15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება, თუმცა, წინამორბედი სამზადისი მშობლებისთვის სულ უფრო ძვირი სიამოვნება ხდება. გაძვირდა, როგორც საკანცელარიო ნივთები, ისე კერძო სკოლების საფასურიც, რის გამოც მშობლები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან.
სასკოლო საკანცელარიო ნივთების საშუალო ფასების მიმოხილვა საქართველოში:
რვეული 0.50 ლარიდან - 8 ლარამდე მერყეობს;
კალამი / ფანქარი 0.30 ლარიდან დან 5 00 ლარამდე;
ფერადი ფანქრები 1.50 ლარიდან - 30 ლარამდე;
ფლომასტერი 1.50 ლარიდან - 25 ლარამდე;
პენალი 2 ლარიდან - 35 ლარამდე;
ჩანთა 35 ლარიდან - 150 ლარამდე (საშუალო და დაბალი ფასის კატეგორიაში).
ფასები საკმაოდ ფართო სპექტრში მერყეობს — თითოეული ნივთისთვის არსებობს როგორც ძირითადი, ისე პრემიუმ კატეგორიის ვარიანტები.
მარტივი ნივთები შეგიძლიათ იპოვოთ იაფად, თუმცა, დიზაინის და ბრენდების მიხედვით ფასები იწევს და ხარისხიც შესაბამისად დაბალია.
გაძირებული სასკოლო ინვენტარი
სკოლისთვის საჭირო ნივთების (ჩანთები, რვეულები, საკანცელარიო ნივთები და სხვ.) გაძვირებას საქართველოში რამდენიმე ძირითადი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
1. საერთაშორისო ბაზრის გავლენა
გლობალური ინფლაცია – ბოლო წლებში ნედლეულისა და საწარმოო ხარჯების ზრდა (ქაღალდი, პლასტმასი, ტექსტილი) პირდაპირ აისახა სასკოლო ინვენტარზე.
გადაზიდვების ხარჯები – მართალია, 2023 წელს საკონტეინერო გადაზიდვების ფასები შემცირდა, მაგრამ 2024–2025 წლებში ისევ არის მერყეობა: ლოგისტიკის შეფერხებები, ნავთობის ფასების ზრდა, რეგიონული კრიზისები (მაგ., სუეცის არხის ბლოკირების საფრთხეები).
2. ლარის კურსი და იმპორტზე დამოკიდებულება
სასკოლო ინვენტარის უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია (ჩინეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები). ლარის დევალვაცია დოლარსა და ევროზე გავლენას ახდენს იმპორტირებულ საქონელზე: თუ ეროვნული ვალუტა სუსტდება, იმავე ნივთის შეძენა უფრო ძვირი ჯდება... ვრცლად სტატია იხილეთ აქ.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში შეუსაბამობები გამოავლინა.
სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, არ შეიძინონ ხორცი, ხორცპროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში, სადაც არაა დაცული შენახვა-რეალიზაციის მოთხოვნები.
"მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მაღალი რისკის შემცველი სურსათის - ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სახელმწიფო კონტროლი ტარდება სასაკლაოებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და საწარმოებში.
სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, მონიტორინგის ფარგლებში, სარეალიზაციო ქსელიდან აღებული სურსათის ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
შეუსაბამობის გამოვლენის გამო, ბიზნესოპერატორს დაევალა შპს „ახალი გემო 2019“-ის (ხაშური, რუსთაველის 10; ს/კ 443867763) წარმოებული გაყინული ქაბაბის (დამზადების თარიღი: 25.08.2025; ვარგისიანობის ვადა: 25.10.2025) ბაზარზე განთავსების აღკვეთა და ბაზარზე განთავსებულის ამოღება, რაზეც ზედამხედველობა სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს.
გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტებმა კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს ქ. სამტრედიაში, არალეგალურ სასაკლაოზე (ფ/პ როინ ბურკაძე). ასევე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ფ/პ როვშან გიულმამედოვი). ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე დაკლულ პირუტყვის ხორცს ჯანმრთელობის ნიშანდება არ ჰქონდა.
სააგენტოს იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოების უფლებამოსილმა პირებმა ორივე დამრღვევის მიმართ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მიმდინარე წელს ჩატარებული 5100 სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილია 449 სამართალდარღვევა",- აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა გამოწვეულია ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსული დიდი ზომის მიწის მასით.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 109-ე კმ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია დიდი ზომის მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
რიგაში გაფრენისა და ისტორიულ მატჩზე დასწრების მსურველთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 10 სექტემბერს, დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ დამატებულ სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისზე ბილეთები სრულად გაიყიდა.
„დამატებით სუბსიდირებულ ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 03:05 საათზე ავიაკომპანია Air Baltic შეასრულებს. ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 11 სექტემბერს, საქართველოს დროით 04:25 საათზე დააბრუნებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დაწყებულია.
რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც 10 სექტემბერს, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.
ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენას შეძლებენ“, – წერს ეკონომიკის სამინისტრო.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურზე თავდასხმისთვის დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს 13:00 საათიდან დაიწყება.
სასამართლო ეტაპზე მხარეებმა უნდა გამოიკვლიონ წერილობითი მტკიცებულებები და შეათანხმონ დასაკითხი მოწმეების სია.
ადვოკატები ითხოვენ, რომ პროცესზე დაიკითხოს სამხარაულის ბიუროს ფსიქიატრი, რომელმაც შეაფასა ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სასამართლო უნდა გადაწყვიტოს, დაურთავს თუ არა საქმეს იძულებით ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის სრული დასკვნას, რასაც დაცვის მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს - ირაკლი კობახიძე
- არტმეურნეობის მულტიკულტურულ ცენტრში სახვითი ხელოვნების სკოლა და სამუზეუმო სივრცე გაიხსნა
- მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე ოჯახებთან ერთად ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ
- როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
Page 117 of 133
