HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

მამუკა ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

მამუკა ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მუსიკოსი და კომპოზიტორი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. იქამდე კი ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერები იმყოფებოდნენ.

ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1995 წლიდან აქტიურად გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე.

მომღერალს გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2014 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 24
საზოგადოება

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა.

1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.

1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც საქართველო აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად დეკლარირებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეყრდნობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

1993 წლის 16 თებერვალს სახელმწიფოს მეთაურმა და ამავდროულად პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც შემდგომ უზენაესი კანონი შეიმუშავა. ჯგუფი სულ 118 წევრისგან შედგებოდა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 24
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 აგვისტოს საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ზოგან +36 +38 გრადუსს მიაღწევს.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +27 - უმეტესად მზიანი

სოხუმი +30 - მზიანი

ზუგდიდი +31 - მზიანი

მესტია +27 - მზიანი

ფოთი +29 - უმეტესად მზიანი

ბათუმი +29 - უმეტესად მზიანი

ოზურგეთი +30 - უმეტესად მზიანი

ქუთაისი +31 - მზიანი

ამბროლაური +32 - მზიანი

ახალციხე +32 - მზიანი

ბორჯომი +30 - მზიანი

ბაკურიანი +26 - მზიანი

გორი +35 - მზიანი

ცხინვალი +32 - მზიანი

სტეფანწმინდა +24 - მზიანი

გუდაური +21 - მზიანი

თელავი +33 - მზიანი

რუსთავი +38 - მზიანი

თბილისი +36 - მზიანი

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 24
საზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსადა ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე.

დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 23
საზოგადოება

სიონის საკათედრო ტაძარში ლევან გაჩეჩილაძის პანაშვიდზე პრეზიდენტი, პრემიერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

სიონის საკათედრო ტაძარში ლევან გაჩეჩილაძის პანაშვიდზე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მათ პატივი მიაგეს ლევან გაჩეჩილაძის ხსოვნას და მის ოჯახს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სამძიმარი.

ლევან გაჩეჩილაძეს რამდენიმე წუთში სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 20 აგვისტოს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Aug 23

More Articles …

  1. დღეიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება
  2. რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით რკინიგზის გზაგამტარზე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება
  3. საქართველო-თურქეთს 7.6 კმ-ის გვირაბით დაუკავშირდება - გამოცხადდა მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი
  4. ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 29-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127

Page 123 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna