2025 წლის 8 თვეში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) განცხადებების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-ით გაიზარდა.
სააგენტოს მონაცემებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის რვა თვეში 838 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 2570 შეადგინა.
წელს, მომხმარებლების განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%, იმერეთი 4%, კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები.
რვა თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი მომხმარებელი თანხის დაბრუნებას ითხოვდა. კერძოდ: თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 286, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 262, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 138, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 57, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 28, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 20, ხოლო სხვა დანარჩენზე 47 განაცხადი.
სტატისტიკის მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 16%-ს.
ამას გარდა, GCCA-ს თანახმად:
- საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 147 საქმეზე.
- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 50 მოვაჭრეს - 89 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 104 742 ლარის ოდენობით.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 115 საქმეზე - 106 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე
- Details
- By ია გრიგალაშვილი
გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი.
„3 და 4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
გლდანში, ერთსართულიან სახლში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ემსხვერპლა - ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
შემთხვევა დღეს მოხდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
დღეიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ ვებპორტალზე - vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს საბაზო განათლება.
"პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროგრამები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა, ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი, ჯანდაცვა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია, მომსახურებები, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, განათლება და სხვა", - აცხადებენ პროფესიული უნარების სააგენტოში.
2025 წელს შეთავაზებული საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პროგრამების სრული ჩამონათვალი, ასევე, რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე - vet.emis.ge -ზე. პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად ასევე არსებობს ცხელი ხაზი: (+995 32) 2200 220 და
- Details
- By ია გრიგალაშვილი
თბილისში, ავჭალა-ზაჰესის შემოვლითი გზის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება.
ხანძრის ქრობის უწყვეტ პროცესში, ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის გარდა, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. უსაფრთხოების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებიტერიტორიას მონიტორინგს გაუწევენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- ავჭალაში ხანძრის ლიკვიდაციაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობს
- სამეგრელოში კრაზანას ნაკბენის შედეგად 28 წლის ბიჭი დაიღუპა - ექიმი ლალი ჯანაშია მოსახლეობას აფრთხილებს
- "შეიძლება, შოვზე უარესი მოხდეს" - სახიფათო მეწყრული პროცესები ხარაგაულის სოფლებში
- მარიამობა: მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი დღესასწაული - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით
Page 119 of 133
