ორგანიზაცია "უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი" (ICFRP) პატრიარქის გარდაცვალების დღის 17 მარტის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის. ორგანიზაციამ შესაბამისი წერილით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ასევე პრემიერ ირაკლი კობახიძეს და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა.
წერილში აღნიშნულია, რომ 17 მარტს (პატრიარქის გარდაცვალების დღეს) დაწესდეს საქართველოს უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ს - ხსენების დღე.
"საქართველოს სულიერმა მამამ, მისმა უწმინდესობამ უფლისა და ჩვენი სამშობლოს და ადამიანისადმი მსახურებით დაიმკვიდრა მარადიული მსოფლიო ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.
საკითხის საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთხოვთ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილოთ და მიიღოთ დაჩქარებული წესით”, - აღნიშნულია ICFRP-ის წერილში, რომელსაც ხელს მისი აღმასრულებელი დირექტორი სერგო მახარაძე აწერს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ICFRP-ის პარლამენტისთვის ამ დრომდეც მიუმართავსარაერთი საკანონმდებლო წინადადებით, მათ შორის იყო გასული წლის აპრილში მინიმალურიხელფასის ზრდასთან დაკავშირებით ინიციატივა, ასევე 2024 წელს, ინიციატივა საგადასახადოკოდექსში ცვლილების შესახებ, რომელიც საშემოსავლო გადასახადისგან იმ სტუდენტებისგათავისუფლებას ითვალისწინებდა, რომელთა შემოსავალი წელიწადში 6000 ლარს არაღემატება.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად მიიღო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
- Details
- By რუსა ხავთასი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა, სომეხი ხალხის სახელით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ფაშინიანმა, სომეხი ხალხისა და პირადად მისი სახელით, კიდევ ერთხელ გამოუცხადა გულწრფელი სამძიმარი საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სომხური მედიის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი, მადლობა გადაუხადა ფაშინიანს თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის.
მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
- Details
- By რუსა ხავთასი
ბრიტანეთში მენინგოკოკური ინფექციის აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული.შესაბამისად, ჩვენთან შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს,- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ამ ეპიდაფეთქებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმიტომ, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდა.
„ბევრი შეკითხვაა ამჟამად ბრიტანეთში მენინგიტის შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგადად ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ამ ეპიდაფეთქებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმიტომ, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდა, რაც ჩვეულებრივ ნაკლებად ხდება ხოლმე, რადგან მენინგოკოკი მხოლოდ მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა.
ამჟამად რამდენიმე დღეში 20 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ლეტალური გამოსავლით, რამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.
ინფექცია გავრცელდა უნივერსიტეტის სტუდენტებში (University of Kent, Canterbury).
შემთხვევების ნაწილში გამოვლინდა მენინგოკოკი B (MenB). ეს ქვეტიპი არ შედის სტანდარტულად გამოყენებულ ვაქცინაში (MenACWY). ამიტომ ამ აფეთქებასთან დაკავშირებით სთავაზობენ სხვა ვაქცინას, რომელშიც ეს ტიპი შედის.
მენინგოკოკური ინფექციის ეს აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული. შესაბამისად, ჩვენთან შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს”,- წერს ბუწაშვილი.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
მეგობრებო, ვინაიდან ახლა თითოეული ჩვენგანის ყურადღება საპატრიარქოსკენაა მიპყრობილი, შეგახსენებთ იმ წინასწარმეტყველებათა უმცირეს ნაწილს, რომლებიც ახალ პატრიარქსა და ქართული ეკლესიის მომავალს ეხება. - ამის შესახებ ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში წერს:
"ცნობისათვის, ეს წინასწარმეტყველებები წარსულში უკვე გამოქვეყნებულია როგორც ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე მის წიგნებში „ახალი სიტყვა“ - სხვადასხვა წლების გამოცემებში როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე.
- 2006 წელი, 29 ნოემბერი
ვხედავ, მოდის პატრიარქად ახლაგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მე ვიცნობ კარგად, ისიც მიცნობს და მაფასებს. აღფრთოვანებულია. მთავრობა ზურგს უმაგრებს.
რეფორმები საპატრიარქოსაც შეეხება. სამართალი იმარჯვებს! ყველაფერი სუფთავდება. - 2007 წელი, 17 დეკემბერი
ვხედავ, საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის. გარდაიცვლება წინამძღვარი – პატრიარქი ილია II. ბევრი რამ შეიცვლება. საპატრიარქოში, ვხედავ, სიმშვიდეა.
მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.
მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი! რაც ძალიან სჭირდება საქართველოს. - 2008 წელი, 24 იანვარი
ვიცი და ვხედავ, რომ უფალი დააწყნარებს ყველას და ყველაფერს. საპატრიარქო განიწმინდება უარყოფითი ენერგიებისგან. მოდიან მართალი, მართლმადიდებელი მწყემსები და ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში.
მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა. ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს. მეუფეს ეს ბევრი წლის წინ ვუწინასწარმეტყველე პირადად, საპატრიარქოში, მის კაბინეტში <…>. იგი უნდა გახდეს ნამდვილი პატრიარქი საქართველოსი და განაგრძოს ქვეყნის აღმშენებლობა, რასაც აკეთებდა ილია II. უფრო განსხვავებულ გზას ვხედავ, მართალია, მაგრამ ყოველივე ეს ხომ ღმერთის ნებაა. ამინ!
- 2009 წელი, 30 ნოემბერი
ვხედავ მომავალში ძალიან, ძალიან დიდ ცვლილებებს საპატრიარქოში: ძლიერი, რკინის ხელი, ძლიერი ენერგია მოევლინება ქართულ მართლმადიდებლობას, რომელიც გადაარჩენს არამხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ მთელ ჩემს ქვეყანას. - 2009 წელი. 20 დეკემბერი
კოსმოსი დაასუფთავებს უფლის სახლს და მერე როგორ?! ყველა იხილავს ამას. ასეთია ნება კოსმოსისა, რათა დარჩეს მღვდელი იგი პატიოსანი და ვხედავ, გადარჩება ბოლოს საპატრიარქო. განწმინდავს და დაასუფთავებს უფლის ხელი ყველაფერს. ირწმუნეთ, ვინაიდან თითოეული სიტყვა ასრულდება ასი პროცენტით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება. - 2017 წელი, 20 თებერვალი
ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი. მასში დიდი ენერგიაა ჩადებული. კარგად იცის, რა თამაშებიცაა პოლიტიკაში და როგორ ითამაშოს. ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
მთავარი კი ის არის, რომ მას სწამს, სჯერა ქართველი წინასწარმეტყველის, +ლელა+ კაკულიასი — როგორც მის წინამორბედ პატრიარქ ილია მეორეს. ამიტომ მას დიდი ძალა ეძლევა კოსმოსიდან. ეს ასეა. ამინ!
მომავალში საქართველოს პატრიარქი ეყოლება, ვხედავ, და ყველაფერი ირგვლივ დამშვიდდება. - 2018 წელი, 30 ნოემბერი
მესმის, როგორ ირეკება ეკლესიაში გლოვის ზარები. სინოდი ისე გადაწყვეტს ყველაფერს, როგორც არსებული ვითარება მოითხოვს, მერე კი ვხედავ ახალ პატრიარქს.
ვხედავ, ქართული ეკლესია არ დაიშლება — პირიქით, ერთ ძლიერ მუშტად შეიკვრება. მოდიან პატიოსანი მღვდლები. ისინი კოსმოსიდან არიან წარმოგზავნილნი. საბოლოო ჯამში საპატრიარქო გაიმარჯვებს, ვინაიდან უფლის საცერი საპატრიარქოშიც იცრება და ხალხს რწმენა უბრუნდება. ეს გადაარჩენს საქართველოს. - 2019 წელი, 16 მარტი
ვხედავ, საპატრიარქო ნელ–ნელა იწმინდება. მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყველასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. - 2020 წელი, 1 ივლისი
უფლის, კოსმიური საცერი იცრება და ვხედავ, საპატრიარქოც გაიცრება. იქნება ისე, როგორც კოსმოსს სურს და არა ისე, როგორც ადამიანებს სურთ. ბევრი რამ შეიცვლება. - 2022 წელი, 25 აპრილი
მოდის ახალი პატრიარქი. ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში — ყველა და ყველაფერი. და ამას ვერ შეაჩერებთ. ამინ!"
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- 22 მარტს მთავარი წირვა და წესის აგება სამებაში შესრულდება, შემდეგ გადასვენება სიონის ტაძარში და დაკრძალვა
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
- რა უნდა იცოდნენ შინაური ცხოველების პატრონებმა - იდენტიფიკაციის ერთიანი ბაზა და რეგისტრაციის ბოლო ვადები
- პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე სახელმწიფო კომისია იმუშავებს
Page 15 of 133
