HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ქუთაისის აეროპორტში საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა სატესტო რეჟიმში ჩაეშვა, ოქტომბრიდან კი სერვისი სრულად ამოქმედდება.

აღნიშნული სისტემის ამოქმედებით, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ჩამოფრენისას ვრცელ რიგებში დგომა და პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების საფუძველზე, მარტივად შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიისთვის IT და საკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი შვეიცარიული კომპანია SITA-ს მიერ შემუშავებული საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა სატესტო რეჟიმში ჩაეშვა.

ოქტომბრიდან კი სერვისი სრულად ამოქმედდება. მოფრენის დარბაზში ამ ეტაპზე, საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული კვეთის 7 ელექტრონული გასასვლელი (e-gate) ამოქმედდა.

E-gate საშუალებით, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს აღარ უწევთ ჩამოფრენისას ვრცელ რიგებში დგომა და პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების საფუძველზე, მარტივად შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას.

საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული კვეთის 7 ელექტრონული გასასვლელი ამოქმედდა. ახალი სერვისით, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოცდის სერვისი, 40 წამიდან 18 წამამდე შემცირდა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა.

აეროპორტის გაფრენის დარბაზში რამდენიმე თვეა მუშაობს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემაც. E-Gate არის ჩასხდომის ავტომატიზებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის.

სისტემა აუმჯობესებს და ამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რითაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული ხდება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Sep 16
საზოგადოება

CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. 365-დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

აღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავის და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური აპლიკაციის საშუალებით“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Sep 15
საზოგადოება

15 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს: ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცებული თბილი
ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ.
აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +20, +25°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +11, +16°, ზოგან +23°-მდე.

სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +26°;
ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +27°;
ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +26°;
ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°;
ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°;
ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°;
ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +27°;
ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +23°;
გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +19°;
თბილისი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ/აღმოსავლეთის სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
მარნეული: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +18°;
რუსთავი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +25°;
ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +24°;
ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +19°.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Sep 15
საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს. ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა.

ისტორია რომის იმპერიიდან იწყება, ქრისტიანულმა ეკლესიამ კი, რადგან რომაული კალენდარი შეითვისა, ახალ წლად, პირველი სექტემბერი მიიღო. ამასთანავე, სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა. 312 წლის 14 სექტემბერს კი კონსტანტინე დიდის მიერ მაქსენციუსის დამარცხების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.

ამ მოვლენათა აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Sep 14
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 სექტემბერს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +26 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16.

ბათუმშიც წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ნავარაუდევი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით 20 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ბორჯომში წვიმიანი ამინდია, +21 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში იწვიმებს. დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +17, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Sep 14

More Articles …

  1. 2025 წლის ექვს თვეში საქართველოში 9 925 ქორწინება, ხოლო 6 256 განქორწინება დარეგისტრირდა - საქსტატი
  2. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
  3. მარტვილის მუნიციპალიტეტში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
  4. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში შეუსაბამობები გამოავლინა
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119

Page 115 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna