HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Sep 21
საზოგადოება

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რჩებიან.

შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Sep 20
საზოგადოება

ბოლო 10 წელიწადში საქართველო 264 ათასმა მოქალაქემ დატოვა

ბოლო 10 წელიწადში განმავლობაში საქართველო 264 ათასმა მოქალაქემ დატოვა. საქსტატის მიგრაციის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანას თითქმის ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე უკან ბრუნდება - გამონაკლისი ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 2020 და 2024 წელი იყო. 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე 23 ათასი ემიგრანტი უკან დაბრუნდა, ხოლო 2024 წელს კი დადებითმა სალდომ 842 მოქალაქე შეადგინა. სხვა ყველა წლის განმავლობაში ქვეყანა ათასობით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე უკან დაბრუნდა. ყველაზე მწვავე ემიგრაციის მაჩვენებელი 2023 წელს იყო, როდესაც უარყოფითმა სალდომ 71,584 შეადგინა.

მთლიანობაში ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე ერთი წლის პერიოდით მაინც ემიგრაციაში 880 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა ერთი მესამედიც (264 ათასი ადამიანი) კვლავ ემიგრაციაშია. საქართველოდან ემიგრაცია ძირითადად სამსახურის პოვნისთვის, ასევე განათლების მიღებისთვის ხდება. ემიგრაციის სხვა მიზეზებია უცხოეთში დაოჯახება, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და ასე შემდეგ.

ემიგრანტებს შორის დაახლოებით 55-60% მამაკაცია, ხოლო ემიგრანტების უდიდესი ნაწილი შრომისუნარიანი ასაკისაა, შესაბამისად მათი ქვეყნიდან გასვლა ქვეყნის სამუშაო ძალასაც აკლდება.
ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

შესაბამისად, ემიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, თუკი იგი ქვეყანას დატოვებს წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

ანალოგიურად, იმიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლიათ როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს თუკი ისინი მუდმივად უცხოეთში ცხოვრების შემდეგ საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით შემოვლენ.

შესაბამისად, პირი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული იყოს როგორც იმიგრანტი, ხოლო მეორე წელს ემიგრანტი.

მიგრაციის ასეთი ციკლური ხასიათი ნიშნავს იმას, რომ მაღალი ალბათობით იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველო ბოლო 10 წელში ერთხელ მაინც დატოვა 6 თვეზე მეტი ვადით უფრო ნაკლებია ვიდრე 880 ათასი, რადგან იგივე პირი შესაძლოა სხვა წელს კვლავ ქვეყანაში დაბრუნდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ (6 თვეზე მეტი ხნის შემდეგ) ქვეყანა კვლავ დატოვა, ანუ ემიგრანტად და იმიგრანტად აღირიცხა ერთზე მეტჯერ.

რაც შეეხება საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეთა იმიგრაციას - საქსტატის თანახმად, 2022-2024 წლებში საქართველოში გრძელვადიან მიგრანტად რუსეთის 72 ათასი მოქალაქე დარჩა. ასევე მზარდია იმიგრაცია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ინდოეთიდან, რაც ძირითადად განათლების მიღებას უკავშირდება.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Sep 19
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 19 სექტემბერს საქართველოში

19 სექტემბერს, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +20 - წვიმა 

სოხუმი +19 - წვიმა 

ზუგდიდი +17 - წვიმა

მესტია +11 - წვიმა

ფოთი +19 - წვიმა

ბათუმი +19 - წვიმა

ოზურგეთი +18 - წვიმა

ქუთაისი +17 - წვიმა

ამბროლაური +14 - წვიმა

ახალციხე +14 - წვიმა

ბორჯომი +10 - წვიმა

ბაკურიანი +7 - წვიმა 

გორი +15 - წვიმა

ცხინვალი +13 - წვიმა

სტეფანწმინდა +10 - წვიმა

გუდაური +6 - წვიმა

თელავი +16 - წვიმა

რუსთავი +17 - წვიმა

თბილისი +17 - წვიმა

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Sep 18
საზოგადოება

2026 წელს „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საქართველო გიორგი სიხარულიძის ფილმ „პანოპტიკონს“ წარადგენს

2026 წელს „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით გიორგი სიხარულიძის ფილმს, „პანოპტიკონს“ წარადგენს.

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„16 სექტემბერს, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე, გამარჯვებული ფილმი გამოვლინდა.

კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ორი ფილმი: „ტერცო მონდო“ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი), „პანოპტიკონი“ (რეჟ. გიორგი სიხარულიძე). სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დარგის ექვსი პროფესიონალისგან შედგებოდა“, – აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Sep 16

More Articles …

  1. ქუთაისის აეროპორტში საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა
  2. CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება
  3. 15 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
  4. მართლმადიდებელი ეკლესია საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118

Page 114 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna