HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ქობულეთში, შავ ზღვაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, შავ ზღვაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ზღვაში 2 ახალგაზრდა შევიდა, ერთ-ერთმა წყლიდან გამოსვლა მოახერხა. 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 26
საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შენობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ვაჭრობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ შენობა-ნაგებობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

აღნიშნული ობიექტის მიმდებარედ განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხანძრის, სავარაუდოდ, პირველი კერა, სწორედ ელექტროსადენებიდან ჩნდება. მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში დღეს, 26 აგვისტოს, გამთენიისას შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები. არსებობდა ხანძრის მიმდებარედ არსებულ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 26
საზოგადოება

აღმოსავლეთ საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში, ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება. ინფორმაციას ამის შესახ სააგენტო თავად ავრცელებს:

"26 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში, შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge "რეკომენდაციების" ველში", - წერს უწყება.

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 26
საზოგადოება

წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, 2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს – დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Aug 26
საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობაა 3.9 მილიონი ადამიანი, მათ შორისაა უცხოეთის 257,000 მოქალაქე - საქსტატი

საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად არის 3,914,000-ია. ამასთან, საქსტატი აქვეყნებს დამატებით ინფორმაციას აღწერაში შესული უცხოეთის მოქალაქეების შესახებ, დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში 6.6%, ანუ 257,000 არის უცხოეთის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აღწერის თანახმად, 3,657,000 არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო 257,000 კი ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეა.

საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიზანია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა, შესაბამისად მასში შედიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ.

"საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბერი - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI).

აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავდა აგრეგირებულ ინფორმაციას მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ, რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია, სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების საფუძველზე.

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი.

წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი (3 მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს - ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.

აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მოსახლეობის წინა აღწერით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა საქართველოს მოსახლეობა 3,713,000-ს შეადგენდა.

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Aug 26

More Articles …

  1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნდა
  2. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი იყო
  3. ფერმერები პირუტყვის ჯილეხით დაცემის შემთხვევაში სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ - სეს
  4. თუშეთში ხანძარი ლიკვიდირებულია
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125

Page 121 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna