HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ავჭალაში ხანძრის ლიკვიდაციაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობს

ავჭალაში, მთის ფერდობზე ხანძარია, ცეცხლი ბალახს უკიდია.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობა.

ხანძრის ლიკვიდაციაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობს.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 30
საზოგადოება

სამეგრელოში კრაზანას ნაკბენის შედეგად 28 წლის ბიჭი დაიღუპა - ექიმი ლალი ჯანაშია მოსახლეობას აფრთხილებს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში. 28 წლის ცოტნე ნაჭყებია კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს კლინიკაში გადაჰყავდა,  თუმცა ახალგაზრდა კაცი გზაში გარდაიცვალა.


ექიმი ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ კრაზანამ გიკბინათ.

„სამწუხარო რეალობა და არა პირველად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა კრაზანის კბენის შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკით.

საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!

 ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:

 1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა

• პირველი და მთავარი პრეპარატი.
• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).
• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.


 2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა

• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.
• ჟანგბადის მიწოდება.
• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.


 3. ინტრავენური თერაპია

• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.
• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).

 4. დამხმარე მედიკამენტები

• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).
• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.

 5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი

• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი“, - წერს ექიმი ლალი ჯანაშია.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 29
საზოგადოება

"შეიძლება, შოვზე უარესი მოხდეს" - სახიფათო მეწყრული პროცესები ხარაგაულის სოფლებში

სახიფათო მეწყრული პროცესები ხარაგაულის სოფლებში - არსებული ინფორმაციით, ღვერკსა და ხემაღალში პროცესები საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება.

ასევე ადგილობრივები ამბობნ, რომ მდინარე "ყარნება" გუბდება, არ უერთდება მდინარე ჩხერიმელას და წლის დაგუბების საფრთხე რეალური ხდება, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს.

მეწყრული პროცესები ხარაგაულის სოფლებში უკვე რამდენიმე თვეა რაც მიდის. მიწა დასერიალია, ჩნდება ახალი ნაპრალები, ხალხი შეშინებულია და უკვე თვეებია დახმარებას ითხოვს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას საავტომობილო გზასაც და შესაძლოა პროცესები ისე წარიმართოს, რომ "შოვზე უარესი ტრაგედია მოხდეს"

სამ ადგილას ჩადიოდა ეს მეწყრული ქვა-ღორღი გაუჩერებლად და ამ სამი ადგილიდან პირველი ადგილი დაკეტა, დიდი მიწა მოწყდა და დაკეტა პირველი ადგილი, ანუ თავი. პლუს თან გუბდება ეს წყალი და ასველებს გვერდებსაც თავისთავად. გარემოსდაცვამ ჩამოიყვანა ტექნიკა და გაწმინდეს წინა მხარე. იმიტომ, რომ ეს მდინარე გადის პირდაპირ რკინიგზის ხიდის ქვეშ, გაუთავისუფლეს წინ კალაპოტი და ამოუღრმავეს რკინიგზის ხიდის ქვეშ კალაპოტი, მაგრამ რამდენად გაატარეს ეს კალაპოტი ამხელა დაგროვილ მასას, თუ მოწყდა და წამოვიდა, ვერ გეტყვით რა.  შეიძლება, შოვზე უარესი იყოს. წუთში და ორ წუთში ერთხელ ქვები ცვივა და მიწა და მოაქვს ხეებიც და ეს მასაც მოდის. მეწყერს ზოლს ზევით მცხოვრები ხალი მაინც რჩებიან, იმიტომ, რომ უთხრეს გეოლოგებმა, საიმედოა და შეგიძიათ იცხოვროთო. გაუკეთეს მეორე მხრიდან გზა და იქიდან დადიან"- აცხადებს ადგილობრივი

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Aug 28
საზოგადოება

მარიამობა: მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი დღესასწაული - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა. უდი­დეს ათორ­მეტ დღე­სას­წა­ულ­თა­გან სამი - ღვთის­მშობ­ლის შობა, მი­ძი­ნე­ბა და ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ა­მის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ ღვთის­მშობ­ლი­სად­მია მი­ძღვნი­ლი.

მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულს წინ ორ­კვი­რი­ა­ნი მარ­ხვა უძღო­და. ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ამ მარ­ხვის და­წყე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. უც­ნო­ბია, ასე­ვე, რო­დის და­წეს­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ღვთის­მშო­ბელს მისი მი­ძი­ნე­ბის დღე უფალ­მა მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის მიერ ახა­რა, რო­მე­ლიც მას ზე­თის­ხი­ლის მთა­ზე ლოც­ვი­სას გა­მო­ე­ცხა­და. მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა დე­დაღვთი­სას ამ­ცნო, რომ სამი დღის შემ­დეგ მი­ი­ძი­ნებ­და. ამის და­სა­მოწ­მებ­ლად კი სა­მო­თხე­ში დარ­გუ­ლი ფი­ნი­კის ხის ტოტი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ღვთა­ებ­რი­ვი მად­ლით ბრწყი­ნავ­და. იგი მის საფ­ლავ­თან უნდა მი­ე­ტა­ნათ. ღვთის­მშობ­ლის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, უფალ­მა სა­ქა­და­გებ­ლად წა­სუ­ლი წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი მი­ძი­ნე­ბის დღეს ღვთის­მშო­ბელ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად შეკ­რი­ბა. უფალ­მა ასე­ვე ის­მი­ნა ღვთის­მშობ­ლის თხოვ­ნა, რომ არ ეხი­ლა ჯო­ჯო­ხე­თის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი და ღვთის­მშობ­ლის სული ცათა სა­უ­სუ­ფე­ველ­ში თა­ვად უფ­ლის ხე­ლით ავი­და.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი მო­ცი­ქუ­ლებ­მა გეთ­სი­მა­ნი­ის ქვა­ბულ­ში დაკ­რძა­ლეს. ამ პრო­ცესს თომა მო­ცი­ქუ­ლი არ ეს­წრე­ბო­და. მე­სა­მე დღეს მო­ცი­ქუ­ლებ­მა მის­თვის ქვა­ბუ­ლის ლოდი გა­და­ა­გო­რეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი უფალ­მა მკვდრე­თით აღად­გი­ნა და ხორ­ცით ზე­ცა­ში აღა­მაღ­ლა. ამი­ტომ ეკ­ლე­სია ღვთის­მშობ­ლის აღ­სას­რულს მი­ძი­ნე­ბას უწო­დებს.

ცნო­ბე­ბი ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ა­მის შე­სა­ხებ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას მო­ცი­ქულ­თა დრო­ი­დან მო­ე­პო­ვე­ბა. ჯერ კი­დევ I სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და მო­წა­მე დი­ო­ნი­სე არე­ო­პა­გე­ლი წერ­და: პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის მიერ ღვთის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გან­სწავ­ლუ­ლი, ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წულს აუ­ცი­ლებ­ლად ღმერ­თად მი­ვიჩ­ნევ­დიო. წმინ­და დი­ო­ნი­სემ მა­ცხოვ­რის ამაღ­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით მე-12 წელს მო­ი­ნა­ხუ­ლა ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი, მის­გან კურ­თხე­ვა და რჩე­ვა-და­რი­გე­ბა მი­ი­ღო.

ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის შე­სა­ხებ აგ­რეთ­ვე II სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე სარ­დე­ლი ეპის­კო­პო­სის მე­ლი­ტო­ნის თხზუ­ლე­ბებ­შია მო­თხრო­ბი­ლი. წმინ­და ეპი­ფა­ნე კვიპ­რელ­მა IV სა­უ­კუ­ნე­ში შეკ­რი­ბა მა­სა­ლე­ბი და აღ­წე­რა ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ა­მის მი­ძი­ნე­ბის ამ­ბა­ვი. V სა­უ­კუ­ნე­ში იე­რუ­სა­ლი­მე­ლი პატ­რი­არ­ქი იუ­ბე­ნა­ლი კე­თილ­მსა­ხურ ბერ­ძენ დე­დო­ფალ პულ­ხე­რი­ას ასე მი­მარ­თავ­და: "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბა წმინ­და წე­რილ­ში არ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, ჩვენ ამ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ უძ­ვე­ლე­სი და სრუ­ლი­ად სა­ი­მე­დო წყა­რო­ე­ბი მოგ­ვე­პო­ვე­ბა". ეს წმინ­და გად­მო­ცე­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ არის შეკ­რე­ბი­ლი და აღ­წე­რი­ლი XIV სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­კო­სის ნი­კი­ფო­რე კა­ლის­ტეს თხზუ­ლე­ბა­ში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 28
საზოგადოება

კაცი, ვისი იარაღითაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, მომხდარის დეტალებს პირველად ყვება

ალექსი ახვლედიანის პირველი კომენტარი - კაცი, ვისი იარაღითაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა მედიასთან გამოჩნდა და ივლისში მის სახლში განვითარებულ მოვლენებზე საჯაროდ პირველად ყვება.

ახვლედიანის თქმით, რიჟვაძემ თავად დაურეკა და თავად შესთავაზა საგარეჯოს სახლში წასვლა - 7 ივლისს სახლში სუფრაზე ის, მისი ორი მეგობარი, მისი უმცროსი შვილი, დამხმარე ქალი, თორნიკე რიჟვაძის მამა და დის ქმარი იმყოფებოდა. 

ალექსი ახვლედიანი ირწმუნებოდა, რომ წელიწადნახევარის განმავლობაში თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის  თანამდებობიდან უნდა წასულიყო.

"თანადებობიდან წასვლის შემდეგ, როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა დიპლომატიურ სამსახურში დიდ ბრიტანეთში". - ამბობს ახვლედიანი. 

სადღაც 5 საათზე დამიკავშირდა. ჩვენ ფაქტობრივად ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში ჩვენს სახლში. ეს მისთვის საყვარელი ადგილია და როცა მე თბილისში ვიყავი ჩემს გარეშეც მიდიოდა და რჩებოდა, საყვარელი სამეგობრო გვყავს იქ. დამიკავშირდა, წამო წავიდეთ, ბიჭები ვნახოთ და მერე გვიან წამოვიდეთო. შესაბამისად, 6 საათზე გაუარა ჩემმა მძღოლმა, წავედით საგარეჯოში. გზიდან დავურეკე ჩემს ადგილობრივ ორ მეგობარს. სახლში დავურეკე ჩემს დამხმარე ქალბატონს. ჩავედით, ვიმყოფებოდით მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილორბივი მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა და მისი დის ქმარი, ბატონი დავითი და იყო ჩვეულებრივი მეგობრული ვახშამი.

აი ვთქვათ რაც თქვენ ბრძანეთ, როგორ ხასიათზე იყო და რაღაც, მე გეტყვით და ამას ძალიან ბევრი ადამიანი დაადასტურებს, რომ დაახლოებით ბოლო წელიწადი, წელიწადნახევარი თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან იმიტომ, რომ ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, უკვე ჩემ თავსაც ვამჩნევ რომ უკვე იმ შემართებით ვერ ვარ და ა.შ. ბოლოს მისი ეს სურვილი განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, როცა მე მქონდა შესაძლებლობა ყოველთვის შეხვედრებზე დავდიოდით ერთად და ამბობდა, რომ ამ არჩევნებს რომ ჩავამთავრებთ უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა.

მეც სიხარულით ვეუბნებოდი, თბილისში გადავიდეთ მეც დავუბრუნდები ჩემ ქალაქს, მაგრამ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა თავის საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. 
მე დღეს, ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ იმიტომ, რომ ვიცი, შესაბამის დროს ეძებდა და ამიტომ მოხდა თუ არა ეს ცვლილება ნამდვილად ეს არ მიკითხავს და არ დამიზუსტებია. მაგრამ, როდესაც მისი განთავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა დიპლომატიურ სამსახურში და როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში". - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.  

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ როდესაც დაიშალნენ და დასაძინებლად წავიდა ყველა, მათ შორის აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, ახვლედიანი იხსენებს, რომ ის აბაზანაში უნდა შესულიყო, რა დროსაც ტელეფონზე თორნიკე რიჟვაძისგან ზარი შევიდა. 

მისი თქმით, სცადა, რომ ეპასუხა, თუმცა არაფერი ესმოდა, რის შემდეგაც თორნიკე რიჟვაძის ოთახში გადაწყვიტა შესვლა, სადაც ძალიან მძიმე სურათი დახვდა.

ახვლედიანი მედიას დღეს უხსნიდა, რომ რომ მან თავად გაუწია პირველი სამედიცინო დახმარება თორნიკე რიჟვაძეს და თავად გადაიყვანა კლინიკაში.

"რაც შეეხება ზეწოლას, სად გაგიგიათ, რომ უმცროსი შვილის თანდასწრებით, მომსახურე ქალის თანდასწრებით და ჩემი უახლოეს ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით უნდა ჰქონოდა ზეწოლა? - მე, მამამისს თუ მის სიძეს?!

თორნიკეს ერთი ძალიან ცუდი თვისება ჰქონდა, რომელზეც მუდმივად მქონდა ხელჩართული ბრძოლა - ვთქვათ, დაიწერა ჩემზე რამე, შეიძლება წავიკითხე ან არც წავიკითხე, მას ტელეფონი ეჭირა და უნდა ჩაჰყოლოდა კომენტარის კომენტარის კომენტარს. ვეუბნებოდი: თორნიკე ეს შენ ჭკუიდან გადაგიყვანს, არ შეიძლება ასე, რადგან მილიონი უსაქმურია და მილიონი გაბოროტებული ადამიანია!

ადამიანს, რომლის მიმართაც აქვთ კითხვები, რომელზეც არის ზეწოლა, მას ელჩობას უპირებენ?!“, - განაცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა თორნიკე რიჟვაძე დაბარებული სუს-ში, ახვლედიანმა განაცხადა, რომ მას მსგავსი არაფერი სმენია.

მნიშვნელოვანი იყო ერთი დეტალი, რომ ახვლედიანმა გადაჭრით ვერ თქვა, რომ რიჟვაძის მამა დაკითხვაზე საგამოძებო უწყებაში არ ყოფილა.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის წინასასამართლო სხდომა იმართება, სწორედ ამიტომ მივიდა ალექსი ახვლედიანი სასამართლოში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 27

More Articles …

  1. ქობულეთში, შავ ზღვაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
  2. შინაგან საქმეთა სამინისტრო თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  3. აღმოსავლეთ საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება - გარემოს ეროვნული სააგენტო
  4. წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124

Page 120 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna