HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
Custom banner

Social media

HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE HOTNEWS.GE
საზოგადოება

ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში - პრემიერი

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ პატრიარქის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ფასდაუდებელია.

„მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსმთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

Details
By რუსა ხავთასი
რუსა ხავთასი
Mar 18
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, მღვდელმთავრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას ეცნობება, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ამასთან, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ილია მეორეს სამების ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოს ინფორმაციით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Mar 18
საზოგადოება

მსოფლიო ეკლესიების სამძიმრის წერილები

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მსოფლიო ეკლესიები სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ. მათგან ერთ-ერთი პირველი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე იყო.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს სამძიმარი:

„ღრმა მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი და სულიერი ლიდერი, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიეძღვნა.

მისი მრავალწლიანი საპატრიარქო მოღვაწეობის განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნის სულიერ ორიენტირად რჩებოდა. იგი დაუღალავად ზრუნავდა რწმენის განმტკიცებაზე, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებასა და სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ საზოგადოების სულიერ აღორძინებაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას განიცდის.

პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისი მოღვაწეობა შთააგონებდა ადამიანებს, ეხმარებოდა მათ განსაცდელის დაძლევასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ პროვოცირებული ომების პერიოდში.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ეპისკოპატს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მრევლს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი წინამძღოლი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც იგი არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო.

ვლოცულობთ, რათა ჩვენმა ზეციერმა მამამ მიიბაროს თავისი მსახური სასუფეველში. უფალმა განუსვენოს ახლად შესვენებული კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სულს თავის სასუფეველში, ხოლო ყველა მგლოვიარეს მიმადლოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა. საუკუნო იყოს მისი ხსენება!“

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ დანიელის სამძიმარი:

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს

ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ამ სოფლიდან გასვლის შესახებ. იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე აღორძინების პერიოდში.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას".

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია:

"საქართველოს პატრიარქი ილია II მიიცვალა. საუკუნო ხსენება! მარადიული ხსოვნა!".

 

Details
By ია გრიგალაშვილი
ია გრიგალაშვილი
Mar 18
საზოგადოება

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო - აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, – აღნიშნულია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Mar 18
საზოგადოება

თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

გლოვის დღეებთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Details
By ანი სარდლიშვილი
ანი სარდლიშვილი
Mar 18

More Articles …

  1. "ქართული ოცნება" ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილს აქვეყნებს
  2. საქართველოში გლოვა გამოცხადდა
  3. "ხვალ იქნება დასვენებული სამების ტაძარში, დილიდანვე გავაკეთებთ განცხადებას" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
  4. გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21

Page 17 of 133

Popular Tags

  • fashion
  • beauty
  • model
  • Joomla
  • cover

Recent Post

  • ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული - ირაკლი კობახიძე
    By რუსა ხავთასი
    Apr 04
  • ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - პრემიერი
    By რუსა ხავთასი
    Apr 04

Popular Posts

  • პოლიტიკა
    "4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა" - პაატა ბურჭულაძე
    By ია გრიგალაშვილი Nov 26
Banner 1 biwuna