც გვაშორებს ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული.
მრავალ ჩვენგანს უჭირს სინანული, ზოგს – ახალგაზრდობის გამო, ზოგიერთს – ამქვეყნიური, მიწიური მიჯაჭვულობის და სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე. იმათ შორისაც კი, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა ან სხვა მიწიური სიკეთე, ბევრს ავიწყდება ღმერთი და ღვთისმშობელი. საერთოდ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფალი და ღვთისმშობლის სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა.
მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც ღვთისმშობლის შვილია, ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. ამიტომ შეუძლებელია, უფალმა იესო ქრისტემ არ შეისმინოს მისი თხოვნა. არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ, ძვირფასო ძმებო და დებო, მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენ გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა. უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული ცხოვრებისთვის.
სწორედ ამიტომ მას ყოველთვის მივმართავთ და ვევედრებით: შეგვიწყალენ ყველანი, ყოვლადწმინდაო დედაო და დედოფალო ჩვენო, მარადის ქალწულო ღვთისმშობელო! მოგვმადლე ყოველივე, რაც საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის. დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე, გადაარჩინე შენი წილხვედრი საქართველო. გააძლიერე დიდი მეუფე და მამა ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. დაიფარე ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამშობლო ხილული და უხილავი მტრებისგან. შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ, რამეთუ შენ ხარ მფარველი და მეოხი მონათა და მხევალთა შენთა. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
Page 113 of 133
