HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობა ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ასევე 3 მილიონი ლარი დაწესდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მთავრობის მეთაურმა კალათბურთისა და ფეხბურთის ნაკრებებს გუშინდელი გამარჯვებები მიულოცა.

„მინდა მივულოცო ჩვენს სპორტსმენებს გუშინდელი გამარჯვებები, ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, პირველ რიგში, კალათბურთელებს მივულოცო ისტორიული წარმატება, პირველად ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა ჩვენი ეროვნული ნაკრები.

მინდა თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს გადავუხადო მადლობა ამ შთამბეჭდავი წარმატებისთვის. კალათბურთის ფედერაციას მინდა გადავუხადო მადლობა თავდადებისა და შრომის გარეშე ასეთი შედეგები არ მოდის. სამომავლოდ მინდა ვუსურვო წარმატებები. მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თამაშებშიც წარმატება იქნება ჩვენს მხარეს. ასევე ფეხბურთელებს მინდა მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, შთამბეჭდავი გამარჯვება და მათაც მინდა წარმატება ვუსურვო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

რაც შეეხება კალათბურთელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს. მიღწეული შედეგისთვის 3 მილიონი ლარი და ყოველი შემდეგი გამარჯვებისთვის 3 მილიონი ლარი. ასეთი პრემია იქნება დაწესებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Sep 08
საზოგადოება

არტმეურნეობის მულტიკულტურულ ცენტრში სახვითი ხელოვნების სკოლა და სამუზეუმო სივრცე გაიხსნა

ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის.არტმეურნეობის მულტიკულტურულ ცენტრში სახვითიხელოვნების სკოლა და სამუზეუმო სივრცე გაიხსნა. სამხატვრო სკოლაში წალენჯიხელ და საოკუპაციოხაზთან მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებსდღეიდან შესაძლებლობა ექნებათ ხატვა უფასოდშეისწავლონ.

წალენჯიხაში არტ-მეურნეობა 3 წლის წინ მამუკახაზარაძის ინიციატივით გაიხსნა. სამხატვრო სკოლა-სტუდია წარმოადგენს რეგიონული მნიშვნელობისსაგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც მუშაობსთბილისის სამხატვრო სტუდია „ფრესკას“ პროგრამით. სწავლა სკოლაში ყოველდღიურადიქნება. სამომავლოდ სამხატვრო სკოლაშისხვადასხვა მხატვრის გამოფენები, ვორქშოპები დათემატური არტ-საღამოებ მოეწყობა. სივრცე იქნებაცოცხალი, განახლებადი და დინამიური, სადაცხელოვნების პროცესში ბავშვები და საზოგადოებისსხვადასხვა ჯგუფები გაერთიანდებიან. წალენჯიხისსამხატვრო სკოლაში 6-დან 18 წლამდემოსწავლეების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Sep 07
საზოგადოება

მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე ოჯახებთან ერთად ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ.

პატრიარქმა გეკა გელაძისა და მამუკა მდინარაძის ოჯახები დალოცა.

ილია მეორემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Sep 06
საზოგადოება

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან – ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Sep 05
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზის მე-8 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოებია.

„შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები. ამის გამო 2025 წლის 4 სექტემბრის 20:00სთ-მდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება 30-წუთიანი ინტერვალებით“, – წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Sep 04

More Articles …

  1. განაცხადები 47%-ით გაიზარდა - რაზე ჩივიან მომხმარებლები კონკურენციის სააგენტოში ყველაზე ხშირად?
  2. 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
  3. ხანძარი გლდანში - გარდაცვლილია მცირეწლოვანი
  4. დღეიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122

Page 118 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna